Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

5 of 841 cards

Clear filters
«ადამიანმა არ უნდა აღასრულოს ლოცვა (ის სრულფასოვანი არ იქნება) არც მაშინ, როცა საჭმელი მოტანილია, და არც მაშინ, როდესაც ის იკავებს თავს დიდი ან მცირე საჭიროების დაკმაყოფილებისგან».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ვინც ლოცვას დაივიწყებს, უნდა შეასრულოს ის, როგორც კი გაიხსენებს, რადგან მას არ აქვს სხვა გამოსასყიდი, გარდა ამისა». {და ლოცვად დადექი ჩემს სახსენებლად} [ტაჰა: 14]
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«რას ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც ლოცვის დროს თვალებს ზეცისკენ აღაპყრობენ?!» – თქვა მან მკაცრი ტონით, ხოლო შემდეგ დაამატა: «მათ უნდა შეწყვიტონ ეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უეჭველად დაკარგავენ ხედვას!»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვას თაქბირით იწყებდა, შემდეგ კითხულობდა, "ალლჰამდუ ლილლაჰი რაბბილ 'აალამიინ", როდესაც რუქუ'ზე მიდიოდა თავს არც მაღლა წამოწევდა და არც დაბლა დახრიდა, არამედ მათ შორის აჩერებდა, როდესაც რუქუ'იდან თავს წამოწევდა და სწორდებოდა საჯდაზე არ მიდიოდა, სანამ არ გასწორდებოდა ფეხზემდგომი, როდესაც საჯდაზე თავს წამოწევდა მეორე საჯდაზე არ მიდიოდა, სანამ დამჯდარი არ გასწორდებოდა, ყოველი ორი რაქათის შემდეგ ათ-თაჰიათს კითხულობდა, ის მარცხენა ფეხს დააწვენდა და მარჯვენა ფეხს მაღლა დააყენებდა, ეშმაკის მსგავს დაჯდომას კრძალავდა, ასევე კრძალავდა, რომ მამაკაცს იდაყვები გაეშალა, როგორც მტაცებელი ცხოველი აკეთებს ამას, და ლოცვას სალამის მიცემით ასრულებდა.
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ყველაზე ცუდი ქურდი ხალხში ის არის, ვინც თავის ლოცვას იპარავს». ჰკითხეს: "როგორ იპარავს ლოცვას?" მან უპასუხა: «როცა არ ასრულებს სრულყოფილად რუქუ"ს და სჯუდს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა იბნ მააჯამ