Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

42 of 841 cards

Clear filters
«ადამიანის ყოველი სახსრისთვის ყოველდღე, რომელიც ალლაჰმა უბოძა, აკისრია სადაყა, ყოველდღე, როდესაც მზე ამოდის: ორ ადამიანს შორის სამართლიანობის დამყარება - ეს არის სადაყა, დაეხმარო ადამიანს მის ცხოველზე[ცხენზე, აქლემზე...] დაჯდომაში, აიყვანო მასზე ან აატანინო ტვირთი მასზე - ეს არის სადაყა, კარგი სიტყვის თქმა - ეს არის სადაყა; ყოველი ნაბიჯი, რომლითაც ლოცვისკენ მიდიხარ - ეს არის სადაყა; და გზიდან დაბრკოლების მოცილება, რაც ხალხს აწუხებს - ეს არის სადაყა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ და მუსლიმმა.
«ჰეი, ადამიანებო! ნამდვილად, უზენაესი ალლაჰი კეთილია და არაფერს იღებს, გარდა კეთილისა. ნამდვილად, ალლაჰმა მორწმუნეებს იგივე უბრძანა, რაც მოციქულებს. ასე თქვა უზენაესმა: 'მოციქულებო! ჭამეთ კეთილთაგან და აკეთეთ მართალი საქმეები' (სურა 'ალ-მუ'მინუნ', აიათი 51). ასევე თქვა უზენაესმა: 'ჰეი, თქვენ, ვისაც გწამთ! ჭამეთ იმ სიკეთიდან, რაც მოგანიჭეთ...' (სურა 'ალ-ბაყარა', აიათი 172). შემდეგ მან ახსენა ერთი ადამიანი, მტვრით დაფარული და გაჩეჩილი თმებით, რომელიც დიდხანს იყო გზაზე და ხელებს აღაპყრობდა ცისკენ, (ამბობდა): 'ოჰ, უფალო, ოჰ, უფალო!' — მაგრამ მისი საკვები აკრძალულია (ჰარამი), მისი სასმელიც აკრძალულია, მისი სამოსი აკრძალულია და იგი აღზრდილია აკრძალულზე. მაშ, როგორ უნდა გაეცეს მას პასუხი?!»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
"როდესაც ჩვენ ვიჯექით შუამავალთან ერთად (ალლაჰის მშვიდობა და ლოცვა მას), ჩვენთან გამოჩნდა კაცი ძალიან თეთრი სამოსით, ძალიან შავი თმებით, რომელსაც არავინ ჩვენგან არ იცნობდა. ის დაჯდა შუამავალთან, თავისი მუხლები მის მუხლებთან დააწყო, ხელები დააწყო გვერდებზე და უთხრა მას: "ო მუჰამმად, მომიყევი ისლამზე". მან უთხრა: "ისლამი არის: დაამოწმო, რომ არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი მისი შუამავალია, შეასრულო ლოცვა, გასცე ზაქათი, იმარხო რამადანი და შეასრულო ჰაჯობა თუ შეგიძლია". მან თქვა: "მართალი ხარ". ჩვენ გაგვიკვირდა ძალიან, და შემდეგ მან ჰკითხა: "მომიყევი რწმენაზე". თქვა: "რწმენა არის, რომ ირწმუნო ალლაჰის, მისი ანგელოზების, მისი წიგნების, მისი შუამავლების, ბოლო დღის და ბედისწერის მისი კარგით და ცუდით". მან თქვა: "მართალი ხარ". შემდეგ ჰკითხა: "მომიყევი გულწრფელობაზე". უთხრა: "ეთაყვანე ალლაჰს ისე, თითქოსდა ხედავ მას, როცა შენ მას ვერ ხედავ, ჭეშმარიტად ის გხედავს შენ". შემდეგ უთხრა: "მომიყევი ბოლო საათზე". თქვა: "მკითხველმა არ იცის იმაზე მეტი, რაც იმან ვისაც ჰკითხა". თქვა: "მომიყევი მის ნიშნებზე". მან თქვა: "მონა შობს თავის ბატონს და შენ დაინახავ ფეხშიშვლებს და ტიტვლებს, მწყემსებს, რომლებიც ერთმანეთს მაღალი შენობების აშენებაში ეჯიბრებიან". შემდეგ ეს კაცი წავიდა. და შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ო უმარ! იცი ვინ იყო ის, ვინც მეკითხებოდა?". მე ვუთხარი: "ალლაჰმა და მისმა შუამავალმა იცის". თქვა: "ის იყო ჯიბრილი, რომელიც მოვიდა იმისთვის, რომ გასწავლოთ თქვენი რელიგია".
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«მოციქულის მიმდევართაგან ზოგიერთნი მივიდნენ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და უთხრეს: ო, ალლაჰის შუამავალო! ჩვენგან მდიდარი ხალხი ძალიან წინ წავიდა მადლის კეთებით, ლოცულობენ ისე, როგორც ჩვენ ვლოცულობთ, მარხულობენ ისე, როგორც ჩვენ ვმარხულობთ, და გასცემენ მოწყალებას მათი დაგროვილი ქონებიდან. მან თქვა: «ნუთუ ალლაჰს თქვენთვის არ დაუდგენია, რითაც მოწყალებას გაიღებთ? ჭეშმარიტად, ყველა თასბიჰი (სუბჰანალლაჰ) სადაყაა, ყველა თაქბირი (ალლაჰუ აქბარ) სადაყაა, ყველა თაჰმიდი (ალჰამდულილლაჰ) სადაყაა, ყველა თაჰლილი (ლა ილაჰა ილლა ალლაჰ) სადაყაა, სიკეთის მოწოდება სადაყაა, ბოროტების აკრძალვა სადაყაა, და რომელიმე თქვენგანს ცოლთან ურთიერთობა თუ ექნება ესეც სადაყაა». მათ იკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო, ალლაჰის მოციქულო! თუ რომელიმე ჩვენგანი თავის ვნებას (ცოლთან ურთიერთობით) დააკმაყოფილებს, მას მაგისთვის მადლი დაეწერება? მან თქვა: «როგორ ფიქრობთ, თუ ამ ვნებებს ჰარამი გზით დაიკმაყოფილებს, მას ცოდვა არ დაეწერება? სწორედ ასეთივეა, თუ ამ ვნებებს ის ჰალალი გზით დაიკმაყოფილებს, ის მიიღებს ამისთვის მადლს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«გადაეცით განსაზღვრული წილები მათ მფლობელებს, ხოლო რაც დარჩება მიეკუთვნება ყველაზე ახლო ნათესავ მამაკაცს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ალლაჰმა და მისმა მოციქულმა აკრძალეს ღვინის, მკვდარი ცხოველების, ღორისა და კერპების გაყიდვა". მაშინ ჰკითხეს: „ო, ალლაჰის მოციქულო, როგორ მოვიქცეთ მკვდარი ცხოველების ცხიმთან დაკავშირებით? იგი ხომ გამოიყენება გემებების დასაფარად (გემებზე წასასმელად), ტყავის დასაზეთად და სანთლების გასანათებლად?" მან უპასუხა: «არა, ეს აკრძალულია». ​​შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ალლაჰმა დასაჯოს იუდეველები! როდესაც ალლაჰმა მათ ცხიმი აუკრძალა, მათ იგი გაადნეს, გაყიდეს და მიიღე მისგან სარგებელი (ან შეჭამეს მისი სარგებლიდან)».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«იყავი ამქვეყნად ისე, თითქოს უცხოელი ან მოგზაური ხარ». აბდულლაჰ იბნ უმარი, დაე, ალლაჰი კმაყოფილი იყოს მათით, აგრძელებს: «როცა საღამო მოვა, ნუ ელოდები დილას, ხოლო როცა დილა მოვა, ნუ ელოდები საღამოს. ისარგებლე შენი ჯანმრთელობით, სანამ სნეულება არ დაგეწევა, და შენი სიცოცხლით, სანამ სიკვდილი არ მოგისწრებს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«ო ყმაწვილო, მე შენ გასწავლი სიტყვებს: გახსოვდეს ალლაჰი და ის დაგიცავს შენ. გახსოვდეს ის და იპოვი მას შენს წინ, როცა შესთხოვ, შესთხოვე ალლაჰს და როცა გჭირდება დახმარება, სთხოვე დახმარება მხოლოდ ალლაჰს, და იცოდე ყველა ხალხი რომ შეიკრიბოს რათა სარგებლობა მოგიტანონ, ვერ მოგიტანენ სარგებლობას იმაზე მეტს, რაც უკვე დაწერა ალლაჰმა შენთვის, და ყველა ხალხი რომ შეიკრიბოს შენს წინააღმდეგ, ვერ გავნებენ იმაზე მეტს, რაც უკვე დაწერა ალლაჰმა შენთვის, კალამი აწეულია და ფურცლები გამშრალი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ათ-თირმიზიმ.