Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

123 of 841 cards

Clear filters

Narrator

Show all narrators (54)
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავისი ყოვლისშემძლე და დიდებული უფლისგან გადმოსცა შემდეგი: «ერთი ალლაჰის მონა ჩაიდენდა ცოდვას და [გულწრფელად მოინანიებდა] ამბობდა: "ო, ალლაჰ, მაპატიე ჩემი ცოდვა!" ყოვლადმაღალი ალლაჰი იტყოდა: „ჩემმა მონამ ჩაიდინა ცოდვა, მაგრამ იცის, რომ მას ჰყავს უფალი, რომელიც პატიობს ცოდვებს და სჯის მათ გამო!" შემდეგ ის ისევ ჩაიდენდა ცოდვას და [გულწრფელად მოინანიებდა] "ო, უფალო, მაპატიე ჩემი ცოდვა!" და ალლაჰი კვლავ ამბობდა: „ჩემმა მონამ ისევ ჩაიდინა ცოდვა, მაგრამ მან იცის, რომ მას ჰყავს უფალი, რომელიც პატიობს და სჯის ცოდვებისთვის!" შემდეგ ის ისევ ჩაიდენდა ცოდვას და [გულწრფელად მოინანიებდა] კვლავ იტყოდა: "ო, უფალო, მაპატიე ჩემი ცოდვა!" და ალლაჰი ისევ ამბობდა: „ჩემმა მონამ ისევ ჩაიდინა ცოდვა, მაგრამ მან იცის, რომ მას ჰყავს უფალი, რომელიც პატიობს და სჯის ცოდვებისთვის! მე ვაპატიე ჩემს მონას, დაე, აკეთოს რაც უნდა"».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ერიდეთ შვიდ დამღუპველ ცოდვას». ჰკითხეს: ო, ალლაჰის მოციქულო, და რომელია ისინი? მან თქვა: «ალლაჰზე თანაზიარის დადგენა, ჯადოქრობა, იმ სულის მოკვლა, რომლის სიცოცხლეც ალლაჰმა აკრძალა, გარდა იმისა, რაც ეხება სამართლის აღდგენას (შარიათით), მევახშეობა (რიბა), ობლის ქონების მიტაცება, ბრძოლის ველიდან გაქცევა და პატიოსანი, უდანაშაულო მორწმუნე ქალებზე მრუშობის დაბრალება».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«არ ირწმუნებს თქვენგან არავინ მანამ, სანამ არ ისურვებს თავისი ძმისთვის იმას, რაც სურს საკუთარი თავისთვის».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
"მე ვიჯექი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უკან ვირზე, სახელად უფეირი, და მან მითხრა: «ჰეი, მუაზ იცი თუ არა, რა არის ალლაჰის უფლება მისი მსახურების მიმართ და რა არის მსახურების უფლება ალლაჰის მიმართ?» მე ვუპასუხე „ალლაჰმა და მისი მოციქულმა უკეთ იციან, თქვა: «ალლაჰის უფლება მისი მსახურების მიმართ არის ის, რომ მას ემსახურონ და არაფერი დაუდგინონ თანამოზიარედ, ხოლო მსახურების უფლება ალლაჰის მიმართ არის ის, რომ ალლაჰი არ დასჯის მას, ვინც მას არაფერს უდგენს თანაზიარად». მუაზმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) უთხრა: «ო ალლაჰის მოციქულო, ნუთუ არ ვუმახარობლო მისით ხალხს? მან უპასუხა: «არ უთხრა მათ, რადგან შეიძლება მხოლოდ ამას დაეყრდნონ».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთხელ მიუახლოვდა თავის საჰაბათა ჯგუფს, რომლებიც შეკრებილნი იყვნენ და ჰკითხა მათ: «რატომ სხედხართ აქ?» მათ უპასუხეს: "ვზივართ, რომ ალლაჰი გავიხსენოთ და ვმადლობდეთ მას, რომ სწორ გზაზე დაგვაყენა და ისლამი გვიბოძა". მოციქულმა ჰკითხა: «ალლაჰის სახელით დაიფიცეთ, მართლა მხოლოდ ამისთვის სხედხართ?» მათ უპასუხეს: "ვფიცავთ ალლაჰს, მხოლოდ ამისთვის დავჯექით", მაშინ მოციქულმა უთხრა: «არ დაგაფიცეთ იმიტომ, რომ ეჭვი შემქონდეს თქვენში, არამედ ჯიბრილმა ჩემთან მოვიდა და მაცნობა, რომ დიდებული და უზენაესი ალლაჰი ამაყობს თქვენით ანგელოზების წინაშე».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«საუკეთესო დინარი, რომელსაც მამაკაცი ხარჯავს, არის დინარი, დახარჯული საკუთარი ოჯახის საჭიროებებზე, დინარი, დახარჯული მის საცხენოსნო ცხოველზე ალლაჰის გზაზე და დინარი, დახარჯული მის თანამგზავრებზე ალლაჰის გზაზე». აბუ ყილაბამ თქვა: "მან დაიწყო იმათგან, ვინც მამაკაცის მზრუნველობის ქვეშ იმყოფება". შემდეგ აბუ ყილაბამ დაამატა: "ვინ მიიღებს უფრო დიდ საზღაურს, ვიდრე ის, ვინც იხარჯება პატარებზე, რომელნიც თავისით ვერ უზრუნველყოფენ თავს, ასე რომ, ალლაჰი იცავს მათ აკრძალულ საჭიროებებისგან [ან მოაქვს მათთვის სიკეთე მისი მეშვეობით]"
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭეშმარიტად, სამართლიანები ისხდებიან სინათლის მინბარებზე ალლაჰის წინაშე, ყოვლადმოწყალე ალლაჰის მარჯვენა მხარეს, რომლის ორივე ხელიც არის მარჯვენა, და ისინი იქნებიან, ვინც სამართლიანობას იჩენდნენ თავიანთ სასამართლოებში, ოჯახებში და ყველასთან, ვინც მათ მფლობელობაში იყო».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭეშმარიტად, დიდებულ და უზენაეს ალლაჰს არ სძინავს, და არ შეშვენის მას ძილი. ის ამცირებს სასწორს და ამაღლებს მას. ღამის საქმე მასთან ამაღლდება დღის საქმეზე წინ, და დღის საქმე — ღამის საქმეზე წინ. მისი ფარდა არის სინათლე (ხოლო სხვა გადმოცემაში: ცეცხლი). და რომ მოეხსნა ეს ფარდა, მისი სახის ბრწყინვალება დაწვავდა ყველაფერს, სადამდეც მისი მზერა მისწვდებოდა მის ქმნილებათაგან».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა