Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

11 of 841 cards

Clear filters
«ჩვენ ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვიყავით, როდესაც მან თქვა: «განა ვერცერთი თქვენგანი ვერ შეძლებს ყოველდღიურად ათასი კეთილი საქმის შეძენას?» მის გვერდით მყოფთაგან ერთმა ჰკითხა: "როგორ შეიძლება ჩვენგან რომელიმემ მიიღოს ათასი სიკეთე?" მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «ვინც ასჯერ იტყვის „სუბჰანალლაჰ“-ს , მისთვის ჩაიწერება ათასი სიკეთე, და მისგან წაიშლება ათასი შეცდომა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
მოციქულმა (ალლაჰისა ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ალლაჰი, ძლიერი და ყოვლადმაღალი, ბრძანებს: მე ვარ ჩემი მონის ჩემს მიმართ წარმოდგენის შესაბამისად, და მე მასთან ვარ, როცა ის მახსენებს. თუ ის გამიხსენებს თავის გულში, მეც გავიხსენებ მას. თუ ის მიხსენებს საზოგადოებაში, მეც მას ვახსენებ ისეთ საზოგადოებაში, რომელიც უკეთესია, ვიდრე მისი. თუ ის მოახლოებას ცდილობს ჩემთან ერთი მტკაველით, მე ვუახლოვდები მას ერთი იდაყვით. თუ ის მოახლოვდება ჩემთან ერთი იდაყვით, მე ვუახლოვდები მას (ბაა'ით)გაშლილი ორი მკლავის მანძილით. და თუ ის მომიახლოვდება სიარულით, მასთან მივალ სირბილით».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«შვიდი ადამიანი, რომელთაც ალლაჰი დაჩრდილავს თავისი ჩრდილით იმ დღეს, როცა არ იქნება სხვა ჩრდილი, გარდა მისი ჩრდილისა: სამართლიანი იმამი (მმართველი). ახალგაზრდა, რომელიც ალლაჰის თაყვანისცემაში გაიზარდა, კაცი, რომლის გული მიჯაჭვულია მეჩეთზე, ორი ადამიანი, რომლებმაც ალლაჰისთვის შეიყვარეს ერთმანეთი – შეიკრიბნენ ალლაჰის გულისთვის და დაშორდნენ ალლაჰის გულისთვის, კაცი, რომელსაც მაღალსტატუსიანი და მშვენიერი ქალი შეეცადა შეცდენას, მაგრამ მან უთხრა: "ჭეშმარიტად, მე ალლაჰის მეშინია", კაცი, რომელმაც გაიღო ქველმოქმედება და ისე დამალა, რომ მარცხენა ხელი ვერ გაიგებდა, რას გასცემდა მარჯვენა, კაცი, რომელმაც ალლაჰი გაიხსენა მარტოობაში და ცრემლები ჩამოუგორდა თვალებიდან».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული