Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

6 of 841 cards

Clear filters
"რომ ის ყოველთვის ამბობდა "ალლაჰუ აქბარ"-ს ყოველ ნამაზში, როგორც სავალდებულო, ისე ნებაყოფლობით ლოცვებში, როგორც რამადანში, ისე მის მიღმა. ის ამბობდა თაქბირს როცა დგებოდა, შემდეგ ისევ თაქბირს როცა მოიხრებოდა წელში. შემდეგ ამბობდა: "სამი'ალლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ", ხოლო ამის შემდეგ "ალლაჰუმმა რაბბანაა ლაქალ ჰამდ", შემდეგ ის ამბობდა: ალლაჰუ აქბარ-ს როცა სუჯუდში ჩადიოდა, ისევ ალლაჰუ აქბარ-ს როცა სუჯუდიდან თავს ასწევდა, შემდეგ ისევ ალლაჰუ აქბარ-ს როცა მეორე სუჯუდში ჩადიოდა, ისევ ალლაჰუ აქბარ-ს როცა მეორედ სუჯუდიდან თავს ასწევდა. როცა მეორე რაქ'ათიდან ჯდომის მდგომარეობიდან დგებოდა, კვლავ ამბობდა ალლაჰუ აქბარ. ის ამას იმეორებდა თითოეულ რაქ'ათში, სანამ ნამაზს არ დაასრულებდა. ლოცვის დასრულების შემდეგ ის ამბობდა: «ვფიცავ იმას, ვისი ხელშიცაა ჩემი სული, მე ყველაზე ზუსტად ვიმეორებ ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვას, რადგან ეს იყო მისი ლოცვა მანამ, სანამ ის არ დატოვებდა ამ სამყაროს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხელებს მაღლა სწევდა თავისი მხრების სიმაღლეზე, ლოცვის გახსნისას, ასევე ხელებს იგივე დონეზე სწევდა, როცა რუქუ'ში ჩასვლისას ალლაჰუ აქბარ-ს წარმოთქვამდა და რუქუ'იდან ამოსვლისას. ამ დროს ის ამბობდა: «სამი'ალლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ». თუმცა, ის სუჯუდის დროს ამას არ აკეთებდა.
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მასწავლა თაშაჰუდი ისე, რომ ჩემი ხელი მის ხელებს შორის იყო, ისე მასწავლა როგორც ყურანიდან სურას მასწავლიდა ხოლმე: «მისალმებანი, ლოცვები და ყოველივე კარგი მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. ალლაჰის მშვიდობა, წყალობა და მისი ბარაქა შენზე იყოს ალლაჰის შუამავალო. მშვიდობა ჩვენ და ალლაჰის ყველა მართალ მსახურს. ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი მსახური და შუამავალია. (ათთაჰიათუ ლილლაჰი ვა სალაავაათუ ვატ ტაიიბაათუ, ასსალაამუ 'ალაიქა აიუჰანნაბიუ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქაათუჰ, ასსალაამუ 'ალაინაა ვა 'ალაა 'იბაადი ლლააჰი სსაალიჰიინ, აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ ვა აშჰადუ ანნა მუჰამმადან 'აბდუჰუ ვა რასუულუჰ)». სხვა გადმოცემაში ნათქვამია: "ჭეშმარიტად, ალლაჰი ის არის(ასსალაამ) მშვიდობა, ამიტომ როდესაც რომელიმე თქვენგანი დაჯდება ლოცვაზე მან თქვას: «მისალმებანი, ლოცვები და ყოველივე კარგი მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. ალლაჰის მშვიდობა, წყალობა და მისი ბარაქა შენზე იყოს ალლაჰის შუამავალო. მშვიდობა ჩვენ და ალლაჰის ყველა მართალ მსახურს", როცა ამას იტყვის ეს ყველა მართალ მსახურს ალლაჰისას მიუვა ზეცაშიც და მიწაზეც, "ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, და ვამოწმებ რომ მუჰამმადი მის მსახური და შუამავალია", შემდეგ შეევედროს იმ სათხოვრით, რაც მას სურს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მეჩეთში შევიდა, მასთან ერთად შემოვიდა კიდევ ერთი კაცი, რომელმაც ნამაზის ლოცვა დაიწყო, ლოცვის შემდეგ მან მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიესალმა, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სალამი დაუბრუნა და უთხრა: «დაბრუნდი და ხელახლა ილოცე, რადგან შენ არ გილოცია», კაცი დაბრუნდა, ხელახლა შეასრულა ნამაზი იგივე სახით და ისევ მივიდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), კვლავ მიესალმა, ხოლო შუამავალმა ისევ უთხრა: «დაბრუნდი და ხელახლა ილოცე, რადგან შენ არ გილოცია». ასე განმეორდა სამჯერ, რის შემდეგაც კაცმა უთხრა: ვფიცავ ალლაჰს, რომელმაც შენ წამოგგზავნა ჭეშმარიტებით, მე ლოცვა ამაზე უკეთესად არ ვიცი, ამიტომ მასწავლე, როგორ უნდა ვილოცო, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შემდეგ აუხსნა მას: «როცა ნამაზისთვის წამოდგები, გააკეთე თაქბირი, შემდეგ წაიკითხე ყურანიდან ის, რაც შეგიძლია. შემდეგ მოიხარე რუქუ'ისთვის, სანამ არ დამშვიდდები და არ მიაღწევ სიმშვიდეს, შემდეგ ასწიე თავი და გამართე სხეული ისე, რომ დგომის პოზიციაში მთლიანად გასწორდე, ამის შემდეგ შეასრულე საჯდა, სანამ არ დამშვიდდები და ბოლომდე არ დაიმშვიდებ გულს. შემდეგ წამოჯექი და იჯექი სიმშვიდით. შემდეგ ეს გააკეთე შენი ნამაზის ყველა რაქაათში».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«მე მებრძანა, რომ შვიდ ძვალზე შევასრულო საჯდა: შუბლზე და ხელით ცხვირისკენ მიანიშნა, ორივე ხელზე, ორივე მუხლზე, ორივე ფეხის წვერებზე. და ამეკრძალა ტანსაცმლის და თმების აკეცვა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
რომ ვინმენი მივიდნენ საჰლ იბნ სა'დ ას-საა'იდისთან მას შემდეგ, რაც დაობდნენ იმაზე, რომელი ხისგან იყო დამზადებული მინბარი. მათ ჰკითხეს ამის შესახებ, და მან თქვა: "ვალლაჰი, ნამდვილად ვიცი, რისგანაა ის დამზადებული, რადგან თავად ვიხილე იგი იმ დღეს, როდესაც ის დააყენეს და როდესაც მასზე დაჯდა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაგზავნა ადამიანი ერთ ქალთან, რომლის სახელიც საჰლმა დაასახელა, და გადასცა: «უთხარი შენს ხის ოსტატ-მონას, რომ გააკეთოს ჩემთვის ხისგან ბაქანი, რომელზეც დავჯდები, როდესაც ხალხს მივმართავ». მან უბრძანა თავის მონას, რომელმაც მინბარი დაამზადა ალ-ღაბას რეგიონიდან ჩამოტანილი ტამარიქსის ხისგან და მიიტანა მასთან. შემდეგ ქალმა ის გადასცა მოციქულს, რომლის ბრძანებითაც მინბარი იქვე დააყენეს. მე ვიხილე, როგორ აღასრულა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამ მინბარზე ლოცვა: მან წარმოთქვა თაქბირი, შეასრულა რუქუ'ი, შემდეგ ჩამოვიდა უკანსვლით მინბარის წინ და შეასრულა სეჯდა. შემდეგ ისევ ავიდა მინბარზე. როდესაც ლოცვა დაასრულა, ხალხს მიუბრუნდა და უთხრა: «ო, ხალხო! ჭეშმარიტად, მე ეს გავაკეთე იმისთვის, რომ მიბაძოთ ჩემს ქმედებას და ისწავლოთ ჩემი ლოცვა»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული