Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

1 of 841 cards

Clear filters
როდესაც აბუ ტაალიბს სიკვდილი მოახლოვდა, შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მასთან შევიდა. იმ დროს აბუ ტალიბთან იმყოფებოდნენ აბუ ჯაჰლი და აბდულლაჰ იბნ აბუ უმაია იბნ ალ-მუღირა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «ო, ბიძა! თქვი: ლაა ილააჰა ილლა ლლააჰ (არაა სხვა ღვთაება, გარდა ალლაჰისა) და ამ სიტყვების საფუძველზე ალლაჰის წინაშე შენს სასარგებლოდ დავამოწმებ». მაგრამ აბუ ჯაჰლმა და აბდულლაჰ იბნ აბუ უმაიამ უთხრეს: "ნუთუ შენ უარს იტყვი იმ რელიგიაზე, რომელსაც აბდულმუტალიბი მისდევდა?" მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იმეორებდა თავის სიტყვებს, ხოლო ისინი თავისას იმეორებდნენ, სანამ აბუ ტალიბმა სიკვდილის წინ არ თქვა: "[მე ვრჩები] აბდულმუტალიბის რელიგიაზე". მან უარი თქვა ეთქვა: „ლაა ილააჰა ილლა ლლააჰ“ (არაა სხვა ღვთაება, გარდა ალლაჰისა). მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «ვფიცავ ალლაჰს! მე შენთვის მიტევებას ვთხოვ ალლაჰს, სანამ ალლაჰი არ ამიკრძალავს». ამის შემდეგ ალლაჰმა გარდმოავლინა აიათი: {მოციქულს და მორწმუნეებს არ შეშვენით მიტევების თხოვნა მრავალღმერთიანებისთვის, თუნდაც ისინი მათი ნათესავები იყვნენ…} (ათ-თაუბა: 113). ასევე ალლაჰმა გარდმოავლინა აიათი, რომელიც აბუ ტალიბს შეეხებოდა: {ნამდვილად, შენ ვერ დააყენებ სწორ გზაზე მათ, ვისაც შეიყვარებ. მხოლოდ ალლაჰი დააყენებს სწორ გზაზე მათ, ვისაც ის ისურვებს. მან უკეთ იცის ისინი, ვინც მიჰყვება სწორ გზას} (ალ-ყასას: 56).
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული