Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

82 of 841 cards

Clear filters
«გამოიჩინეთ სიმართლე, რადგან ჭეშმარიტად, სიმართლე კეთილმოქმედებისკენ მიგიყვანთ, ხოლო კეთილმოქმედება სამოთხეში. ადამიანი სიმართლეს ამბობს და ისწრაფვის სიმართლისკენ მანამ, სანამ ალლაჰის წინაშე არ იქნება ჩაწერილი როგორც სიმართლის მთქმელი. შეიკავეთ თავი ტყუილისგან, რადგან ჭეშმარიტად, ტყუილი ცოდვებისკენ მიგიყვანთ, ხოლო ცოდვები ჯოჯოხეთის ცეცხლში. ადამიანი დაიწყებს ტყუილს და ისწრაფვის ტყუილისკენ, სანამ არ იქნება ჩაწერილი ალლაჰის წინაშე როგორც მატყუარა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«კარგი სიზმარი ალლაჰისგანაა, ხოლო კოშმარი შაიტნისგან. ამიტომ, თუ რომელიმე თქვენგანს დაესიზმრება კოშმარი, რომელიც შიშს იწვევს, მან უნდა გადააფურთხოს მარცხნივ და ილოცოს ალლაჰთან თავშესაფრისთვის მისი ბოროტებისგან, ამის შემდეგ ის ზიანს ვერ მიაყენებს მას».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ძლიერი ის კი არ არის, ვინც ბევრს ამარცხებს; ჭეშმარიტად, ძლიერი ის არის, ვინც საკუთარი თავის კონტროლს ახერხებს სიბრაზის დროს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორ სასაფლაოს ჩაუარა და თქვა: «ჭეშმარიტად, ორივე მათგანი ისჯება, და არ ისჯებიან დიდი ცოდვების გამო. ერთი მათგანი შარდს არ უფრთხილდებოდა (არ სუფთავდებოდა), ხოლო მეორე ჭორებს ავრცელებდა, შემდეგ აიღო პალმის ნედლი ფოთოლი და ორად გაყო და ჩაარჭო ყოველ სასაფლაოზე თითო, მას ჰკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო, რატომ გააკეთე ეს? მან თქვა: «იმედია, ამის გახმობამდე ცოტა შეუმსუბუქდებათ (ტანჯვა)».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც იტყვის დღეში ასჯერ: "სუბჰაანალლაჰი ვა ბიჰამდიჰი/ წმინდაა ალლაჰი და დიდება მას/, წაეშლება მას ცოდვები, თუნდაც რომ ზღვის ქაფის ტოლი იყოს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«მუსლიმი ქალისთვის არ არის ნებადართული გაემგზავროს ერთი ღამის სავალ მანძილზე, თუ მასთან ერთად არ არის მამაკაცი, რომელიც მისი მაჰრამია».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ფიცი ეხმარება საქონლის გაყიდვაში, მაგრამ ამცირებს მოგებას».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«თუ რომელიმე თქვენგანმა იხილა სიზმარი, რომელიც მას მოეწონა, მართლაც, ის ალლაჰისგანაა. ამიტომ მან უნდა განადიდოს ალლაჰი ამ სიზმრის გამო და მოუყვეს სხვებს ამის შესახებ. ხოლო თუ ნახა ისეთი სიზმარი, რომელიც არ მოეწონა, მაშინ, მართლაც, ეს შაიტნისგანაა. ამიტომ, მან უნდა შეევედროს ალლაჰს დაცვა მისი ბოროტებისგან,და არავის არ უნდა მოუყვეს, და მართლაც, ეს სიზმარი ვერ ავნებს მას».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ