Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

16 of 841 cards

Clear filters
«ჩვენ ვბრუნდებოდით ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად მექქადან მედინაში. გზად ერთ წყაროს მივუახლოვდით, და ადამიანები აჩქარდნენ [განბანვის შესასრულებლად], რათა არ დაეგვიანათ შუადღის შემდგომი ლოცვა (‘ასრი). როდესაც მათთან მივედით, შევამჩნიეთ, რომ მათ ქუსლებზე ზოგ ადგილას წყალი არ მოხვედრილიყო. ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვაი ქუსლებს ცეცხლისგან სრულყოფილად შეასრულეთ მცირე განბანვა!»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ჰუმრანმა, 'უსმან იბნ 'აფფანის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გათავისუფლებულმა მონამ თქვა, რომ იხილა, როგორ ბრძანა ერთ დღეს 'უსმანმა წყლის მოტანა განბანვისთვის. როცა წყალი მოიტანეს, მან სამჯერ დაისხა წყალი ხელებზე და სამჯერ დაიბანა ხელის მტევნები. შემდეგ ჩაუშვა მარჯვენა ხელი წყლის ჭურჭელში, აიღო წყალი და გამოივლო პირი და ცხვირი. ამის შემდეგ სამჯერ დაიბანა სახე და ხელები იდაყვებამდე, შემდეგ სველი ხელებით მოიწმინდა თავი და სამჯერ დაიბანა ფეხები. შემდეგ თქვა: მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც განიბანს ისე, როგორც მე განვიბანე, და შემდეგ ორ რაქათს შეასრულებს ისე, რომ არაფერზე იფიქრებს ამ დროს, მას მისი წინა ცოდვები მიეტევება».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«როცა მუსლიმი ან მორწმუნე მსახური ასრულებს მცირე განბანვას და თავის სახეს იბანს, მისი სახიდან წყლის წვეთებთან ერთად (ან უკანასკნელ წვეთთან ერთად) გამოდის ყველა ცოდვა, რომელიც მან თავისი თვალებით იხილა. როცა ხელებს იბანს, მისი ხელებიდან გამოდის ყველა ცოდვა, რომელიც მათ ჩაუდენიათ, წყლის წვეთებთან ერთად (ან უკანასკნელ წვეთთან ერთად). ხოლო როცა ფეხებს იბანს, მისი ფეხებიდან გამოდის ყველა ცოდვა, რომელზეც მათ გაუვლიათ, წყლის წვეთებთან ერთად (ან უკანასკნელ წვეთთან ერთად), სანამ სრულად განიწმინდება ცოდვებისგან».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სრულ განბანვას ასრულებდა ერთი სა'იდან ხუთამდე მუდდის წყლის გამოყენებით, ხოლო მცირე განბანვას ასრულებდა ერთი მუდდის წყლით».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც საუკეთესო ფორმით აიღებს აბდესს, მისი ცოდვები დატოვებს მის სხეულს, ისინი გამოვა მისი ფრჩხილების ძირებიდანაც კი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
რომ ერთმა კაცმა აიღო აბდესი, მაგრამ ფეხის თითზე ფრჩხილის ზომის ადგილი დარჩა მშრალი. ეს მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაინახა და უთხრა: «დაბრუნდი და სრულყოფილად აიღე აბდესი». კაცი დაბრუნდა, სრულყოფილად აიღო აბდესი და შემდეგ ლოცვა შეასრულა.
სანდო მისი მოწმეებით გადმოსცა მუსლიმმა
"მე ვესწრებოდი, როდესაც ამრ იბნ აბუ ჰასანმა ჰკითხა აბდულლაჰ იბნ ზაიდს მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აბდესი შესახებ. აბდულლაჰმა მოითხოვა წყლით სავსე ჯამი, შემდეგ აიღო აბდესი მათ წინაშე ისე, როგორც მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკეთებდა ამას . შემდეგ მან ჯამიდან ხელზე წყალი დაასხა და ხელები სამჯერ დაიბანა. შემდეგ ხელი ჯამში ჩაყო, პირი ჩამოიბანა და ცხვირი წყლით ამოიბანა სამჯერ. შემდეგ ხელით წყალი აიღო და სახე სამჯერ დაიბანა. შემდგომ ხელები იდაყვებამდე ორჯერ დაიბანა. ხელი კვლავ ჯამში ჩადო, თავის თმა გაასველა და ორივე ხელი ერთიანად წინ და უკან გადაატარა. ბოლოს კი ფეხები კოჭებამდე დაიბანა".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«რომელი მუსლიმიც აუღებს აბდესს, სრულყოფილად შეასრულებს მას, შემდეგ კი დადგება და გულითა და გონებით ორ რაქათ ლოცვას შეასრულებს, მისთვის სამოთხე გარანტირებული გახდება». მე ვთქვი: "რა მშვენიერი სიტყვებია!“ ამ დროს ვიღაცამ ჩემს წინ თქვა: "წინა სიტყვები კიდევ უკეთესია". გავიხედე და ეს უმარ იბნ ალ-ხატტაბი აღმოჩნდა, რომელმაც მითხრა: "მე დავინახე, როგორ მოხვედი ცოტა ხნის წინ". შემდეგ დაამატა: «რომელი თქვენგანიც აიღებს აბდესს და სრულყოფილად შეასრულებს მას, შემდეგ კი იტყვის: "ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი მისი მონა და მოციქულია", მისთვის სამოთხის რვა კარი გაიღება, და შეუძლია, შევიდეს ნებისმიერი მათგანიდან, რომლითაც მოისურვებს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა