Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

3 of 841 cards

Clear filters
Filter
Pick a property to filter by
الفئة المستهدفة1
حجم المحتوى2
التخريج المتعدد2
الفئة المستهدفة: المسلم
«როდესაც ლოცვას იწყებთ, გაასწორეთ რიგები, შემდეგ კი თქვენს შორის ერთ-ერთი გახდეს იმამი. როდესაც ის "ალლაჰუ აქბარ"-ს იტყვის, თქვით "ალლაჰუ აქბარ". ხოლო როცა ის იტყვის: {ღაირილ მაღდუუბი 'ალაიჰიმ ვალა დაალიინ} (სურა ალ-ფათიხა: 7), თქვით „აამიინ“, რათა ალლაჰმა გიპასუხოთ. თუ ის მოიხრება და იტყვის "ალლაჰუ აქბარ", თქვენც დაიხარეთ და თქვით "ალლაჰუ აქბარ". იმამი ყოველთვის თქვენზე ადრე იხრება და თქვენზე ადრე სწორდება». ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანა: «და ეს (მოქმედება) ასეთია. ხოლო თუ ის იტყვის: "სამი'ალლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ", თქვით: "ალლაჰუმა რაბბანაა ლაქალ ჰამდ", და ალლაჰი შეისმენს თქვენ ქებას. ალლაჰმა თავის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ენით ბრძანა: "შეისმინა ალლაჰმა იმის, ვინც ის შეაქო". როდესაც იმამი დაიხრება და იტყვის "ალლაჰუ აქბარ", თქვით "ალლაჰუ აქბარ" და ასევე დაემხეთ პირისახით ალლაჰის წინაშე. იმამი ყოველთვის თქვენზე ადრე დაემხობა და თქვენზე ადრე წამოდგება. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «და ეს (მოქმედება) ასეთია. ხოლო როდესაც დაჯდებით იკითხეთ შემდეგი სიტყვები: ათთაჰიათუ ატტაიბაათუ ასსალავაათუ ლილლაჰი, ასსალამუ ალაიქა აიუჰა ნნაბიიუ ვა რაჰმათულლააჰი ვა ბარაქაათუჰ ასსალამუ ალაინაა ვა 'ალაა 'იბაადილლააჰი საალიჰიან აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ალლააჰ ვა აშჰადუ ანნა მუჰამმადან 'აბდუჰუ ვა რასუულუჰ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيأركان الصلاة، واجبات الصلاة، صفة الصلاة، أذكار الصلاة، أحكام الإمام والمأمومموضوعات الحديثصفة الصلاة، صلاة الجماعة
«როდესაც შუამავალი (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) სწორდებოდა რუქუ'იდან ამბობდა: «შეისმინა ალლაჰმა იმის, ვინც ის განადიდა, ო, ალლაჰო, ჩვენო უფალო, შენ გეკუთვნის ქება, რომელიც ავსებს ცას, დედამიწას და ყველაფერს, რაც შენ ისურვე ამის შემდეგ» / სამი'ა ლლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ, ალლაჰუმმა რაბბანაა ლაქალ ჰამდ, მილ'ა სსამაავაათი ვა მილ'ალ არდი, ვა მილ'ა მაა ში'თა მინ შაი'ინ ბა'დუ/.
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيواجبات الصلاة، صفة الصلاة، أذكار الصلاةموضوعات الحديثصفة الصلاة
«მე მებრძანა, რომ შვიდ ძვალზე შევასრულო საჯდა: შუბლზე და ხელით ცხვირისკენ მიანიშნა, ორივე ხელზე, ორივე მუხლზე, ორივე ფეხის წვერებზე. და ამეკრძალა ტანსაცმლის და თმების აკეცვა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيمكروهات الصلاة، واجبات الصلاة، صفة الصلاة، أخطاء المصلينموضوعات الحديثصفة الصلاة، مكروهات الصلاة