Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

16 of 841 cards

Clear filters
«ჭეშმარიტად, ნებადართულიც ნათელია და აკრძალულიც ნათელია, ხოლო მათ შორის არის საეჭვო საკითხები, რომლის შესახებაც ბევრმა ადამიანმა არ იცის. ვინც ერიდება საეჭვოს, იცავს თავის რელიგიასა და ღირსებას, ხოლო ვინც ეწევა საეჭვოს, აუცილებლად ჩავარდება აკრძალულში, რადგან ის ჰგავს მწყემსს, რომელიც თავის ფარას დაცული ადგილის გარშემო აძოვებს, რომელიც შეიძლება იქ შევიდეს. ყოველი მბრძანებლისთვის არსებობს ასეთი წმინდა ადგილი, და ალლაჰის წმინდა ადგილია ის, რაც მან აუკრძალა ადამიანებს. ჭეშმარიტად, ადამიანის სხეულში არის ერთი ნაწილი, თუ ის კარგია, მთელი სხეული კარგია, ხოლო თუ გაფუჭებულია, მთელი სხეული გაფუჭებულია; და ეს ნაწილი გულია».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
"(ერთხელ) მე ვთხოვე: ო, ალლაჰის შუამავალო, მითხარი ისლამის შესახებ ისეთი სიტყვები, რომ ამის შემდეგ მე აღარავის ვკითხავდი ამის შესახებ შენ შემდეგ". მან მიპასუხა: «თქვი: "მე მწამს ალლაჰის", შემდეგ კი სწორ გზას დაადექი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა და აჰმადმა
«მე ვკითხე ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოულოდნელი მზერის შესახებ, და მან მიბრძანა, რომ მზერა ამეცილებინა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«შეხედეთ მათ, ვინც თქვენზე დაბლა დგას, და არ შეხედოთ მათ, ვინც თქვენზე მაღლა დგას, რადგან ეს უფრო მეტად დაგეხმარებათ ალლაჰის მადლიერებაში და იმაში, რომ არ დააკნინოთ ალლაჰის წყალობა, რომელიც თქვენ მოგანიჭათ».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«იყავი ამქვეყნად ისე, თითქოს უცხოელი ან მოგზაური ხარ». აბდულლაჰ იბნ უმარი, დაე, ალლაჰი კმაყოფილი იყოს მათით, აგრძელებს: «როცა საღამო მოვა, ნუ ელოდები დილას, ხოლო როცა დილა მოვა, ნუ ელოდები საღამოს. ისარგებლე შენი ჯანმრთელობით, სანამ სნეულება არ დაგეწევა, და შენი სიცოცხლით, სანამ სიკვდილი არ მოგისწრებს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«მორწმუნე კაცსა და მორწმუნე ქალს არ შეუწყდებათ განსაცდელები, რომლებიც ეხება მათ თავად, მათ შვილებსა და ქონებას, ვიდრე ისინი ალლაჰს არ შეხვდებიან ყოველგვარი ცოდვის გარეშე».
კარგი (ჰასან) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«შვიდი ადამიანი, რომელთაც ალლაჰი დაჩრდილავს თავისი ჩრდილით იმ დღეს, როცა არ იქნება სხვა ჩრდილი, გარდა მისი ჩრდილისა: სამართლიანი იმამი (მმართველი). ახალგაზრდა, რომელიც ალლაჰის თაყვანისცემაში გაიზარდა, კაცი, რომლის გული მიჯაჭვულია მეჩეთზე, ორი ადამიანი, რომლებმაც ალლაჰისთვის შეიყვარეს ერთმანეთი – შეიკრიბნენ ალლაჰის გულისთვის და დაშორდნენ ალლაჰის გულისთვის, კაცი, რომელსაც მაღალსტატუსიანი და მშვენიერი ქალი შეეცადა შეცდენას, მაგრამ მან უთხრა: "ჭეშმარიტად, მე ალლაჰის მეშინია", კაცი, რომელმაც გაიღო ქველმოქმედება და ისე დამალა, რომ მარცხენა ხელი ვერ გაიგებდა, რას გასცემდა მარჯვენა, კაცი, რომელმაც ალლაჰი გაიხსენა მარტოობაში და ცრემლები ჩამოუგორდა თვალებიდან».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჭეშმარიტად, ნებადართულიც ნათელია და აკრძალულიც ნათელია, ხოლო მათ შორის არის საეჭვო საკითხები, რომლის შესახებაც ბევრმა ადამიანმა არ იცის. ვინც ერიდება საეჭვოს, იცავს თავის რელიგიასა და ღირსებას, ხოლო ვინც ეწევა საეჭვოს, აუცილებლად ჩავარდება აკრძალულში, რადგან ის ჰგავს მწყემსს, რომელიც თავის ფარას დაცული ადგილის გარშემო აძოვებს, რომელიც შეიძლება იქ შევიდეს. ყოველი მბრძანებლისთვის არსებობს ასეთი წმინდა ადგილი, და ალლაჰის წმინდა ადგილია ის, რაც მან აუკრძალა ადამიანებს. ჭეშმარიტად, ადამიანის სხეულში არის ერთი ნაწილი, თუ ის კარგია, მთელი სხეული კარგია, ხოლო თუ გაფუჭებულია, მთელი სხეული გაფუჭებულია; და ეს ნაწილი გულია».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ და მუსლიმმა.