Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

10 of 841 cards

Clear filters
«ვინც მთიდან გადახტება და ამით საკუთარ სიცოცხლეს დაასრულებს, იგი ჯოჯოხეთის ცეცხლში სამუდამოდ ჩავარდება და იქ დარჩება მარადიულად, ვინც შხამს დალევს და ამით თავს მოიკლავს, ჯოჯოხეთში შხამი მის ხელში იქნება და მარადიულად სვამს მას, ვინც საკუთარ თავს რკინით (იარაღით) მოკლავს, მისი იარაღი მის ხელში იქნება და ის მარადიულად ჩაირტყამს მას თავის მუცელში, ჯოჯოხეთის ცეცხლში მყოფი».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«გნებავთ, გამცნოთ ყველაზე დიდი ცოდვების შესახებ?» და გაიმეორა სამჯერ, მიუგეს: რა თქმა უნდა, ო, ალლაჰის შუამავალო. მან თქვა: «ალლაჰზე თანაზიარის დადგენა და მშობლებისადმი უპატივცემულობა». ის ნახევრად წამოწოლილი იყო, წამოჯდა და გააგრძელა: «და სიცრუეზე მოწმობა». და ის იმეორებდა მანამ, სანამ არ გავიფიქრეთ: "ნეტავი, გაჩუმდეს".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული