Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

3 of 841 cards

Clear filters
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიმართა ანსარებიდან ქალს მისი სახელით, რომელზეც იბნ აბბასმა თქვა: დამავიწყდა მისი სახელი: «რამ შეგიშალა ხელი, რომ შეასრულო ჰაჯობა ჩვენთან ერთად?» ქალმა უპასუხა: "ჩვენ მხოლოდ ორი აქლემი გვყავდა და ამათგან ერთით ჰაჯობა შეასრულა ბავშვის მამამ და მისმა ვაჟმა, ხოლო მეორე აქლემი ჩვენ დაგვიტოვა, რომლითაც წყალს ვეზიდებოდით". უთხრა: «როცა რამადანი დადგება, შეასრულე უმრა, რადგან უმრა მასში ჰაჯობის ტოლია».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
"ო, ალლაჰის შუამავალო, ალლაჰის გზაზე ბრძოლას ვხედავთ საუკეთესო ქმედებად, ნუთუ არ ვიბრძოლებთ ალლაჰის გზაზე? უპასუხა: «არა, [თქვენთვის] საუკეთესო ჯიჰადი სრულყოფილი ჰაჯობაა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«ვინც ალლაჰისთვის შეასრულა ჰაჯობა, არ ჩაიდინა არანაირი უზნეობა და ცოდვა, დაბრუნდება ისეთივე [სუფთა ცოდვებისგან], როგორიც იყო იმ დღეს, როდესაც თავისმა დედამ შვა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული