Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

20 of 841 cards

Clear filters
«ჩვენ ვიყავით შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), როცა მოულოდნელად ძლიერი ხმა გაისმა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იკითხა: «იცით რა არის ეს?» ჩვენ ვუპასუხეთ: ალლაჰმა და მისი მოციქულმა უკეთ იციან. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვოდობა მას თქვა): «ეს არის ქვა, რომელიც ისროლეს ჯოჯოხეთის ცეცხლში სამოცდაათი წლის წინ: მთელი ეს დრო ის ცეცხლში ვარდებოდა, სანამ მის ფსკერს არ მიაღწია, და თქვენ გაიგონეთ ხმა, რომელიც მან გამოსცა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭეშმარიტად, სამოთხეში არის ხე, რომლის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე მანძილს სწრაფი და გამძლე ცხენით ამხედრებული მხედარიც კი ვერ გაივლის ას წელიწადში».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც დაამოწმა რომ, არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა ერთადერთისა, რომელსაც არ ჰყავს მას მოზიარე, და რომ მუჰამმადი მისი მსახური და შუამავალია, და რომ 'ისა (იესო) ალლაჰის მსახური, შუამავალი და მისი სიტყვაა, რომელიც ჩაასახა მარიამში და ჩაჰბერა მას სული. სამოთხე შეჭმარიტებაა, ჯოჯოხეთი ჭეშმარიტებაა. ალლაჰი მას სამოთხეში შეიყვანს მისი ნამოქმედარი საქმეების მიუხედავად».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«განკითხვის დღეს მოიყვანენ ერთ კაცს და ჩააგდებენ ჯოჯოხეთში, და მისი ნაწლავები გადმოიფცქვნება. ის იტრიალებს მათ გარშემო, როგორც ვირი ტრიალებს წისქვილის გარშემო. ჯოჯოხეთის მაცხოვრებლები შეიკრიბებიან მის გარშემო და ჰკითხავენ: "ეი, ეს და ესო! რა დაგემართა? ნუთუ შენ არ მოუწოდებდი სიკეთისკენ და არ აფრთხილებდი ბოროტებისგან?" ის პასუხობს: "დიახ, მე მოვუწოდებდი სიკეთისკენ, მაგრამ თავად არ ვასრულებდი მას, და ვკრძალავდი ბოროტებას, მაგრამ თავად ვჩადიოდი მას».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული