Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

50 of 841 cards

Clear filters

Narrator

Show all narrators (35)
«შენ ჰკითხე დიდებულ რამეზე, მაგრამ ეს ადვილია იმათთვის, ვისაც ალლაჰი გაუმარტივებს: თაყვანი ეცი ალლაჰს და არ დაუდგინო თანამოზიარედ მას არაფერი, აღასრულე ლოცვა, გაეცი ზაქათი, იმარხე რამადანის თვეში და შეასრულე ჰაჯობა მექქაში». შემდეგ მან თქვა: «ნუთუ არ მიგითითო სიკეთის კარებზე? მარხვა არის ფარი, სადაყა აქრობს ცოდვებს ისე, როგორც წყალი აქრობს ცეცხლს, და კაცის ლოცვა შუაღამეში. შემდეგ მან წაიკითხა: {ისინი ტოვებენ თავიანთ საწოლებს} ვიდრე მიაღწია {იმას, რასაც ისინი აკეთებენ} შემდეგ მან თქვა: «ნუთუ არ გამცნო საქმის თავზე, მის საყრდენსა და მის მწვერვალზე?» მე ვუთხარი: დიახ, ო, ალლაჰის შუამავალო! მან თქვა: «საქმის თავი არის ისლამი, მისი საყრდენი ლოცვაა, ხოლო მისი მწვერვალი — ჯიჰადია ალლაჰის გზაზე». შემდეგ მან თქვა: «ნუთუ არ გამცნო ის, რაც ამ ყველაფერს აკავებს?» მე ვთქვი: დიახ, ო, ალლაჰის შუამავალო! მაშინ მან დაიჭირა თავისი ენა და თქვა: «შეიკავე ეს». მე ვთქვი: ო, ალლაჰის შუამავალო! ნუთუ ჩვენ დავისჯებით იმაზე, რასაც ვამბობთ? მან თქვა: «დაგკარგოს შენმა დედამ! ნუთუ ის, რასაც მათი ენები იმკიან, არ აგდებს ადამიანებს სახით (ან: ცხვირებით) ცეცხლში?!»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ
«ვისაც სწამს ალლაჰის და ბოლო დღის, დაე, თქვას კარგი სიტყვა ან გაჩუმდეს, ვისაც სწამს ალლაჰის და ბოლო დღის, დაე, პატივი სცეს მეზობელს, ვისაც სწამს ალლაჰის და ბოლო დღის, დაე, პატივი სცემს მის სტუმარს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ერთმა კაცმა უთხრა მოციქულს (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას): "მომეცი დარიგება". მან უპასუხა: «არ გაბრაზდე». კაცმა რამდენჯერმე გაიმეორა თავისი თხოვნა, [მაგრამ ყოველ ჯერზე მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) პასუხობდა] «არ გაბრაზდე».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«ჭეშმარიტად, ალლაჰმა აპატია ჩემს უმმას შეცდომით, დავიწყებით და იძულებით ჩადენილი საქმეები».
ან-ნავავიმ თქვა: «კარგი ჰადისია». გადმოსცა იბნ მააჯამ, ალ-ბაიჰაყიმ და სხვებმა.
«არ არის ნებადართული მუსლიმის სისხლის დაღვრა, გარდა სამი შემთხვევისა: დაქორწინებულის მრუშობისთვის, სიცოცხლის წართმევისთვის — სიცოცხლე სიცოცხლის წილ, და საკუთარი რელიგიის მიტოვებისა და მუსლიმთა ერთობისგან გამოყოფისთვის».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«არ შეიძლება ზიანის მიყენება ზოგადად, და არ შეიძლება ზიანის მიყენება პასუხად».
კარგი (ჰასან) გადმოსცა იბნ მააჯამ, ად-დარააყუთნიმ და სხვებმა მუსნადად.
«ჭეშმარიტად, ალლაჰმა დაწერა (დაადგინა) კეთილი და ბოროტი საქმეები, შემდეგ კი განმარტა ის: ვინც კი განიზრახავს კეთილი საქმის შესრულებას, მაგრამ არ გააკეთებს მას, ალლაჰი ჩაწერს მისთვის სრულყოფილ კეთილ საქმედ. ხოლო თუ განიზრახავს და შეასრულებს მას, ალლაჰი ჩაწერს მისთვის ათ კეთილ საქმეს შვიდასამდე და მრავალგზით მეტჯერ. და ვინც კი მოინდომებს ბოროტ საქმეს, მაგრამ არ შეასრულებს მას, ალლაჰი ჩაწერს მისთვის სრულყოფილ კეთილ საქმედ. ხოლო თუ განიზრახავს და შეასრულებს მას, ალლაჰი ჩაწერს მას ერთ ბოროტ საქმედ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ და მუსლიმმა თავიანთ საჰიჰებში ამ სიტყვებით.
«ჭეშმარიტად საქმეები ფასდება მათი განზრახვით, და ყველა იმას მიიღებს, რაც განიზრახა, ვისი გადასახლებაც იყო ალლაჰისა და მისი შუამავლისთვის, მაშინ მისი გადასახლება იქნება ალლაჰისთვის და მისი შუამავლისთვის, ხოლო ვისი გადასახლებაც იყო ამქვეყნიურისთვის ან ქალისთვის, მაშინ მისი გადასახლება იქნება იმისთვის, რისთვისაც გადასახლდა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუჰადდისთა ორმა იმამმა, აბუ აბდულლაჰ მუჰამმად იბნ ისმაილ იბნ იბრაჰიმ იბნ ალ-მუღიირა იბნ ბარდიზბა ალ-ბუხარიმ და აბუ ალ-ჰუსაინ მუსლიმ იბნ ალ-ჰაჯაჯ იბნ მუსლიმ ალ-ყუშაირი ან-ნაისააბუურიმ, თავიანთ "საჰიჰებ-ში", რომლებიც ყველაზე სარწმუნოდ შედგენილი წიგნებია.