Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

7 of 841 cards

Clear filters
«ო ალლაჰ, შენს შეგეფარები შენი სიკეთის დაკარგვისგან, შენი წყალობის ცვლილებისგან, შენი მოულოდნელი სასჯელისა და შენი ყოველი რისხვისგან».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيالأدعية المأثورة
«ჭეშმარიტად, ადამის შვილების გულები მოწყალის (არ-რაჰმანის) თითებიდან ორ თითს შორის არის, როგორც ერთი გული, და ის მათ აბრუნებს, როგორც ინებებს». შემდეგ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ო, ალლაჰ, გულთა შემბრუნებელო, მოაბრუნე ჩვენი გულები შენს მორჩილებაზე!»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيالأدعية المأثورة
«ო, ალლაჰ! შენგან თავშესაფარს ვეძებ უძლურობის, სიზარმაცის, მხდალობის, სიძუნწის, სიბერის (გონების დასუსტების) და საფლავის სასჯელისგან, ო, ალლაჰ! მოანიჭე ჩემს სულს ღვთისმოშიშება და განწმინდე იგი, რადგან შენ ხარ საუკეთესო, ვინც განწმენდს. შენ ხარ მისი მფარველი და მეუფე, ო, ალლაჰ! შენგან თავშესაფარს ვეძებ ცოდნისგან, რომელიც სარგებელს არ მოიტანს, გულიდან, რომელსაც არ ეშინია, სულიდან, რომელიც არ კმაყოფილდება, და ვედრებიდან, რომელიც არ მიიღება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيالأدعية المأثورة
ერთხელ ბედუინი მივიდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და უთხრა: "მასწავლე სიტყვები, რომლებსაც წარმოვთქვამ ხოლმე". უპასუხა: «თქვი: ლაა ილაჰა ილლა ლლააჰ ვაჰდაუ ლა შარიიქა ლაჰ, ალლაჰუ აქბარ, ვალ-ჰამდულილლაჰი ქასიირა, სუბჰაანალლაჰი რაბბილ 'აალამიინ, ლაა ჰავლა ვალაა ყუვვათა ილლაჰ ბილლაჰილ 'აზიიზილ ჰაქიიმ», ბედუინმა შემდეგ უთხრა: „ეს ყველაფერი ჩემს ღმერთს ეკუთვნის, მაგრამ ჩემთვის რა არის?“ შუამავალმა მიუგო: «თქვი: ო, ალლაჰ მაპატიე, შემიწყალე, დამადგინე ჭეშმარიტ გზაზე და მომმადლე სარჩო». /ალლაჰუმმა ღფირ ლიი ვარ ჰამნიი ვაჰდინიი ვარ ზუყნიი/.
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيهدي النبي صلى الله عليه وسلم في الذكر، الأذكار المطلقة، الأدعية المأثورةموضوعات الحديثالدعاء، الذِّكْر
«თქვი: "ღმეთო ჩემო, მიმიძღვე და გამასწორე (ან წარმართე ჩემი საქმეები სწორ გზაზე)". გახსოვდეს, რომ გზის ჩვენება არის სწორი გზის პოვნა, ხოლო სისწორე ჰგავს ისრის სიზუსტესა და მიზანში მოხვედრას».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيالأدعية المأثورة
«ღმერთო ჩემო! შენ გთხოვ სწორ გზას, ღვთისმოშიშობას, პატიოსნებას და სიმდიდრეს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيالأدعية المأثورة
«ო, ალლაჰ! მოაწესრიგე ჩემი რელიგია, რომელიც ჩემი საქმეების დაცვას წარმოადგენს, მოაწესრიგე ეს სამყარო, რომელშიც მე ვცხოვრობ, და მოაწესრიგე მარადიული სამყარო, სადაც დავბრუნდები. აქციე ჩემი ცხოვრება ისეთი, რომ მხოლოდ სიკეთე შემმატოს, და აქციე ჩემი სიკვდილი დასვენებად ყოველგვარი ბოროტებისგან!».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيالأدعية المأثورة