Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

12 of 841 cards

Clear filters
«იკითხეთ ყურანი, რადგან ის მოვა აღდგომის დღეს შუამდგომლად თავის მკითხველთათვის, იკითხეთ ორი განათებული სურა – „ალ-ბაყარა“ და „აალ იმრანი“, რადგან ისინი აღდგომის დღეს მოვლენ, თითქოს ორი ღრუბელი, ან ორი ჩრდილი, ან ორი ჯგუფი შეკრული ფრინველებისა, რომლებიც დაიცავენ მათ მკითხველთ. იკითხეთ სურა „ალ-ბაყარა“, რადგან მისი წაკითხვა არის ბარაქა, მისი მიტოვება – დანაკარგი, ხოლო ჯადოქრები ვერ შეძლებენ მასზე გავლენის მოხდენას».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ვინც სურა ალ-ბაყარას ბოლო ორ აიათს წაიკითხავს, მისთვის საკმარისი იქნება ღამის განმავლობაში».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჩემზე გადმოევლინა აიათები, რომელთა მსგავსი არავის უხილავს – ეს არის ალ-მუ'ვვიზათაინ (სურა ალ-ფალაყ და სურა ან-ნაას)».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
რომ ერთმა კაცმა მოისმინა, რომ ერთი კაცი კითხულობდა: {თქვი, იგი ალლაჰი ერთადერთია} და მას იმეორებდა მთელი ღამე, როდესაც გათენდა, ის მივიდა ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და მას ამის შესახებ უამბო, და თითქოს ამ კაცს ეცოტავებოდა ეს სურა, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვფიცავ მას, ვის ხელშიცაა ჩემი სული, ეს სურა ყურანის მესამედის ტოლფასია».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ