Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

18 of 841 cards

Clear filters
«ო, ალლაჰ! შენგან თავშესაფარს ვეძებ უძლურობის, სიზარმაცის, მხდალობის, სიძუნწის, სიბერის (გონების დასუსტების) და საფლავის სასჯელისგან, ო, ალლაჰ! მოანიჭე ჩემს სულს ღვთისმოშიშება და განწმინდე იგი, რადგან შენ ხარ საუკეთესო, ვინც განწმენდს. შენ ხარ მისი მფარველი და მეუფე, ო, ალლაჰ! შენგან თავშესაფარს ვეძებ ცოდნისგან, რომელიც სარგებელს არ მოიტანს, გულიდან, რომელსაც არ ეშინია, სულიდან, რომელიც არ კმაყოფილდება, და ვედრებიდან, რომელიც არ მიიღება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) ხშირად ამბობდა: «ო, გულთა გადამბრუნებელო, გაამყარე ჩემი გული შენს რელიგიაზე» მე ვუთხარი: "ო, ალლაჰის შუამავალო ჩვენ გიწამეთ და მივიღეთ ის, რითიც მოხვედი. მაინც გვეშინოდეს?" მან უპასუხა: «დიახ, რადგან გულები ალლაჰის თითებს შორისაა, და ის ატრიალებს მათ ისე, როგორც სურს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«ო ალლაჰ, შენთან ვეძებ თავშესაფარს ვალის მძიმე ტვირთისგან, მტრებთან დამარცხებისგან და მათი სიხარულისგან ჩემი უბედურების გამო».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ნასაიმ და აჰმადმა
«თქვი: ღმერთო ჩემო, მაკმარე შენი ნებადართული და შორს მამყოფე აკრძალულისგან, მომეცი სარჩო შენი წყალობით და ნუ დამტოვებ ნურავის იმედად შენს გარდა».
კარგი (ჰასან) გადმოსცა ალ-თირმიზიმ
ვთქვი: "ო, ალლაჰის მოციქულო, მასწავლე რამე, რისი თხოვნაც შემიძლია ალლაჰისგან, დიდებულისა და ღირსეულისგან. მან მითხრა: «თხოვე ალლაჰს კეთილდღეობა (ალ-'აფიია)». რამდენიმე დღის შემდეგ ისევ მივედი და ვუთხარი: "ო, ალლაჰის მოციქულო, მასწავლე რამე, რისი თხოვნაც შემიძლია ალლაჰისგან". მაშინ მან მითხრა: «ო, აბბას, ო, ალლაჰის მოციქულის ბიძაო, თხოვე ალლაჰს კეთილდღეობა ამქვეყნადაც და აახირეთშიც».
სანდო სხვა ჰადისით გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«ღმერთო ჩემო, მაპატიე ჩემი ცოდვა და ჩემი უმეცრება, ჩემი უზომობა/ზღვარს გადასვლა ჩემს ყველა საქმეში და ის, რაც შენ ჩემზე უკეთ იცი! ო, ალლაჰ, მაპატიე ის, რაც შეცდომით გავაკეთე, რაც განზრახ ჩავიდინე, ჩემი უმეცრება და ის, რაც ხუმრობით გავაკეთე, რადგან ეს ყველაფერი ჩემთვის დამახასიათებელია! ო, ალლაჰ, მაპატიე ის, რაც ადრე ჩავიდინე და რაც ჯერ არ ჩამიდენია, ის, რაც ფარულად გავაკეთე და რაც აშკარად გავაკეთე! შენ ხარ ის, ვინც წინ წევს და შენ ხარ ის, ვინც უკან წევს, და შენ ყოვლისშემძლე ხარ!»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ერთხელ ბედუინი მივიდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და უთხრა: "მასწავლე სიტყვები, რომლებსაც წარმოვთქვამ ხოლმე". უპასუხა: «თქვი: ლაა ილაჰა ილლა ლლააჰ ვაჰდაუ ლა შარიიქა ლაჰ, ალლაჰუ აქბარ, ვალ-ჰამდულილლაჰი ქასიირა, სუბჰაანალლაჰი რაბბილ 'აალამიინ, ლაა ჰავლა ვალაა ყუვვათა ილლაჰ ბილლაჰილ 'აზიიზილ ჰაქიიმ», ბედუინმა შემდეგ უთხრა: „ეს ყველაფერი ჩემს ღმერთს ეკუთვნის, მაგრამ ჩემთვის რა არის?“ შუამავალმა მიუგო: «თქვი: ო, ალლაჰ მაპატიე, შემიწყალე, დამადგინე ჭეშმარიტ გზაზე და მომმადლე სარჩო». /ალლაჰუმმა ღფირ ლიი ვარ ჰამნიი ვაჰდინიი ვარ ზუყნიი/.
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«თქვი: "ღმეთო ჩემო, მიმიძღვე და გამასწორე (ან წარმართე ჩემი საქმეები სწორ გზაზე)". გახსოვდეს, რომ გზის ჩვენება არის სწორი გზის პოვნა, ხოლო სისწორე ჰგავს ისრის სიზუსტესა და მიზანში მოხვედრას».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა