Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

4 of 841 cards

Clear filters
«როდესაც რომელიმე თქვენგანი იღვიძებს ძილის შემდეგ, სამჯერ უნდა გამოირეცხოს ცხვირი, რადგან შაიტანი ღამეს მის ნესტოებში ათენებს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჩვენ ვბრუნდებოდით ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად მექქადან მედინაში. გზად ერთ წყაროს მივუახლოვდით, და ადამიანები აჩქარდნენ [განბანვის შესასრულებლად], რათა არ დაეგვიანათ შუადღის შემდგომი ლოცვა (‘ასრი). როდესაც მათთან მივედით, შევამჩნიეთ, რომ მათ ქუსლებზე ზოგ ადგილას წყალი არ მოხვედრილიყო. ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვაი ქუსლებს ცეცხლისგან სრულყოფილად შეასრულეთ მცირე განბანვა!»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ჰუმრანმა, 'უსმან იბნ 'აფფანის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გათავისუფლებულმა მონამ თქვა, რომ იხილა, როგორ ბრძანა ერთ დღეს 'უსმანმა წყლის მოტანა განბანვისთვის. როცა წყალი მოიტანეს, მან სამჯერ დაისხა წყალი ხელებზე და სამჯერ დაიბანა ხელის მტევნები. შემდეგ ჩაუშვა მარჯვენა ხელი წყლის ჭურჭელში, აიღო წყალი და გამოივლო პირი და ცხვირი. ამის შემდეგ სამჯერ დაიბანა სახე და ხელები იდაყვებამდე, შემდეგ სველი ხელებით მოიწმინდა თავი და სამჯერ დაიბანა ფეხები. შემდეგ თქვა: მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც განიბანს ისე, როგორც მე განვიბანე, და შემდეგ ორ რაქათს შეასრულებს ისე, რომ არაფერზე იფიქრებს ამ დროს, მას მისი წინა ცოდვები მიეტევება».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
"მე ვესწრებოდი, როდესაც ამრ იბნ აბუ ჰასანმა ჰკითხა აბდულლაჰ იბნ ზაიდს მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აბდესი შესახებ. აბდულლაჰმა მოითხოვა წყლით სავსე ჯამი, შემდეგ აიღო აბდესი მათ წინაშე ისე, როგორც მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკეთებდა ამას . შემდეგ მან ჯამიდან ხელზე წყალი დაასხა და ხელები სამჯერ დაიბანა. შემდეგ ხელი ჯამში ჩაყო, პირი ჩამოიბანა და ცხვირი წყლით ამოიბანა სამჯერ. შემდეგ ხელით წყალი აიღო და სახე სამჯერ დაიბანა. შემდგომ ხელები იდაყვებამდე ორჯერ დაიბანა. ხელი კვლავ ჯამში ჩადო, თავის თმა გაასველა და ორივე ხელი ერთიანად წინ და უკან გადაატარა. ბოლოს კი ფეხები კოჭებამდე დაიბანა".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული