Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

11 of 841 cards

Clear filters
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა ლოცვაში თაქბირს ამბობდა, მცირე ხნით ჩუმდებოდა, სანამ კითხვას დაიწყებდა. მე ვკითხე: "ო, ალლაჰის შუამავალო, მამაჩემი და დედაჩემი იყოს შენს სანაცვლოდ, რას ამბობ იმ დროს, თაქბირსა და კითხვას შორის რომ ჩუმდები?" მან უპასუხა: «ვამბობ: ო, ალლაჰ, დამაშორე მე ჩემს ცოდვებს ისე, როგორც დააშორე ერთმანეთის აღმოსავლეთი და დასავლეთი; ო ალლაჰ, გამწმინდე ჩემი ცოდვებისგან, როგორც თეთრი სამოსი იწმინდება ჭუჭყისგან; ო, ალლაჰ განმბანე ჩემი ცოდვებისგან თოვლით, წყლით და სეტყვით».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), როცა ლოცვას დაასრულებდა სამჯერ ითხოვდა მიტევებას (ასთა'აფირულლაჰ წარმოთქვამდა სამჯერ) თქვა: «ჩემო ღმერთო, შენ ხარ მშვიდობა და შენგანაა მშვიდობა, დიდებული ხარ ო, დიდებულო და უხვად ხელგაშლილო /ალლაჰუმმა ანთა ს-ალაამ, ვა-მინქა სალაამ, თაბაარაქთა ზალ-ჯალაალი ვალ-იქრაამ». ვალიდმა თქვა: მე ვუთხარი ავზა'ის: როგორია ისთიღფარი (მიტევების თხოვნა)? მან თქვა: უნდა თქვა: ასთღაფირულლაჰ, ასთღაფირულლაჰ (ღმერთო მომიტევე).
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«როდესაც შუამავალი (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) სწორდებოდა რუქუ'იდან ამბობდა: «შეისმინა ალლაჰმა იმის, ვინც ის განადიდა, ო, ალლაჰო, ჩვენო უფალო, შენ გეკუთვნის ქება, რომელიც ავსებს ცას, დედამიწას და ყველაფერს, რაც შენ ისურვე ამის შემდეგ» / სამი'ა ლლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ, ალლაჰუმმა რაბბანაა ლაქალ ჰამდ, მილ'ა სსამაავაათი ვა მილ'ალ არდი, ვა მილ'ა მაა ში'თა მინ შაი'ინ ბა'დუ/.
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ვინც ყოველი ლოცვის შემდეგ ალლაჰს განადიდებს და წარმოთქვამს სუბჰაან ალლაჰ 33-ჯერ, ალლაჰს შეაქებს და წარმოთქვამს ალჰამდულილლაჰ 33-ჯერ, და ალლაჰს განადიდებს და წარმოთქვამს ალლაჰუ აქბარ 33-ჯერ, რაც ჯამში 99 გამოდის, და შემდეგ დაამატებს: ლაა ილაჰა ილლა ალლაჰუ ვაჰდაჰუ ლაა შარიიქალაჰ ლაჰულ მულქუ ვალაჰულ ჰამდუ ვაჰუვა 'ალაა ქულლი შაინ ყადირ (არ არსებობს ღმერთი ალლაჰის გარდა, ის ერთადერთია, მას არ ჰყავს თანამოზიარე, მას ეკუთვნის მეუფება და დიდება, და მას ყველაფრის ძალა აქვს), მის ცოდვებს ალლაჰი მიუტევებს, თუნდაც ისინი ზღვის ქაფივით ბევრი იყოს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
იბნ ზუბაირ ყოველ ლოცვაზე სალამის მიცემის შემდეგ ამბობდა: «არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი, მისია მეუფება, მას ეკუთვნის ქება-დიდება და მას ყველაფერზე ძალა შესწევს, არ არსებობს ძალა და ძლევამოსილება გარდა ალლაჰისა, არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, ჩვენ არავის ვეთაყვანებით გარდა მისა, მას ეკუთვნის წყალობა და მადლი, მას ეკუთვნის საუკეთესო ქება, არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, მისია წრფელი რელიგია, თუნდაც არ მოსწონდეთ ურწმუნოებს» /ლაა ილააჰა ილლა ლაჰ, ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ, ლაჰულ მულქუ, ვა ლაჰულ ჰამდუ, ვა ჰუვა 'ალაა ქულლი შაიინ ყადიირ, ლაა ჰავლა ვა ლაა ყუვვათა ილლა ბილლაჰ, ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ, ვა ლაა ნა'ბუდუ ილლაა იააჰ, ლაჰუნნი''მათუ, ვა ლაჰულ ფადლუ, ვა ლაჰუ სანააულ ჰასანუ, ლაა ილააჰა ილლა ლააჰ, მუხლისიინა ლაჰუ დდინა ვა ლავ ქარიჰალ ქააფირიინ/. თქვა: «ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მსგავსად კითხულობდა ყოველი ლოცვის შემდეგ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«როდესაც გარდმოევლინა ალლაჰის სიტყვები: {როცა ალლაჰის შეწევნა და გამარჯვება იქნა მოსული} [ან-ნასრ: 1] ამის შემდეგ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველი ლოცვის დროს ამბობდა: «დიდებული ხარ შენ ჩვენო ღმერთო, ქება-დიდება შენ ჩემო ღმერთო, მომიტევე მე».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ერთ ღამეს, როცა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ იყო თავის საწოლზე, დავიწყე მისი ძებნა. ხელი შემთხვევით მივადე მისი ფეხის ტერფებს, და ის იყო სალოცავში, და მისი ფეხები ვერტიკალურად ჰქონდა. ის ამბობდა: «ღემრთო, შენი კმაყოფილების მფარველობას ვეძიებ შენი რისხვისგან, შენი მიტევების მფარველობას — შენი სასჯელისგან, და შენთან ვეძიებ თავშესაფარს შენგან. ვერასდროს შევძლებ შენს ქებას ისე, როგორც შენ თვითონ განადიდე შენი თავი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
რომ ყოველი სავალდებულო ლოცვის შემდეგ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «არ არსებობს ღვთაება, თაყვანისცემის ღირსი, გარდა ერთი ალლაჰისა, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი. მას ეკუთვნის მმართველობა, მას ეკუთვნის დიდება და ის ყოვლისშემძლეა ყველაფერში! ო, ალლაჰო, არ არსებობს არავინ, ვინც შეუშლის ხელს იმას, რასაც შენ გასცემ, და არავინ, ვინც მისცემს იმას, რაც შენ მოაკელი. და არავითარი სიმდიდრე არ არის სასარგებლო შენს წინაშე მას, ვინც ფლობს მას /ლაა ილააჰა ილლა ლლააჰ, ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ, ლაჰულ მულქუ ვა ლაჰულ ჰამდუ, ვა ჰუვა 'ალაა ქულლი შაი'ინ ყადიირ, ალლაჰუმმა ლაა მაანი'ა ლიმაა ა'ტაითა, ვა ლაა მუ'ტია ლიმაა მანა'თა, ვა ლაა იანფა'უ ზალ ჯადდი მინქალ ჯადდუ».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული