Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

3 of 841 cards

Clear filters
«აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ვკითხე: რატომ უნდა აანაზღაუროს მენსტრუაციულმა ქალმა რამადნის მარხვა, ხოლო ლოცვა არა? მან მიპასუხა: ჰარურიეთაგანი (ხავარიჯი) ხარ? ვუთხარი: არა, ჰარურიელი არ ვარ, უბრალოდ მაინტერესებს. მაშინ აიშამ ა(ლლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) თქვა: ჩვენც გვემართებოდა ეს (მენსტრუაცია), და ჩვენ გვიბრძანებდნენ, რომ მარხვა აგვენაზღაურებინა, მაგრამ ლოცვის აღდგენა არ გვიბრძანებია».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«უმმ ჰაბიბა ბინთ ჯაჰშმა, რომელიც აბდურრაჰმან იბნ აუფის ცოლი იყო, შესჩივლა მოციქულს (ალლაჰის ლოცვდა და მშვიდობა მას) მუდმივი სისხლდენის გამო. მოციქულმა მას უთხრა: «მოიცადე იმდენი ხანი, რამდენ ხანსაც შენ მენსტრუაცია გიგრძელდებოდა, შემდეგ დაიბანე». ამის შემდეგ ის იბანდა ყოველ ლოცვაზე.»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
"მე მაქვს ქრონიკული სისხლდენა (ისთიჰადა), რომლისგანაც ვერ ვიწმინდები. უნდა შევწყვიტო თუ არა ლოცვა?" მან თქვა: «არა. ჭეშმარიტად, ეს სისხლდენა ვენიდან (სისხლძარღვიდან) არის. შეიკავე თავი ლოცვისგან იმდენი დღე, რამდენიც ჩვეულებრივ გქონდა მენსტრუაცია, შემდეგ აიღე ღუსლი (დიდი განბანვა) და განაგრძე ლოცვა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული