Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

18 of 841 cards

Clear filters
«ყველა თქვენგანი მწყემსია და ყველა პასუხს აგებს თავისი სამწყემსოს წინაშე. მმართველი, რომელიც ხალხზეა დაყენებული მწყემსია და პასუხს აგებს მათზე. კაცი არის მწყემსი თავისი ოჯახის მიმართ და პასუხს აგებს მათზე. ქალი არის მწყემსი თავისი მეუღლის სახლისა და შვილების მიმართ და პასუხს აგებს მათზე. მონა არის მწყემსი თავისი ბატონის ქონების მიმართ და პასუხს აგებს მასზე. მოკლედ, ყველა თქვენგანი მწყემსია და ყველა პასუხს აგებს თავის სამწყემსოზე».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
"შევფიცეთ ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ შევისმენდით და ვმორჩილებდით მის ბრძანებებს სირთულესა და სიადვილეში, მოსაწონსა და მოუწონარში, მაშინაც კი, როდესაც ჩვენს მიმართ უსამართლობას გამოიჩენენ. ჩვენ დავდეთ ფიცი, რომ არ შევეწინააღმდეგებით იმათ, ვისაც აქვს მმართველობა ჩვენზე, და რომ ყოველთვის ვილაპარაკებთ სიმართლეს, სადაც არ უნდა ვიყოთ, არ შევუშინდებით ალლაჰისთვის გამკიცხავის გაკიცხვას".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«რელიგია არის გულწრფელობა». ჩვენ ვკითხეთ: «ვის მიმართ?» მან თქვა: «ალლაჰის, მისი წიგნის, მისი მოციქულის, მუსლიმების ხელმძღვანელებისა და ზოგადად ყველა მუსლიმის მიმართ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«გირჩევთ ალლაჰის შიშს, სმენას და მორჩილებას (მმართველზე), თუნდაც თქვენზე მმართველად მონა იყოს დადგენილი, ვინც კი თქვენგან ჩემს შემდეგ იცოცხლებს, ნახავს მრავალ განსხვავებას. ამიტომ მტკიცედ დაიცავით ჩემი სუნნა და სწორ გზაზე მდგომი მართალი ხალიფების სუნნა, მაგრად ჩაებღაუჭეთ მას კბილებით! და ერიდეთ ახალ გამოგონილ საქმეებს, ჭეშმარიტად, ყოველი სიახლე [რელიგიაში] გზააბნეულობაა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა და ალ-თირმიზიმ
«რელიგია არის გულწრფელობა». ჩვენ ვკითხეთ: «ვის მიმართ?» მან თქვა: «ალლაჰის, მისი წიგნის, მისი მოციქულის, მუსლიმების ხელმძღვანელებისა და ზოგადად ყველა მუსლიმის მიმართ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ალლაჰი აუცილებლად აუკრძალავს სამოთხეს ნებისმიერ თავის მონას, რომელსაც (ალლაჰი) ჩააბარებს პასუხისმგებლობას რომელიმე ხალხზე, მაგრამ ეს ადამიანი მოატყუებს თავის მზრუნველობქვეშ მყოფთ და გარდაიცვლება მათ მოტყუებაში ყოფნის დროს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაგზავნა სამხედრო რაზმი და მათ მეთაურად ერთი ანსარი დანიშნა. მან უბრძანა, რომ დამორჩილებოდნენ მას. (ერთხელ) იგი გაბრაზდა და თქვა: — ნუთუ არ გიბრძანათ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ დამემორჩილოთ? მათ უთხრეს: — კი. მან თქვა: — მოაგროვეთ ჩემთვის შეშა. მოაგროვეს. მან თქვა: —დაანთეთ ცეცხლი. დაანთეს. მან თქვა: — შედით მასში! ისინი უკვე აპირებდნენ შესვლას, მაგრამ ზოგიერთმა დაიწყეს სხვების შეკავება და თქვეს: — ჩვენ ხომ მოციქულისკენ (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გავიქეცით ცეცხლიდან! ასე გაგრძელდა, სანამ ცეცხლი ჩაქრა და მისი რისხვა დაცხრა. როდესაც ეს ამბავი მიუტანეს მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), მან თქვა: «ისინი რომ შიგნით შესულიყვნენ (ცეცხლში), აღდგომის დღემდე აღარ გამოვიდოდნენ იქიდან. მორჩილება (მეთაურისადმი) მხოლოდ სიკეთეშია».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჭეშმარიტად, ჩემი (სიკვდილის) შემდეგ უპირატესობა მიენიჭება (სხვებს) და (იქნება ჩადენილი) საქმეები, რომლებიც არ მოგეწონებათ», ხალხმა ჰკითხა: "ო, ალლაჰის მოციქულო, რის გაკეთებას გვიბრძანებ?" მოციქულმა თქვა: «გააკეთეთ ის, რაც თქვენთვის არის დადგენილი, და სთხოვეთ ალლაჰს ის, რაც თქვენ გეკუთვნით».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული