Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

13 of 841 cards

Clear filters
ოთხი თვისებაა, რომელიმე ადამიანში თუ იქნება მუნააფიყად ჩაითვლება; თუ მხოლოდ ერთი თვისებაა, მასში იქნება მუნააფიყობის ერთი თვისება, სანამ მას არ დატოვებს: როცა ის ლაპარაკობს იტყუება, როცა ჰპირდება არღვევს, როცა დავობს უსამართლოდ იქცევა, ხოლო როცა შეთანხმებას დებს ღალატობს.
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ და მუსლიმმა.
«სამი კატეგორიის ადამიანი არიან, ვისთანაც ალლაჰი არ ისაუბრებს აღდგომის დღეს, არ განწმენდს მათ და მათთვის მტკივნეული სასჯელი იქნება: მოხუცი, რომელიც ჩადის მრუშობას; ღარიბი, რომელიც ქედმაღლობს; კაცი, რომელსაც ალლაჰმა ვაჭრობის შესაძლებლობა მისცა, მაგრამ არ ყიდის და არ ყიდულობს, გარდა ყალბი ფიცის საშუალებით».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ატ-ტაბარაანიმ
«ფრთხილად იყავით უმნიშვნელო ცოდვებისგან რადგან მათი მაგალითი ჰგავს ხალხს, რომლებმაც ბანაკი გააჩერეს ველის შუაგულში: ერთმა მოიტანა ერთი ტოტი, მეორემ – მეორე ტოტი, სანამ საკმარისი არ შეგროვდა, რომ ცეცხლი დაენთოთ და პური გამოეცხოთ. უეჭველად, როდესაც ადამიანს მცირე ცოდვების გამო ასამართლებენ, ისინი(ცოდვები) მას დაღუპავენ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აჰმადმა
«ერთი კაცი მივიდა ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ჰკითხა: «ო, ალლაჰის შუამავალო, როგორ მოვიქცე, თუ ვინმე ჩემს ქონების წართმევას მოინდომებს? შუამავალმა უპასუხა: «ნუ მისცემ მას შენს ქონებას» ამ კაცმა კვლავ ჰკითხა: "თუ ის ჩემთან ბრძოლის დაწყებას მოინდომებს?" შუამავალმა უპასუხა: «შეებრძოლე მას». კაცმა კვლავ ჰკითხა: "თუ ის მომკლავს?" შუამავალმა უპასუხა: «მაშინ შენ იქნები შაჰიდი (მოწამე)» კაცმა კვლავ ჰკითხა: "თუ მე მოვკლავ მას?“ შუამავლმა უპასუხა: «ის იქნება ცეცხლში (ჯოჯოხეთში)»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭეშმარიტი ორპირია ის, ვისაც აქვს ოთხი თვისება, ხოლო ვისაც მათგან რომელიმე თვისება ახასიათებს, მასში იქნება ორპირობის ნიშანი, სანამ ამ თვისებას არ მოიშორებს. ის იტყუება როცა ლაპარაკობს, ღალატობს, როცა ხელშეკრულებას დებს, არღვევს პირობას, როცა ჰპირდება, და უმართლობას სჩადის, როცა ვინმესთან დავობს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«თუ ორი მუსლიმი შეხვდება (ბრძოლაში, მახვილების გადაჯვარედინებით), როგორც მკვლელი, ასევე მოკლული აღმოჩნდებიან (ჯოჯოხეთის) ცეცხლში». მე ვკითხე: ო, ალლაჰის მოციქულო, ეს მკვლელია (გასაგებია, თუ პირველი იქ მოხვდება), მაგრამ რატომ მოკლული? მან უპასუხა: «იმიტომ, რომ ისიც ცდილობდა მისი მეგობრის მოკვლას».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«თქვენამდე ერთ კაცს ჰქონდა ჭრილობა, მან ვეღარ აიტანა ტკივილი, აიღო დანა და თავისი ხელი გადაიჭრა. სისხლდენა არ შეწყვეტილა, სანამ არ მოკვდა. უზენაესმა ალლაჰმა თქვა: «ჩემმა მონამ საკუთარი თავი ჩემზე წინ დააყენა (ანუ საკუთარი სიცოცხლე თვითონვე დაასრულა). ამიტომ, მე სამოთხე მას ავუკრძალე».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ერიდეთ შვიდ დამღუპველ ცოდვას». ჰკითხეს: ო, ალლაჰის მოციქულო, და რომელია ისინი? მან თქვა: «ალლაჰზე თანაზიარის დადგენა, ჯადოქრობა, იმ სულის მოკვლა, რომლის სიცოცხლეც ალლაჰმა აკრძალა, გარდა იმისა, რაც ეხება სამართლის აღდგენას (შარიათით), მევახშეობა (რიბა), ობლის ქონების მიტაცება, ბრძოლის ველიდან გაქცევა და პატიოსანი, უდანაშაულო მორწმუნე ქალებზე მრუშობის დაბრალება».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული