Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

2 of 841 cards

Clear filters
«არ გაემგზავროს ქალი ორდღიან გზაზე, თუ მასთან ერთად არ არის ქმარი ან მაჰრამი; არ არის ნებადართული მარხვა ორ დღეს: ფიტრის და ყურბანის; არ არის ლოცვა დილის (ფაჯრ) ლოცვის შემდეგ, ვიდრე მზე არ ამოვა, და არც ნაშუადღევის (ასრი) ლოცვის შემდეგ, ვიდრე მზე არ ჩავა; და არ არის მოგზაურობა, გარდა სამი მეჩეთისკენ: ალ-ჰარამის მეჩეთი, ალ-აქსას მეჩეთი და ეს ჩემი მეჩეთი».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ბანუ ისრაილის წინამძღოლები წინასწარმეტყველები იყვნენ: როდესაც ერთი წინასწარმეტყველი გარდაიცვლებოდა, მას სხვა ცვლიდა. ხოლო ჭეშმარიტად, ჩემს შემდეგ აღარ იქნება წინასწარმეტყველი. ჩემს შემდეგ იქნებიან მმართველები, და ისინი მრავლად იქნებიან». მათ ჰკითხეს: "ო, ალლაჰის მოციქულო, რას გვიბრძანებ?" მან უპასუხა: «იყავით ერთგულნი იმ პირობის, რომელიც პირველ მმართველს შეჰფიცეთ, შემდეგ კი იმას, ვინც მას მოჰყვება. და დაიცავით მათი უფლებები, რადგან, ჭეშმარიტად, ალლაჰი მათ პასუხს მოსთხოვს იმაზე, რაც მათ მმართველობად დაუდგინა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული