Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

50 of 841 cards

Clear filters

Narrator

Show all narrators (35)
«ისლამი დაფუძნებულ იქნა ხუთ საფუძველზე: დამოწმება იმისა, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მსახური და შუამავალია, ხუთჯერადი ლოცვა, ზაქათის გადახდა, ჰაჯობის შესრულება ქააბაში და მარხვა რამადანის თვეში».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ და მუსლიმმა.
«მე მებრძანა რომ ვებრძოლო ხალხს, სანამ არ დაამოწმებენ, რომ არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მოციქულია. ასევე, რომ აღასრულონ ლოცვა და გადაიხადონ ზაქათი. თუ ისინი ამას გააკეთებენ, დაცულნი იქნებიან ჩემგან თავიანთი სიცოცხლითა და ქონებით, გარდა ისლამის მიერ დადგენილი უფლებებისა, ხოლო მათი ანგარიში ალლაჰთან დარჩება».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«მოერიდეთ იმას, რაც აგიკრძალეთ, ხოლო რაც გიბრძანეთ შეასრულეთ ის, რამდენადაც შეგიძლიათ, ჭეშმარიტად, თქვენამდე მცხოვრებნი დაღუპა მათმა ზედმეტმა კითხვებმა და მათმა დაპირისპირებამ თავიანთ შუამავლებთან».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ და მუსლიმმა.
«გეშინოდეს ალლაჰის ყველგან, სადაც არ უნდა იყო. ცუდი საქციელის შემდეგ კეთილი საქციელი ჩაიდინე — ის გააუქმებს მას. და ადამიანებს კეთილი ზნეობით მოექეცი».
თქვა ათ-თირმიზიმ: «კარგი ჰადისია». გადმოსცა ალ-თირმიზიმ
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გადმოსცემს, რომ ალლაჰმა, ყოვლადმოწყალემ და უზენაესმა, თქვა: «ო, ჩემო მონებო, ჭეშმარიტად, მე საკუთარ თავს დავუშალე უსამართლობა და გავხადე ის აკრძალული თქვენ შორის, ამიტომ ნუ ჩაგრავთ ერთმანეთს! ო, ჩემო მონებო, ყველა თქვენგანი იყო გზააბნეული, გარდა იმათი, ვისაც მე ვაჩვენე სწორი გზა, ამიტომ სთხოვეთ ჩემგან სწორი გზა და მე გაჩვენებთ მას! ო, ჩემო მონებო, ყველა თქვენგანი დარჩება მშიერი, გარდა იმათი, ვისაც მე დავაპურებ, ამიტომ სთხოვეთ ჩემგან საჭმელი და მე გაჭმევთ! ო, ჩემო მონებო, ყველა თქვენგანი დარჩება შიშველი, გარდა იმათი, ვისაც მე ჩავაცვამ, ამიტომ სთხოვეთ ჩემგან ტანსაცმელი და მე ჩაგაცვამთ! ო, ჩემო მონებო, ჭეშმარიტად, თქვენ სცოდავთ დღე-ღამის განმავლობაში, მაგრამ მე ვპატიობ ყველა ცოდვას, ამიტომ ითხოვეთ ჩემგან პატიება და მე გაპატიებთ! ო, ჩემო მონებო, თქვენ ვერასდროს შეძლებთ, რომ რაიმე ზიანი მომაყენოთ ან სარგებელი მომიტანოთ! ო, ჩემო მონებო, თუ თქვენგან პირველნი და უკანასკნელნი, ადამიანები და ჯინები, იქნებოდით ისეთივე ღვთისმოსავები, როგორიც ყველაზე ღვთისმოსავი ადამიანია, ეს არაფერს შემმატებდა იმასთან შედარებით, რასაც მე ვფლობ! ო, ჩემო მონებო, თუ თქვენგან პირველნი და უკანასკნელნი, ადამიანები და ჯინები, იქნებოდით ისეთივე ცოდვილები, როგორიც ყველაზე დიდი ცოდვილია, ეს არაფერს დამაკლებდა იმასთან შედარებით, რასაც მე ვფლობ! ო, ჩემო მონებო, თუ პირველნი და უკანასკნელნი, ადამიანები და ჯინები, ერთ ადგილას დადგებოდით და ჩემგან რაიმეს მოითხოვდით, და მე თითოეულ თქვენგანს მივცემდი იმას, რასაც ითხოვდით, ეს ისე ვერ შეამცირებდა ჩემს სიმდიდრეს, როგორც ნემსი, წყალში ჩაძირული, ვერ ამცირებს ზღვის წყალს! ო, ჩემო მონებო, ჭეშმარიტად, ეს მხოლოდ თქვენი საქმეებია, რომლებსაც მე ვანგარიშობ თქვენთვის და მერე სრულად დაგაჯილდოვებთ მათთვის. ამიტომ, ვინც პოვებს სიკეთეს, განადიდოს ალლაჰი, ხოლო ვინც პოვებს რამე სხვას, ნუ დააბრალებს ნურავის, გარდა საკუთარი თავისა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«არ ირწმუნებს თქვენგან არავინ მანამ, სანამ არ ისურვებს თავისი ძმისთვის იმას, რაც სურს საკუთარი თავისთვის».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«თქვენგან ვერცერთი ვერ ირწმუნებს, სანამ მისი სურვილები არ დაემორჩილება იმას, რითაც მე მოვედი».
იმამი ან-ნავავიმ თქვა: «სანდო ჰადისია». გადმოვეცით წიგნში "ალ-ჰუჯა" სანდო გადმოცემით.
«ადამიანის ყოველი სახსრისთვის ყოველდღე, რომელიც ალლაჰმა უბოძა, აკისრია სადაყა, ყოველდღე, როდესაც მზე ამოდის: ორ ადამიანს შორის სამართლიანობის დამყარება - ეს არის სადაყა, დაეხმარო ადამიანს მის ცხოველზე[ცხენზე, აქლემზე...] დაჯდომაში, აიყვანო მასზე ან აატანინო ტვირთი მასზე - ეს არის სადაყა, კარგი სიტყვის თქმა - ეს არის სადაყა; ყოველი ნაბიჯი, რომლითაც ლოცვისკენ მიდიხარ - ეს არის სადაყა; და გზიდან დაბრკოლების მოცილება, რაც ხალხს აწუხებს - ეს არის სადაყა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ და მუსლიმმა.