عربي - Arabic English Qafár af - Afar Afrikaans - Afrikanns Akan Shqip - Albanian አማርኛ - Amharic Հայերեն - Armenian অসমীয়া - Assamese Azərbaycanca - Azerbaijani Bamanankan - Bambara Bassa Bemba বাংলা - Bengali Bosanski - Bosnian Български - Bulgarian မြန်မာဘာသာ - Burmese Bisaya - Cebuano Cham Нохчий - Chechen chiCheŵa - Chewa 中文 - Chinese Адыгэбзэ - Circassian Hrvatski - Croatian Česky - Czech Dagbani Dansk - Danish فارسی دری - Dari Dendi ދިވެހި ބަސް - Dhivehi Nederlands - Dutch إستوني - Estonian Suomi - Finnish Fon Français - French Fulfulde - Fula ქართული - Georgian Deutsch - German Ελληνικά - Greek ગુજરાતી - Gujrati Kreyòl ayisyen - Haitian Creole Hausa हिन्दी - Hindi Magyar - Hungarian Igbo Indonesia - Indonesian Italiano - Italian 日本語 - Japanese Jóola - Jola ಕನ್ನಡ - Kannada Қазақша - Kazakh ភាសាខ្មែរ - Khmer Kikuyu Ikinyarwanda - Kinyarwanda Ikirundi - Kirundi 한국어 - Korean كوردی سۆرانی - kurdish كوردي kurmancî - Kurmanji Kyrgyz ລາວ - Lao latviešu - Latvian Lingala lietuvių - Lithuanian Luganda Македонски - Macedonian Maguindanaon Malagasy - Malagasy Bahasa Melayu - Malay മലയാളം - Malayalam Mandinka मराठी - Marathi Mõõré - Moore नेपाली - Nepali أنكو - NKo Norwegian ଓଡ଼ିଆ - Odia oromoo - Oromo پښتو - Pashto فارسی - Persian Polski - Polish Portuguese ਪੰਜਾਬੀ - Punjabi Română - Romanian Русский - Russian Српски - Serbian Shona සිංහල - Sinhala Slovenščina - Slovenian Soomaaliga - Somali Soninke Sesotho - Sotho Español - Spanish Kiswahili - Swahili Svenska - Swedish Tagalog Тоҷикӣ - Tajik தமிழ் - Tamil తెలుగు - Telugu ไทย - Thai ትግረኛ - Tigrinya Türkçe - Turkish Türkmen - Turkmen Ukrainian اردو - Urdu ئۇيغۇرچە - Uyghur Ўзбек - Uzbek Việt Nam - Vietnamese Wolof Yao Yorùbá - Yoruba Zarma زولو - Zulu
841 Hadiths
Encyclopedia of Prophetic Hadiths
التصنيف الشرعي
Grading
Narrated in
Narrator
Show all narrators (41)
«სიკეთე: არის კარგი ზნეობა. ცოდვა არის ის, რაზეც შენი სული ორჭოფობს, რის გამოც დამძიმებულია და რასაც არ ისურვებდი, რომ ხალხმა გაიგოს».
სანდო (საჰიჰ) პირველი ჰადისი: გადმოცემულია მუსლიმის მიერ, და მეორე ჰადისი: გადმოცემულია აჰმადისა და ად-დაარიმის მიერ.
التصنيف الشرعيالأخلاق الحميدة، الأربعون النووية، أعمال القلوب
«ვინც მოუხსნის მორწმუნეს სირთულეს ამქვეყნიური სირთულეებიდან, ალლაჰი მას მოუხსნის სირთულეს განკითხვის დღის სირთულეებიდან, ვინც გაუადვილებს სირთულეში მყოფს, ალლაჰი გაუადვილებს მას ამქვეყნად და იმქვეყნად, ვინც დაფარავს მუსლიმს ალლაჰი დაფარავს მას ამქვეყნად და იმქვეყნად, ალლაჰი დაეხმარება თავის მსახურს, სანამ ეს მსახური თავის ძმას ეხმარება, ვინც დაადგება გზას ცოდნის მისაღებად, ალლაჰი მას ამით გაუადვილებს გზას სამოთხისკენ, როდესაც შეიკრიბება საზოგადოება რომელიმე სახლში ალლაჰის სახლებიდან, კითხულობენ ალლაჰის წიგნს და ასწავლიან ერთი მეორეს, მათზე გარდმოევლინება სიმშვიდე, მათ გარემოიცავს წყალობა, გარს შემოეხვევიან ანგელოზები, და ალლაჰი მათ ახსენებს მასთან მყოფებთან, ვისაც მისი საქმენი შეაყოვნებს, მას წინ ვერ წასწევს მისი წარმომავლობა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيفضل العلم، الأربعون النووية
«მშიერი ქალი, რომელსაც ორი პატარა ქალიშვილი ჰყავდა, ჩვენთან მოვიდა. მე მას სამი ფინიკი მივეცი. მან თითო ფინიკი თავის გოგონებს მისცა, ხოლო მესამე თავისთვის დაიტოვა. როდესაც იგი ამ უკანასკნელს ჭამას აპირებდა, გოგონებმა ისიც ითხოვეს. მაშინ ქალმა ის ორ ნაწილად გაყო და თავის შვილებს გაუნაწილა, მე მისი ქცევა ძალიან მომეწონა და ეს ამბავი შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვუამბე. მან კი თქვა: «ამ ქალის ამგვარი გულმოწყალების გამო, ალლაჰმა მას დაავალდებულა სამოთხე, ან მისი წყალობით ჯოჯოხეთისგან გაათავისუფლა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيفضائل الأعمال الصالحة
«უეჭველად, ეშმაკი სასოწარკვეთილია იმით, რომ არაბეთის ნახევარკუნძულზე მლოცველები მას თაყვანს სცემდნენ. თუმცა, ის შეეცდება მათ შორის შუღლი ჩამოაგდოს და ურთიერთობა გააფუჭოს»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيالأخلاق الذميمة
«ო, ალლაჰ, იყავი მკაცრი იმასთან, ვინც მიიღებს რაიმე ძალაუფლებას ჩემი თემის (უმმის) წევრებზე და იქნება მკაცრი მათ მიმართ, და იყავი კეთილი იმასთან, ვინც მიიღებს რაიმე ძალაუფლებას ჩემი თემის წევრებზე და გამოიჩენს სიკეთეს მათ მიმართ!»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيالأخلاق الحميدة، حقوق الرعية على الإمامموضوعات الحديثالرحمة، الظلم، الإحسان إلى الخلق، أحكام الإمامة
«ვინც იზრუნა ორ გოგონაზე, სანამ ისინი სრულწლოვანებას მიაღწევენ, აღდგომის დღეს მე და ის ერთად ვიქნებით», — და მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შეკრა თავისი თითები, რათა ხაზი გაესვა სიახლოვისთვის.
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيفضائل الأعمال الصالحة
«არ მიესალმოთ ებრაელებსა და ქრისტიანებს პირველებმა. თუ მათგან ვინმეს შეხვდებით გზაზე, აიძულეთ, რომ გაიაროს გზის ყველაზე ვიწრო ნაწილზე».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيآداب السلام والاستئذان
"ერთხელ იგი მივიდა მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და უთხრა: "ო, ალლაჰის მოციქულო, ეშმაკი მიშლის ხელს ლოცვაში და ყურანის კითხვაში, რადგან ჩემს გონებას აბნევს". მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «ეს არის ეშმაკი, სახელად ხინზაბ. როცა მის არსებობას იგრძნობ, მიმართე ალლაჰს მის წინააღმდეგ დაცვისთვის და სამჯერ გადააფურთხე მარცხნივ». 'უსმანმა თქვა:
"ასე მოვიქეცი და ალლაჰმა ის ეშმაკი ჩემგან მოაშორა".
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيفضل الذكر، الأذكار للأمور العارضة، صفة الصلاة، أذكار الصلاة، الإيمان بالقضاء والقدر، الجنموضوعات الحديثالذِّكْر، صفة الصلاة، مكروهات الصلاة