Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

6 of 841 cards

Clear filters
«ვინც თქვენგან აპირებს მივიდეს პარასკევის ლოცვაზე, დაე, გააკეთოს სრული განბანვა (ღუსლი)».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ერთხელ, დიდ გაუწმინდურებულ მდგომარეობაში ვიყავი, და მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მედინას გზებზე შევხვდი, მე ჩუმად გავერიდე, წავედი და განბანვა (ღუსლი) შევასრულე, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შემომხედა და როცა დავბრუნდი, მკითხა: «სად იყავი, ო, აბუ ჰურაირა?» ვუპასუხე: ო, ალლაჰის მოციქულო! მე შენ შეგხვდი, მაგრამ ჯუნუბი ვიყავი, და არ მინდოდა შენთან ყოფნა მანამ, სანამ არ განვიბანებოდი. მაშინ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «სუბჰანალლაჰ! მორწმუნე არ ბინძურდება»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც პარასკევს სრულ განბანვას (ღუსლს) შეასრულებს, როგორც ეს სრულდება ჯანააბასგან განწმენდისთვის, შემდეგ ადრე გაემართება მეჩეთში ლოცვაზე, ალლაჰისათვის შეწირულ აქლემს წააგავს. ვინც მეორე დროის პერიოდში გაემართება [მზის ამოსვლასა და იმამის გამოსვლას შორის], ის შეწირულ ძროხას წააგავს. ვინც მესამე დროის პერიოდში გაემართება, ის შეწირულ რქიან ყოჩს წააგავს. ვინც მეოთხე დროის პერიოდში გაემართება, ის შეწირულ ქათამს წააგავს. ხოლო ვინც მეხუთე დროის პერიოდში გაემართება, ის შეწირულ კვერცხს წააგავს. ხოლო როდესაც იმამი გამოვა, ანგელოზები დაჯდებიან, რათა მოისმინონ [ალლაჰის ხსენება]».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ყოველი მუსლიმის მოვალეობაა, რომ შვიდ დღეში ერთხელ განიბანოს, რომლის დროსაც დაიბანს თავსაც და სხეულსაც».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
"მე მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დავუდგი წყალი სრული განბანვისთვის და ტანისამოსით დავფარე იგი [უცხო თვალებისგან]. მან ჯერ ხელებზე დაისხა წყალი და დაიბანა ისინი, შემდეგ მარჯვენა ხელით მარცხენაზე დაასხა წყალი და სასქესო ორგანოები დაიბანა. ამის შემდეგ ხელი მიწაზე მიადო და გაწმინდა, შემდეგ კი კვლავ დაიბანა. შემდეგ პირი გამოირეცხა, ცხვირი გაისუფთავა, სახე და იდაყვებამდე ხელები დაიბანა. შემდეგ თავზე და სხეულზე დაასხა წყალი, შემდეგ გვერდზე გადაინაცვლა და ტერფები დაიბანა. მე მას ქსოვილი მივაწოდე, რომ გამშრალიყო, თუმცა მან არ აიღო იგი, წავიდა და წყლის წვეთებს იშორებდა.
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«როცა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჯუნუბისგან დიდ განბანვას აკეთებდა, ჯერ იბანდა ხელებს, შემდეგ იღებდა მცირე განბანვას (აბდესს), როგორც ლოცვისთვის, შემდეგ დაიბანდა მთლიან სხეულს, შემდეგ თმებს შორის თითებს ატარებდა მანამ, სანამ თმების ძირები კარგად არ დასველდებოდა და გადაისხამდა წყალს სამჯერ, შემდეგ იბანდა სხეულს მთლიანად. აიშამ თქვა: მე და შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთი ქვაბიდან ვიბანდით და ორივე მისგან ვისხამდით წყალს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ