Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

18 of 841 cards

Clear filters
«ბოლო ჟამს გამოჩნდება ხალხი - ახალგაზრდები ასაკით და გონებით შეზღუდულნი, ისინი იტყვიან ყველაზე ლამაზ სიტყვებს, რაც კი ქმნილებებს უთქვამთ, მაგრამ მათი რწმენა არ გასცდება ყელს. ისინი ისლამიდან ისე სწრაფად გამოვლენ, როგორც ისარი მიისწრაფის სამიზნისკენ. სადაც არ უნდა შეხვდეთ მათ — მოკალით ისინი, რადგან მათი მოკვლა მოუტანს ჯილდოს იმას, ვინც ამას შეასრულებს, აღდგომის დღეს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«დამტოვეთ, მანამდე სანამ მე თქვენ დაგტოვებთ. თქვენამდე მცხოვრებნი დაიღუპნენ თავიანთი ბევრი კითხვებითა და წინასწარმეტყველებთან დაპირისპირებით, ამიტომ, როცა რაღაცისგან აგიკრძალავთ, მოერიდეთ მას, ხოლო თუ რაღაცას გიბრძანებთ, შეასრულეთ ეს იმის მიხედვით, რამდენადაც შეძლებთ»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ყველაზე კარგი დღე, რომელზეც მზე ამოდის, არის პარასკევის დღე, ამ დღეს ალლაჰმა შექმნა ადამი, ამ დღესვე შეიყვანა ის სამოთხეში, ამ დღესვე გამოიყვანა იქიდან და განკითხვის დღის საათი არ დადგება, გარდა პარასკევის დღისა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«მე ვწერდი ყველაფერს, რასაც ალლაჰის შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვისმენდი, რათა დამემახსოვრებინა. ყურეიშელებმა გამაჩერეს და მითხრეს: "ნუთუ ყველაფერს წერ, რასაც მოციქულისგან ისმენ? მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ადამიანია, რომელიც ლაპარაკობს როგორც რისხვის, ისე კმაყოფილების დროს". ამის შემდეგ მე შევწყვიტე წერა. ეს ამბავი მოვახსენე მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), და მან თითით მიუთითა თავის პირზე და თქვა: «წერე! ვფიცავ იმას, ვის ხელშიც ჩემი სულია, აქედან არაფერი გამოდის, გარდა ჭეშმარიტებისა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც მათ რამეს უბრძანებდა, უბრძანებდა იმ საქმეებს რომელიც მათ შეეძლოთ, და ამბობდნენ: ჩვენ შენი მსგავსი არ ვართ, ო, ალლაჰის შუამავალო, ჭეშმარიტად, ალლაჰმა მოგიტევა შენ წარსულში ჩადენილი ცოდვები და მომავალში არსებული, შუამავალი ბრაზდებოდა ისე, რომ შემდეგ სიბრაზე ემჩნეოდა სახეზე, და ამბობდა: «ჭეშმარიტად, თქვენს შორის ყველაზე ღვთისმოშიში და ყველაზე მეტად ალლაჰის მცოდნე მე ვარ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«მე ჩავედი ბანუ ‘ამირის დელეგაციასთან ერთად ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ჩვენ ვუთხარით: "შენ ჩვენი ბატონი ხარ". მან თქვა: «ბატონი არის ალლაჰი». ჩვენ ვუთხარით: "შენ ხარ ჩვენ შორის საუკეთესო და ყველაზე პატივსაცემი". მაშინ მან თქვა: «თქვით ის, რასაც ჩვეულებრივ ამბობთ, ან თქვით ნაწილი იმისა, რასაც ჩვეულებრივ ამბობთ, მაგრამ [არ გადააჭარბოთ და] ნუ მისცემთ შაიტანს შესაძლებლობას, რომ შეგიტყუოთ!»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა და აჰმადმა
«ისლამი დაფუძნებულ იქნა ხუთ საფუძველზე: დამოწმება იმისა, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მსახური და შუამავალია, ხუთჯერადი ლოცვა, ზაქათის გადახდა, ჰაჯობის შესრულება ქააბაში და მარხვა რამადანის თვეში».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«განა შესაძლებელია, რომ კაცს, რომელსაც ჩემს შესახებ ამცნობენ ჰადისს, წამოწოლილი იყოს თავის დივანზე და თქვას: "ჩვენს შორის და თქვენ შორის ალლაჰის წიგნია, რასაც მასში ჰალალად (ნებადართულად) ვპოულობთ, ნებადართულად მივიჩნევთ, ხოლო რასაც მასში ჰარამად (აკრძალულად) ვპოულობთ, აკრძალულად მივიჩნევთ". ჭეშმარიტად ის, რაც მოციქულმა მუჰამმადმა ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას აკრძალა, ისეთივე აკრძალულია, როგორც ალლაჰმა აკრძალა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და იბნ მააჯამ