Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

38 of 841 cards

Clear filters
"არ დადგება ეს საათი, სანამ არ იბრძოლებთ ებრაელებთან, და სანამ ქვა, რომლის უკანაც ებრაელი იმალება, არ იტყვის: 'ჰეი, მუსლიმო, ჩემ უკან იმალება ებრაელი, მოკალი იგი!".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ერთხელ, როცა სავსე მთვარეობის ღამეს ჩვენ ვიყავით მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), მან შეხედა მთვარეს და თქვა: «ჭეშმარიტად, თქვენ იხილავთ თქვენს უფალს [ისე ნათლად], როგორც ხედავთ ამ მთვარეს, და არ დაგზარავთ მისი ხილვა! თუ შეგიძლიათ, უზრუნველყოთ, რომ არაფერი შეგიშლით ლოცვების აღსრულებაში მზის ამოსვლამდე და მისი ჩასვლის წინ, მაშინ ეს ლოცვები აღასრულეთ». ამის შემდეგ მან წაიკითხა აიათი: {და ადიდე შენი უფლის დიდება მზის ამოსვლამდე და მის ჩასვლამდე}».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც ფლობს ოქროს ან ვერცხლს და არ გასცემს მათგან დაწესებულს, განკითხვის დღეს მათგან დამზადდება ცეცხლოვანი ფირფიტები, რომლებსაც ჯოჯოხეთის ცეცხლში გააცხელებენ. შემდეგ ამ ფირფიტებით დაუწვავენ მის გვერდებს, შუბლსა და ზურგს. როდესაც ისინი გაცივდებიან, პროცესი განმეორდება. ეს გაგრძელდება იმ დღის განმავლობაში, რომლის ხანგრძლივობაც ორმოცდაათი ათასი წელია, სანამ არ დასრულდება სასჯელი მონებზე და არ მიუთითებენ მას გზას ან სამოთხისკენ, ან ჯოჯოხეთისკენ».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ბოლო დროს გამოჩნდებიან მატყუარები, რომლებიც მოიტანენ ჰადისებს, რომლებიც არც თქვენ მოგისმენიათ და არც თქვენს მამებს. ერიდეთ მათ, რათა არ შეგიყვანონ ცდომილებაში და არ გაცდუნონ!»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ნუთუ არ მოგიყვეთ ამბავი დაჯჯალზე, რომლის მსგავსი არც ერთ შუამავალს არ უთქვამს თავისი ხალხისთვის? ნამდვილად, ის იქნება ცალთვალა და მას თან ექნება ბაღის (სამოთხის) და ჯოჯოხეთის მსგავსი რამ. რასაც ის სამოთხედ უწოდებს, სინამდვილეში იქნება ცეცხლი. მე გაფრთხილებთ მასზე, როგორც ნუჰმა (ნოემ) გააფრთხილა თავისი ხალხი»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვფიცავ მას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, ძალიან მალე ჩამოვა თქვენ შორის ძე მარიამისა სამართლიან მსაჯულად, ის დაამტვრევს ჯვარს, გაანადგურებს ღორებს და გააუქმებს ჯიზიას (არა-მუსლიმების გადასახადს), რის შემდეგაც სიმდიდრე იქნება ისეთი მრავალი, რომ არავინ აიღებს მას».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«მუსლიმი, როცა საფლავში დაიკითხება: ის ამოწმებს, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა და მუჰამმადი ალლაჰის მოციქულია», ამაზე ალლაჰმა თქვა: {განამტკიცებს ალლაჰი იმათ, ვინც ირწმუნა, მტკიცე სიტყვით ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც} [ იბრააჰიმ: 27]
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ალლაჰი ხელით დაიჭერს (მთელ) დედამიწას და თავის მარჯვენა ხელით შეჰკრავს ცას, შემდეგ იტყვის: მე ვარ მეფე! სად არიან ამქვეყნიური მეფეები?»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული