Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

123 of 841 cards

Clear filters

Narrator

Show all narrators (54)
«როცა მუსლიმი ან მორწმუნე მსახური ასრულებს მცირე განბანვას და თავის სახეს იბანს, მისი სახიდან წყლის წვეთებთან ერთად (ან უკანასკნელ წვეთთან ერთად) გამოდის ყველა ცოდვა, რომელიც მან თავისი თვალებით იხილა. როცა ხელებს იბანს, მისი ხელებიდან გამოდის ყველა ცოდვა, რომელიც მათ ჩაუდენიათ, წყლის წვეთებთან ერთად (ან უკანასკნელ წვეთთან ერთად). ხოლო როცა ფეხებს იბანს, მისი ფეხებიდან გამოდის ყველა ცოდვა, რომელზეც მათ გაუვლიათ, წყლის წვეთებთან ერთად (ან უკანასკნელ წვეთთან ერთად), სანამ სრულად განიწმინდება ცოდვებისგან».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭეშმარიტად ალლაჰი დასჯის იმ ადამიანებს, ვინც სხვებს აწამებს და მათ ტანჯვას აყენებს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭორიკანა არ შევა სამოთხეში».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ერთხელ ერთ-ერთი მგზავრობის დროს შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად ვიყავი და გადავწყვიტე მისთვის ფეხსაცმელი გამეხადა, მან კი თქვა: «შეეშვი, მე ისინი სისუფთავის დროს (აბდესის აღების შემდეგ) ჩავიცვი», და მათზე მასჰი გააკეთა (სველი ხელით მაღლიდან შეიწმინდა).
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჩემთან ქალი მოვიდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად და დახმარება მთხოვა. ჩემს სახლში მხოლოდ ერთი ფინიკი იყო, ამიტომ ის მივეცი. ქალმა ფინიკი თავის ორ შვილს გაუყო, შემდეგ კი ადგა და წავიდა, ამის შემდეგ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შემოვიდა და მე ეს ამბავი მოვუყევი. მაშინ მან თქვა: «ვისაც ეს გოგონები ჰყავს და კარგად მოექცევა მათ, ისინი მისთვის ჯოჯოხეთისგან საფარი გახდებიან».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«უფრთხილდით ეჭვს. ჭეშმარიტად ეჭვით საუბარი ყველაზე მატყუარა სიტყვებია, ერთმანეთის ნაკლი არ მოძებნოთ, ერთმანეთი არ დააბეზღოთ, ერთმანეთის არ შეგშურდეთ, ერთმანეთს ზურგი არ აქციოთ, ერთმანეთი არ შეიძულოთ, იყავით ალლაჰის მსახურნო, ძმები».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ჩვენ ვიყავით ერთ-ერთ ლაშქრობაში, მუჰაჯირთაგან ერთ-ერთმა დაარტყა ანსარს საჯდომზე დაარტყა, ანსარმა თქვა: შეეწიეთ ანსარს, მუჰაჯირმა თქვა: შეეწიეთ მუჰაჯირს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ეს გაიგო და იკითხა: «რა ხდება»? მას უთხრეს: ერთ-ერთმა მუჰაჯირმა ერთ-ერთ ანსარს საჯდომზე დაარტყა, და ანსარმა თქვა: შეეწიეთ ანსარს, მუჰაჯირმა კი თქვა: შეეწიეთ მუჰაჯირს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «შეეშვით ამ ყველაფერს, უთუოდ ეს ამაზრზენი რამეა». ჯაბირმა თქვა: როდესაც შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჩამოვიდა ანსარები ბევრნი იყვნენ, შემდეგ კი მუჰაჯირების რიცხვმა იმატა, აბდულლაჰ ბინ უბაიმ თქვა: ეს ყველაფერიც გააკეთეს, ვფიცავ ალლაჰს, როცა დავბრუნდებით მედინაში, დიდებულები გაყრიან იქიდან დამცირებულებს, უმარ ბინ ალ-ხატტაბმა თქვა: ო, ალლაჰის შუამავალო, ნება მომეცი კისერი წავაგდებინო ამ ორპირს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «დაანებე თავი, რომ ადამიანებმა საუბარი არ დაიწყონ მუჰამმედი თავის მიმდევრებს ხოცავსო».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«არეულობის დროს შესრულებული ღვთისმსახურება ჩემსკენ გაკეთებული ჰიჯრის მსგავსია».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა