عربي - Arabic English Qafár af - Afar Afrikaans - Afrikanns Akan Shqip - Albanian አማርኛ - Amharic Հայերեն - Armenian অসমীয়া - Assamese Azərbaycanca - Azerbaijani Bamanankan - Bambara Bassa Bemba বাংলা - Bengali Bosanski - Bosnian Български - Bulgarian မြန်မာဘာသာ - Burmese Bisaya - Cebuano Cham Нохчий - Chechen chiCheŵa - Chewa 中文 - Chinese Адыгэбзэ - Circassian Hrvatski - Croatian Česky - Czech Dagbani Dansk - Danish فارسی دری - Dari Dendi ދިވެހި ބަސް - Dhivehi Nederlands - Dutch إستوني - Estonian Suomi - Finnish Français - French Fulfulde - Fula ქართული - Georgian Deutsch - German Ελληνικά - Greek ગુજરાતી - Gujrati Kreyòl ayisyen - Haitian Creole Hausa हिन्दी - Hindi Magyar - Hungarian Igbo Indonesia - Indonesian Italiano - Italian 日本語 - Japanese Jóola - Jola ಕನ್ನಡ - Kannada Қазақша - Kazakh ភាសាខ្មែរ - Khmer Kikuyu Ikinyarwanda - Kinyarwanda Ikirundi - Kirundi 한국어 - Korean كوردی سۆرانی - kurdish كوردي kurmancî - Kurmanji Kyrgyz ລາວ - Lao latviešu - Latvian Lingala lietuvių - Lithuanian Luganda Македонски - Macedonian Maguindanaon Malagasy - Malagasy Bahasa Melayu - Malay മലയാളം - Malayalam Mandinka मराठी - Marathi Mõõré - Moore नेपाली - Nepali أنكو - NKo Norwegian ଓଡ଼ିଆ - Odia oromoo - Oromo پښتو - Pashto فارسی - Persian Polski - Polish Portuguese ਪੰਜਾਬੀ - Punjabi Română - Romanian Русский - Russian Српски - Serbian Shona සිංහල - Sinhala Slovenščina - Slovenian Soomaaliga - Somali Soninke Sesotho - Sotho Español - Spanish Kiswahili - Swahili Svenska - Swedish Tagalog Тоҷикӣ - Tajik தமிழ் - Tamil తెలుగు - Telugu ไทย - Thai ትግረኛ - Tigrinya Türkçe - Turkish Ukrainian اردو - Urdu ئۇيغۇرچە - Uyghur Ўзбек - Uzbek Việt Nam - Vietnamese Wolof Yao Yorùbá - Yoruba Zarma زولو - Zulu
841 Hadiths
Encyclopedia of Prophetic Hadiths
Categories
Grading
Narrated in
Narrator
Show all narrators (13)
«ჩემი უმმეთიდან ყველა შევა სამოთხეში, გარდა იმისა, ვინც უარყოს", შეეკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო, და ვინ უარყოფს? თქვა: «ვინც დამემორჩილა შევა სამოთხეში, ხოლო ვინც იურჩებს, მან უარყო».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
ალლაჰის შუამავალზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამოცხადება დაიწყო მაშინ, როცა ის იყო ორმოცი წლის. მან მექაში დაჰყო ცამეტი წელი, შემდეგ კი მიიღო ბრძანება ჰიჯრაზე (მექქადან გადასახლებაზე), და ის გადასახლდა მედინაში. მედინაში დარჩა ათი წლის განმავლობაში, შემდეგ კი გარდაიცვალა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას).
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«მე მომეცა ხუთი რამ, რაც არავის არ მიეცა ჩემამდე:
მომეცა გამარჯვება მტრების გულებში შიშის დანერგით ერთი თვის სავალ მანძილზე, ჩემთვის დედამიწა იქცა მეჩეთად და განწმენდის საშუალებად, ჩემი თემის რომელიმე კაციც მიუსწრებს ლოცვას დაე ილოცოს, ჩემთვის ნებადართული გახდა ნადავლის აღება, რაც არავისთვის ყოფილა ნებადართული ჩემს წინ, მომეცა შუამდგომლობა,
შუამავლები იგზავნებოდნენ კონკრეტულად თავიანთი ხალხისთვის, მე კი წარმოვიგზავნე მთლიანი კაცობრიობისთვის».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვფიცავ იმას, ვის ხელშიც არის მუჰამმადის სული, ნებისმიერი იუდეველი ან ქრისტიანი, რომელიც გაიგონებს ჩემზე, მაგრამ შემდეგ გარდაიცვლება ისე, რომ არ იწამებს იმას, რისთვისაც მოვლინებული ვარ, ნამდვილად იქნება ცეცხლის მობინადრე».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ისლამი დაფუძნებულ იქნა ხუთ საფუძველზე: დამოწმება იმისა, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მსახური და შუამავალია, ხუთჯერადი ლოცვა, ზაქათის გადახდა, ჰაჯობის შესრულება ქააბაში და მარხვა რამადანის თვეში».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ და მუსლიმმა.
«ვფიცავ მას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, ძალიან მალე ჩამოვა თქვენ შორის ძე მარიამისა სამართლიან მსაჯულად, ის დაამტვრევს ჯვარს, გაანადგურებს ღორებს და გააუქმებს ჯიზიას (არა-მუსლიმების გადასახადს), რის შემდეგაც სიმდიდრე იქნება ისეთი მრავალი, რომ არავინ აიღებს მას».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«მოერიდეთ იმას, რაც აგიკრძალეთ, ხოლო რაც გიბრძანეთ შეასრულეთ ის, რამდენადაც შეგიძლიათ, ჭეშმარიტად, თქვენამდე მცხოვრებნი დაღუპა მათმა ზედმეტმა კითხვებმა და მათმა დაპირისპირებამ თავიანთ შუამავლებთან».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ და მუსლიმმა.
«არ არის მოციქულთაგან არცერთი მოციქული, რომ მას სასწაული არ მისცემოდა, რითაც ირწმუნებდა ხალხი, და რაც მომეცა მე (ყველაზე დიდი სასწაული) ეს არის ზეგამოცხადება (ყურანი), რომელიც შთამეგონა ალლაჰისგან, და იმედი მაქვს, რომ აღდგომის დღეს ჩემი მიმდევართა რაოდენობა უფრო მეტი იქნება, ვიდრე რომელიმე მათგანის».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული