Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

5 of 841 cards

Clear filters
«ვინც იმარხა რამადანი რწმენით და საზღაურის იმედით, ეპატიება მას მის წინ ჩადენილი ყველა ცოდვა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჭეშმარიტად, სამოთხეში არის კარიბჭე, რომელსაც არ-რაიან ჰქვია. აღდგომის დღეს მასში შევლენ მარხულები, და არავინ შევა მასში მათ გარდა. გამოეცხადებათ: 'სად არიან მარხულები?' და ისინი წამოდგებიან. და არავინ შევა მასში მათ გარდა. როცა ისინი შევლენ, ის დაიკეტება და უკვე აღარავინ შევა მასში».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ალლაჰმა თქვა: ყოველი საქმე ადამის შვილს ეკუთვნის, გარდა მარხვისა, რადგან მარხვა ჩემთვისაა და მე ვაჯილდოვებ მას, მარხვა ფარია, და როცა რომელიმე თქვენგანის მარხვის დღე დგება, ნუ ჩაიდენს უწმაწურს და ნუ იყვირებს, თუ ვინმე მას შეურაცხყობს ან ებრძვის, თქვას: 'მე მარხვაში ვარ.' ვფიცავ იმას, ვის ხელშიცაა მუჰამმადის სული, მარხულის პირიდან გამომავალი სუნი ალლაჰისთვის უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მისქის სურნელი. მარხულისთვის არის ორი სიხარული: როცა(საღამოს) მარხვას რჩება და ჭამს — უხარია, და როცა შეხვდება თავის უფალს — გაიხარებს თავისი მარხვით».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«თქვენგან ვისაც შეუძლია ოჯახის რჩენა, დაე დაქორწინდეს, რადგან ჭეშმარიტად, ეს ეხმარება თვალების დაბლა დაშვებაში (აკრძალულისგან თავის არიდებაში) და სქესობრივი ორგანოების დაცვაში აკრძალულისგან. ხოლო ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს, დაე იმარხულოს, რადგან ჭეშმარიტად, მარხვა იქნება მისთვის [ცდუნებისგან დაცვის მსგავსად] დაცვა»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«როცა მოვა რამადანი, გაიღება სამოთხის კარიბჭეები, დაიხურება ჯოჯოხეთის კარიბჭეები და სატანები შებოჭილნი იქნებიან».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული