Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

4 of 841 cards

Clear filters
«არ გალანძღოთ ქარი, თუ ნახავთ იმას, რაც არ მოგწონთ თქვით: ''ღმერთო ჩვენო, ჭეშმარიტად, შენ გთხოვთ ამ ქარისგან სიკეთეს, სიკეთეს რაც მასშია, და სიკეთეს რაც მას ებრძანა. შენ შეგეფარებით ამ ქარის უბედურებისგან, რაც მასშია, და რაც მას ებრძანა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ
«დაე, იგემოს დამცირება იმ კაცმა, ვისთანაც მახსენებენ და არ დამლოცავს. სირცხვილი იმ კაცს, ვინც მოესწრება რამადანს და დაასრულებს მას ისე, რომ ვერ მოიპოვებს მიტევებას. სირცხვილი იმ კაცს, ვისაც მოესწრება მოხუცი მშობლები და ისინი მისი სამოთხეში შესვლის მიზეზი ვერ გახდებიან».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«ვინც საკვების მიღების შემდეგ იტყვის: "ყოველი დიდება ალლაჰს, რომელმაც მაჭამა ეს საკვები და მანვე მაჩუქა იგი, მიუხედავად იმისა, რომ მე არ მქონდა ამის არც უნარი და არც ძალა (ალჰამდულილლაჰი ლაზიი ატ'ამანაა ჰაზაა ვა რაზაყანიიჰი მინ ღაირი ჰავლი მინნიი ვა ლაა ყუვვათინ), მას ეპატიება მის წარსული ცოდვები».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«ნამდვილი ძუნწი ის არის, ვინც არ წარმოთქვამს ჩემზე დალოცვას (სალავათს), როდესაც ჩემს სახელს მოიხსენებენ მისი თანდასწრებით».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ "ალ-ქუბრაში" და აჰმადმა.