Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

6 of 841 cards

Clear filters
«დამტოვეთ, მანამდე სანამ მე თქვენ დაგტოვებთ. თქვენამდე მცხოვრებნი დაიღუპნენ თავიანთი ბევრი კითხვებითა და წინასწარმეტყველებთან დაპირისპირებით, ამიტომ, როცა რაღაცისგან აგიკრძალავთ, მოერიდეთ მას, ხოლო თუ რაღაცას გიბრძანებთ, შეასრულეთ ეს იმის მიხედვით, რამდენადაც შეძლებთ»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ყველაზე კარგი დღე, რომელზეც მზე ამოდის, არის პარასკევის დღე, ამ დღეს ალლაჰმა შექმნა ადამი, ამ დღესვე შეიყვანა ის სამოთხეში, ამ დღესვე გამოიყვანა იქიდან და განკითხვის დღის საათი არ დადგება, გარდა პარასკევის დღისა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჩემი უმმეთიდან ყველა შევა სამოთხეში, გარდა იმისა, ვინც უარყოს", შეეკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო, და ვინ უარყოფს? თქვა: «ვინც დამემორჩილა შევა სამოთხეში, ხოლო ვინც იურჩებს, მან უარყო».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«ვფიცავ იმას, ვის ხელშიც არის მუჰამმადის სული, ნებისმიერი იუდეველი ან ქრისტიანი, რომელიც გაიგონებს ჩემზე, მაგრამ შემდეგ გარდაიცვლება ისე, რომ არ იწამებს იმას, რისთვისაც მოვლინებული ვარ, ნამდვილად იქნება ცეცხლის მობინადრე».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ვფიცავ მას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, ძალიან მალე ჩამოვა თქვენ შორის ძე მარიამისა სამართლიან მსაჯულად, ის დაამტვრევს ჯვარს, გაანადგურებს ღორებს და გააუქმებს ჯიზიას (არა-მუსლიმების გადასახადს), რის შემდეგაც სიმდიდრე იქნება ისეთი მრავალი, რომ არავინ აიღებს მას».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«არ არის მოციქულთაგან არცერთი მოციქული, რომ მას სასწაული არ მისცემოდა, რითაც ირწმუნებდა ხალხი, და რაც მომეცა მე (ყველაზე დიდი სასწაული) ეს არის ზეგამოცხადება (ყურანი), რომელიც შთამეგონა ალლაჰისგან, და იმედი მაქვს, რომ აღდგომის დღეს ჩემი მიმდევართა რაოდენობა უფრო მეტი იქნება, ვიდრე რომელიმე მათგანის».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული