Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

10 of 841 cards

Clear filters
«ღმერთო, მე შენს წინაშე დავმორჩილდი, შენში ვირწმუნე, შენ მოგენდე, შენსკენ მოვემართე, შენთვის ვმტრობ. ღმერთო, მე თავშესაფარს ვეძებ შენს დიდებაში, არ არსებობს ღმერთი გარდა შენი, რომ არ ჩამაგდო გზააბნევაში, შენ ხარ მარად ცოცხალი, რომელიც არასდროს კვდება, ხოლო ჯინებიც და ადამიანებიც კვდებიან».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული ჰადისი, ამ სიტყვებით გადმოსცემს მუსლიმი, და ალ-ბუხარი გადმოსცემს შემოკლებით.
«ო ალლაჰ, შენს შეგეფარები შენი სიკეთის დაკარგვისგან, შენი წყალობის ცვლილებისგან, შენი მოულოდნელი სასჯელისა და შენი ყოველი რისხვისგან».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყველაზე ხშირად გამოყენებული ვედრება იყო: "ო, ალლაჰ, ჩვენო უფალო! მოგვმადლე ამქვეყნად სიკეთე, საიქიოში სიკეთე და დაგვიცავი ცეცხლის სატანჯველისგან». /ალლაჰუმმა რაბბანაა აათინაა ფიი დუნიაა ჰასანათან ვა ფილ აახირათი ჰასანათან ვა ყინაა 'აზააბა ნნაარ/
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჭეშმარიტად, ადამის შვილების გულები მოწყალის (არ-რაჰმანის) თითებიდან ორ თითს შორის არის, როგორც ერთი გული, და ის მათ აბრუნებს, როგორც ინებებს». შემდეგ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ო, ალლაჰ, გულთა შემბრუნებელო, მოაბრუნე ჩვენი გულები შენს მორჩილებაზე!»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ო, ალლაჰ! შენგან თავშესაფარს ვეძებ უძლურობის, სიზარმაცის, მხდალობის, სიძუნწის, სიბერის (გონების დასუსტების) და საფლავის სასჯელისგან, ო, ალლაჰ! მოანიჭე ჩემს სულს ღვთისმოშიშება და განწმინდე იგი, რადგან შენ ხარ საუკეთესო, ვინც განწმენდს. შენ ხარ მისი მფარველი და მეუფე, ო, ალლაჰ! შენგან თავშესაფარს ვეძებ ცოდნისგან, რომელიც სარგებელს არ მოიტანს, გულიდან, რომელსაც არ ეშინია, სულიდან, რომელიც არ კმაყოფილდება, და ვედრებიდან, რომელიც არ მიიღება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ღმერთო ჩემო, მაპატიე ჩემი ცოდვა და ჩემი უმეცრება, ჩემი უზომობა/ზღვარს გადასვლა ჩემს ყველა საქმეში და ის, რაც შენ ჩემზე უკეთ იცი! ო, ალლაჰ, მაპატიე ის, რაც შეცდომით გავაკეთე, რაც განზრახ ჩავიდინე, ჩემი უმეცრება და ის, რაც ხუმრობით გავაკეთე, რადგან ეს ყველაფერი ჩემთვის დამახასიათებელია! ო, ალლაჰ, მაპატიე ის, რაც ადრე ჩავიდინე და რაც ჯერ არ ჩამიდენია, ის, რაც ფარულად გავაკეთე და რაც აშკარად გავაკეთე! შენ ხარ ის, ვინც წინ წევს და შენ ხარ ის, ვინც უკან წევს, და შენ ყოვლისშემძლე ხარ!»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ერთხელ ბედუინი მივიდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და უთხრა: "მასწავლე სიტყვები, რომლებსაც წარმოვთქვამ ხოლმე". უპასუხა: «თქვი: ლაა ილაჰა ილლა ლლააჰ ვაჰდაუ ლა შარიიქა ლაჰ, ალლაჰუ აქბარ, ვალ-ჰამდულილლაჰი ქასიირა, სუბჰაანალლაჰი რაბბილ 'აალამიინ, ლაა ჰავლა ვალაა ყუვვათა ილლაჰ ბილლაჰილ 'აზიიზილ ჰაქიიმ», ბედუინმა შემდეგ უთხრა: „ეს ყველაფერი ჩემს ღმერთს ეკუთვნის, მაგრამ ჩემთვის რა არის?“ შუამავალმა მიუგო: «თქვი: ო, ალლაჰ მაპატიე, შემიწყალე, დამადგინე ჭეშმარიტ გზაზე და მომმადლე სარჩო». /ალლაჰუმმა ღფირ ლიი ვარ ჰამნიი ვაჰდინიი ვარ ზუყნიი/.
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«თქვი: "ღმეთო ჩემო, მიმიძღვე და გამასწორე (ან წარმართე ჩემი საქმეები სწორ გზაზე)". გახსოვდეს, რომ გზის ჩვენება არის სწორი გზის პოვნა, ხოლო სისწორე ჰგავს ისრის სიზუსტესა და მიზანში მოხვედრას».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა