Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

2 of 841 cards

Clear filters

Narrator

Show all narrators (35)
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გადმოსცემს, რომ ალლაჰმა, ყოვლადმოწყალემ და უზენაესმა, თქვა: «ო, ჩემო მონებო, ჭეშმარიტად, მე საკუთარ თავს დავუშალე უსამართლობა და გავხადე ის აკრძალული თქვენ შორის, ამიტომ ნუ ჩაგრავთ ერთმანეთს! ო, ჩემო მონებო, ყველა თქვენგანი იყო გზააბნეული, გარდა იმათი, ვისაც მე ვაჩვენე სწორი გზა, ამიტომ სთხოვეთ ჩემგან სწორი გზა და მე გაჩვენებთ მას! ო, ჩემო მონებო, ყველა თქვენგანი დარჩება მშიერი, გარდა იმათი, ვისაც მე დავაპურებ, ამიტომ სთხოვეთ ჩემგან საჭმელი და მე გაჭმევთ! ო, ჩემო მონებო, ყველა თქვენგანი დარჩება შიშველი, გარდა იმათი, ვისაც მე ჩავაცვამ, ამიტომ სთხოვეთ ჩემგან ტანსაცმელი და მე ჩაგაცვამთ! ო, ჩემო მონებო, ჭეშმარიტად, თქვენ სცოდავთ დღე-ღამის განმავლობაში, მაგრამ მე ვპატიობ ყველა ცოდვას, ამიტომ ითხოვეთ ჩემგან პატიება და მე გაპატიებთ! ო, ჩემო მონებო, თქვენ ვერასდროს შეძლებთ, რომ რაიმე ზიანი მომაყენოთ ან სარგებელი მომიტანოთ! ო, ჩემო მონებო, თუ თქვენგან პირველნი და უკანასკნელნი, ადამიანები და ჯინები, იქნებოდით ისეთივე ღვთისმოსავები, როგორიც ყველაზე ღვთისმოსავი ადამიანია, ეს არაფერს შემმატებდა იმასთან შედარებით, რასაც მე ვფლობ! ო, ჩემო მონებო, თუ თქვენგან პირველნი და უკანასკნელნი, ადამიანები და ჯინები, იქნებოდით ისეთივე ცოდვილები, როგორიც ყველაზე დიდი ცოდვილია, ეს არაფერს დამაკლებდა იმასთან შედარებით, რასაც მე ვფლობ! ო, ჩემო მონებო, თუ პირველნი და უკანასკნელნი, ადამიანები და ჯინები, ერთ ადგილას დადგებოდით და ჩემგან რაიმეს მოითხოვდით, და მე თითოეულ თქვენგანს მივცემდი იმას, რასაც ითხოვდით, ეს ისე ვერ შეამცირებდა ჩემს სიმდიდრეს, როგორც ნემსი, წყალში ჩაძირული, ვერ ამცირებს ზღვის წყალს! ო, ჩემო მონებო, ჭეშმარიტად, ეს მხოლოდ თქვენი საქმეებია, რომლებსაც მე ვანგარიშობ თქვენთვის და მერე სრულად დაგაჯილდოვებთ მათთვის. ამიტომ, ვინც პოვებს სიკეთეს, განადიდოს ალლაჰი, ხოლო ვინც პოვებს რამე სხვას, ნუ დააბრალებს ნურავის, გარდა საკუთარი თავისა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«მოციქულის მიმდევართაგან ზოგიერთნი მივიდნენ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და უთხრეს: ო, ალლაჰის შუამავალო! ჩვენგან მდიდარი ხალხი ძალიან წინ წავიდა მადლის კეთებით, ლოცულობენ ისე, როგორც ჩვენ ვლოცულობთ, მარხულობენ ისე, როგორც ჩვენ ვმარხულობთ, და გასცემენ მოწყალებას მათი დაგროვილი ქონებიდან. მან თქვა: «ნუთუ ალლაჰს თქვენთვის არ დაუდგენია, რითაც მოწყალებას გაიღებთ? ჭეშმარიტად, ყველა თასბიჰი (სუბჰანალლაჰ) სადაყაა, ყველა თაქბირი (ალლაჰუ აქბარ) სადაყაა, ყველა თაჰმიდი (ალჰამდულილლაჰ) სადაყაა, ყველა თაჰლილი (ლა ილაჰა ილლა ალლაჰ) სადაყაა, სიკეთის მოწოდება სადაყაა, ბოროტების აკრძალვა სადაყაა, და რომელიმე თქვენგანს ცოლთან ურთიერთობა თუ ექნება ესეც სადაყაა». მათ იკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო, ალლაჰის მოციქულო! თუ რომელიმე ჩვენგანი თავის ვნებას (ცოლთან ურთიერთობით) დააკმაყოფილებს, მას მაგისთვის მადლი დაეწერება? მან თქვა: «როგორ ფიქრობთ, თუ ამ ვნებებს ჰარამი გზით დაიკმაყოფილებს, მას ცოდვა არ დაეწერება? სწორედ ასეთივეა, თუ ამ ვნებებს ის ჰალალი გზით დაიკმაყოფილებს, ის მიიღებს ამისთვის მადლს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა