Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

6 of 841 cards

Clear filters
«თქვენი ცეცხლი მხოლოდ ერთ-ერთია სამოცდაათი ნაწილიდან გეენას ცეცხლისა». უთხრეს მას: "ო, ალლაჰის მოციქულო, ჩვენთვის ჩვენი ცეცხლიც საკმარისი იქნებოდა". მან თქვა: «ის უფრო მეტია კიდევ სამოცდაცხრა ნაწილით, რომელთაგან თითოეული ისეთივე ცხელი და მწვავეა, როგორც ეს ცეცხლი».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«პირველი ჯგუფი, რომელიც სამოთხეში შევა, სავსე მთვარის მსგავსი იქნება. შემდეგი ჯგუფი კი იქნება ცაში ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის მსგავსად ნათელი, ისინი არ შარდავენ, არ გადიან განავალზე, არ აფურთხებენ და არც ცხვირს იხოცავენ, მათი სავარცხლები ოქროსგან იქნება, მათი ოფლი მუსკუსივით სურნელოვანი, ხოლო მათი საკმეველი ალოეს ხის ნატურალური არომატი იქნება, მათი მეუღლეები ჰურ ალ-'აინი (ლამაზი და უბილწო სამოთხის ქალწულები) იქნებიან. ყველა ერთნაირი ქმნილება იქნება, მათი აღნაგობა მათი მამა ადამის (ალლაჰის მშვიდობა მას) მსგავსია – სამოცი იდაყვის სიმაღლე ცაში».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«თქვენგან ყველაზე დაბალი ადგილი სამოთხეში ის არის, როცა ალლაჰი ეტყვის მას: ‘ისურვე!’ და ისიც ისურვებს, შემდეგ ალლაჰი ჰკითხავს მას: ‘ნუთუ ყველაფერი ისურვე?’ და ის უპასუხებს: 'დიახ', მაშინ ალლაჰი ეტყვის მას: შენ გაქვს ყველაფერი, რაც ისურვე, და ამდენივე კიდევ დამატებით»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჯოჯოხეთის ბინადართაგან ორი ჯგუფი მე ჯერ არ მინახავს: პირველი, ხალხი, რომელთაც ხელში აქვთ საქონლის კუდებივით მათრახები, რომლითაც სცემენ ადამიანებს. მეორე, ქალები, რომლებიც ჩაცმულები არიან, მაგრამ ამავდროულად შიშვლები, აცდუნებენ სხვებს და თავადაც მიდიან მცდარ გზაზე. მათი თავები იქნება როგორც დაკლაკნილი აქლემის კუზები. ისინი ვერ შევლენ სამოთხეში და ვერ იგრძნობენ მის სურნელს, თუმცა მისი სურნელი იგრძნობა ძალიან დიდი მანძილიდან».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ყოვლადმოწყალე და უზენაესმა ალლაჰმა თქვა: "ჭეშმარიტად, მე მოვუმზადე ჩემს მართალ მონებს ის, რაც არ უნახავს არცერთ თვალს, არ გაუგონია არცერთ ყურს და რასაც ვერცერთი ადამიანი ვერ წარმოიდგენს".» აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: თუ გსურთ, წაიკითხეთ ეს აიათი: «და არცერთმა სულიერმა არ იცის, რა სიამეენია დაფარული მათ თვალთაგან იმის საზღაურად, რასაც აკეთებდნენ». (ას-საჯდა, 32:17)
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჩვენ ვიყავით შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), როცა მოულოდნელად ძლიერი ხმა გაისმა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იკითხა: «იცით რა არის ეს?» ჩვენ ვუპასუხეთ: ალლაჰმა და მისი მოციქულმა უკეთ იციან. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვოდობა მას თქვა): «ეს არის ქვა, რომელიც ისროლეს ჯოჯოხეთის ცეცხლში სამოცდაათი წლის წინ: მთელი ეს დრო ის ცეცხლში ვარდებოდა, სანამ მის ფსკერს არ მიაღწია, და თქვენ გაიგონეთ ხმა, რომელიც მან გამოსცა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა