Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

2 of 841 cards

Clear filters
რომ ფატიმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) მივიდა მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რათა მისთვის შეეჩივლა წისქვილის ტრიალით გამოწვეული ხელების დაღლილობის გამო. მას ასევე მოუსმენია, რომ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) მონები მოვიდნენ, თუმცა ვერ ნახა ის(მოციქული),და ამის შესახებ მან აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) უთხრა, როდესაც მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სახლში დაბრუნდა, აიშამ ეს ამბავი გააცნო. მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ფატიმასა და ალის (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) სახლში მივიდა მაშინ, როცა ისინი უკვე დასასვენებლად იყვნენ დაწოლილები. ისინი ადგომას შეეცადნენ, მაგრამ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «დარჩით თქვენს ადგილას». შემდეგ მივიდა, მათ შორის დაჯდა ისე, რომ 'ალიმ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) იგრძნო მისი ფეხების სიგრილე, შემდეგ მან თქვა: «არ გინდათ მიგითითოთ ისეთ რამეზე, რაც თქვენ მიერ მოთხოვნილზე უკეთესია? როცა დასაძინებლად დაწვებით ან საწოლში შეხვალთ, თქვით 'სუბჰანალლაჰ' 33-ჯერ, 'ალჰამდულილლაჰ' 33-ჯერ და 'ალლაჰუ აქბარ' 34-ჯერ. ეს უკეთესია თქვენთვის, ვიდრე მსახური».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ერთხელ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვიჯექი, როცა ორი ადამიანი ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ერთ-ერთ მათგანს სახე გაუწითლდა და კისერზე ვენები დაებერა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მე ვიცი სიტყვა, რომელსაც თუ იტყვის, ის, რასაც გრძნობს, გაქრება. თუ ის იტყვის: შევაფარებ თავს ალლაჰს შაიტნისგან/ა'უზუბილლაჰი მინა შშაიტაანი რრაჯიიმ/, ის, რასაც გრძნობს, გაქრება». მათ უთხრეს: მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «შეაფარე თავი ალლაჰს შაიტნისგან». მაგრამ მან უპასუხა: 'მე გიჟი ვარ, რომ ამის თქმა მჭირდებოდეს'?»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული