Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

8 of 841 cards

Clear filters
«ყოველდღე, როდესაც ალლაჰის მონები დილას იღვიძებენ, მათთან გარდაუვლად ჩამოდის ორი ანგელოზი. ერთი მათგანი ამბობს: ‘ო ალლაჰ, მიეცი კეთილი საზღაური მას, ვინც ხარჯავს [შენთვის]!’ ხოლო მეორე ამბობს: ‘ო ალლაჰ, გაუგზავნე დაღუპვა მას, ვინც ძუნწობს!»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვადა მშვიდობა მას) მიმბარზე ყოფნისას ახსენა სადაყა, თავმდაბლობა და მოთხოვნა და თქვა: «ზედა ხელი უკეთესია ქვედა ხელზე, ზედა ხელი – ეს არის ის, ვინც გასცემს, ხოლო ქვედა ხელი – ის, ვინც ითხოვს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«თქვენ შორის არ იქნება არცერთი, ვისთანაც მისი უფალი არ ისაუბრებს შუამავლის გარეშე. ადამიანი მარჯვნივ გაიხედავს და ვერაფერს დაინახავს, გარდა თავისი საქმეებისა, შემდეგ მარცხნივ გაიხედავს და კვლავ ვერაფერს დაინახავს, გარდა თავისი საქმეებისა, შემდეგ წინ გაიხედავს და მის წინ ვერაფერს დაინახავს, გარდა ცეცხლისა... ასე რომ, დაიცავით თავი ცეცხლისგან, თუნდაც ნახევარი ფინიკის გაღებით!»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«დინარი, რომელიც დახარჯე ალლაჰის გზაზე, დინარი, რომელიც დახარჯე მონის გათავისუფლებაზე, დინარი, რომელიც გაიღე გლახაკისთვის, და დინარი, რომელიც დახარჯე შენს ოჯახზე – ყველაზე დიდი ჯილდო აქვს იმ დინარს, რომელიც შენს ოჯახზე დახარჯე».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ალლაჰმა თქვა: გაეცი ჰეი, ადამის შვილო! და მე გავცემ შენზე!»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჩემთან ქალი მოვიდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად და დახმარება მთხოვა. ჩემს სახლში მხოლოდ ერთი ფინიკი იყო, ამიტომ ის მივეცი. ქალმა ფინიკი თავის ორ შვილს გაუყო, შემდეგ კი ადგა და წავიდა, ამის შემდეგ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შემოვიდა და მე ეს ამბავი მოვუყევი. მაშინ მან თქვა: «ვისაც ეს გოგონები ჰყავს და კარგად მოექცევა მათ, ისინი მისთვის ჯოჯოხეთისგან საფარი გახდებიან».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«მოწყალება (სადაყა) არაფრით ამცირებს სიმდიდრეს. ალლაჰი თავის მონას, რომელიც პატიობს სხვებს, არაფერს უმატებს, გარდა დიდებისა, და ვინც ალლაჰისთვის თავმდაბლობას გამოიჩენს, ალლაჰი მას აუცილებლად აამაღლებს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«მოციქულის მიმდევართაგან ზოგიერთნი მივიდნენ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და უთხრეს: ო, ალლაჰის შუამავალო! ჩვენგან მდიდარი ხალხი ძალიან წინ წავიდა მადლის კეთებით, ლოცულობენ ისე, როგორც ჩვენ ვლოცულობთ, მარხულობენ ისე, როგორც ჩვენ ვმარხულობთ, და გასცემენ მოწყალებას მათი დაგროვილი ქონებიდან. მან თქვა: «ნუთუ ალლაჰს თქვენთვის არ დაუდგენია, რითაც მოწყალებას გაიღებთ? ჭეშმარიტად, ყველა თასბიჰი (სუბჰანალლაჰ) სადაყაა, ყველა თაქბირი (ალლაჰუ აქბარ) სადაყაა, ყველა თაჰმიდი (ალჰამდულილლაჰ) სადაყაა, ყველა თაჰლილი (ლა ილაჰა ილლა ალლაჰ) სადაყაა, სიკეთის მოწოდება სადაყაა, ბოროტების აკრძალვა სადაყაა, და რომელიმე თქვენგანს ცოლთან ურთიერთობა თუ ექნება ესეც სადაყაა». მათ იკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო, ალლაჰის მოციქულო! თუ რომელიმე ჩვენგანი თავის ვნებას (ცოლთან ურთიერთობით) დააკმაყოფილებს, მას მაგისთვის მადლი დაეწერება? მან თქვა: «როგორ ფიქრობთ, თუ ამ ვნებებს ჰარამი გზით დაიკმაყოფილებს, მას ცოდვა არ დაეწერება? სწორედ ასეთივეა, თუ ამ ვნებებს ის ჰალალი გზით დაიკმაყოფილებს, ის მიიღებს ამისთვის მადლს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა