Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

4 of 841 cards

Clear filters
«ო, ბილალ, მომიყევი საუკეთესო საქმეზე, რომელიც გააკეთე ისლამში, ჭეშმარიტად, მე გავიგონე შენი ფეხსაცმლის ხმა ჩემს წინ სამოთხეში», ბილალმა თქვა: მე არ გამიკეთებია ისეთი მნიშვნელოვანი საქმე, გარდა იმისა, როცა ავიღებ მცირე განბანვას დღისით თუ ღამით ნებისმიერ დროს, მე იმ განბანვით ვლოცულობ იმდენს, რამდენიც დაწერიალია ჩემზე, რომ ვილოცო».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
"შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დავიმახსოვრე ათი რაქაათი (მუხლი) ლოცვა: ორი მუხლი შუადღის ლოცვის წინ და ორი მის შემდეგ, ორი მუხლი სამხრობის ლოცვის შემდეგ სახლში, ორი მუხლი ღამის ლოცვის შემდეგ სახლში, ორი მუხლი დილის ლოცვის წინ. ეს იყო საათი, როცა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვერ შევდიოდი, მე მომიყვა ჰაფსამ, რომ როცა დილის ლოცვა მოვიდოდა და მუეზინი აზანს იკითხავდა ის (შუამავალი) ორ მუხლს ლოცულობდა". სხვა გადმოცემაში ნათქვამია: "შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) პარასკევის (ჯუმა) ლოცვის შემდეგ ორ მუხლს ლოცულობდა.
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებულია ყველა გადმოცემით
«ყოველ ორ აზანს შორის არის ლოცვა, ყოველ ორ აზანს შორის არის ლოცვა», და მესამედ დაამატა: «ვისაც სურს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«როცა რომელიმე თქვენგანი მეჩეთში შევა, მან უნდა შეასრულოს ორი რაქათის ლოცვა, სანამ დაჯდება».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული