Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

123 of 841 cards

Clear filters

Narrator

Show all narrators (54)
«ვინც ჩემგან ჰადისს გადმოსცემს, და იცის, რომ ეს [ჩემზე დადგმული] სიცრუეა, ის ერთ-ერთია მატყუართა შორის».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა თავის შესავალში
«ჭეშმარიტად ალლაჰმა დაავალა, რომ ყოველ საქმეში მოწყალება გამოიჩინოთ, ამიტომ თუ მოგიწევთ ვინმეს მოკვლა, აირჩიეთ მოწყალე (უმტკივნეულო) მეთოდი. ხოლო თუ ცხოველს დაკლავთ, გამოიჩინეთ მოწყალება დაკვლის დროსაც. თითოეულმა თქვენგანმა კარგად უნდა გალესოს თავისი დანა, რათა ცხოველს ტანჯვა არ მოეწიოს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«გინდათ, მიგითითოთ მასზე, რითაც ალლაჰი შლის ცოდვებს და ამაღლებს საფეხურებით?» მათ უპასუხეს: "დიახ, ო ალლაჰის შუამავალო". მან თქვა: «ეს არის მცირე განბანვის (ვუდუს) შესრულება სრულყოფილად, მიუხედავად სირთულეებისა, მრავალი ნაბიჯის გადადგმა მეჩეთებისკენ და შემდეგი ლოცვის მოლოდინი წინა ლოცვის შემდეგ. ეს არის თქვენთვის რიბატი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
„ჭეშმარიტად, განკითხვის დღის ნიშნებიდან ის არის, რომ ცოდნა გაქრება და გავრცელდება უმეცრება, გაიზრდება მრუშობა და ალკოჰოლის გამოყენება, შემცირდება კაცების რაოდენობა და გაიზრდება ქალების რაოდენობა ისე, რომ ორმოცდაათ ქალზე ერთი კაცი იქნება, რომელიც მათზე იზრუნებს."
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა ყაზაღი (თმის ნაწილობრივ შეჭრა).
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«არ შეგშურდეთ ერთმანეთის, ნუ გაზრდით ფასს ეშმაკობით (სხვების შეცდომაში შეყვანის მიზნით), ნუ შეიძულებთ და ნუ აქცევთ ზურგს ერთმანეთს. ნუ განახორციელებთ ვაჭრობას სხვის მიერ უკვე შეთანხმებულ ვაჭრობაზე. ალლაჰის მონებო, იყავით ძმები, მუსლიმი – მუსლიმის ძმაა, მას უსამართლოდ არ მოექცევა, არ დაამცირებს, არ მოატყუებს და არ შეურაცხყოფს. ღვთისმოშიშება აი აქაა», – და სამჯერ მიუთითა გულზე, «ადამიანისთვის საკმარისია ბოროტებად იგიც, რომ თავისი მუსლიმი ძმა დაამციროს. ყოველი მუსლიმის(ყოველი რამ) მუსლიმისთვის აკრძალულია: მისი სისხლი, ქონება და ღირსება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ვინც დღის განმავლობაში ასჯერ იტყვის: "არ არსებობს ღმერთი ალლაჰის გარდა, ის ერთადერთია, მას არ ჰყავს თანაზიარი, მას ეკუთვნის მეუფება და დიდება, და ის ყოვლისშემძლეა", ეს მისთვის იქნება ათი მონის განთავისუფლების ტოლფასი, მას ჩაეწერება ასი კეთილი საქმე. მისი ასი ცუდი საქმე წაიშლება, ის იმ დღეს დაცული იქნება ეშმაკისგან საღამომდე, და არავინ მოიტანს ამაზე უფრო კეთილ საქმეს, გარდა იმისა, ვინც ამაზე მეტჯერ იტყვის».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჭეშმარიტად ალლაჰმა შთამაგონა, რომ არ დაეყენინა ვინმეს თავი სხვაზე მაღლა და არ დაეჩაგრა სხვა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა