عربي - Arabic English Qafár af - Afar Afrikaans - Afrikanns Akan Shqip - Albanian አማርኛ - Amharic Հայերեն - Armenian অসমীয়া - Assamese Azərbaycanca - Azerbaijani Bamanankan - Bambara Bassa Bemba বাংলা - Bengali Bosanski - Bosnian Български - Bulgarian မြန်မာဘာသာ - Burmese Bisaya - Cebuano Cham Нохчий - Chechen chiCheŵa - Chewa 中文 - Chinese Адыгэбзэ - Circassian Hrvatski - Croatian Česky - Czech Dagbani Dansk - Danish فارسی دری - Dari Dendi ދިވެހި ބަސް - Dhivehi Nederlands - Dutch إستوني - Estonian Suomi - Finnish Français - French Fulfulde - Fula ქართული - Georgian Deutsch - German Ελληνικά - Greek ગુજરાતી - Gujrati Kreyòl ayisyen - Haitian Creole Hausa हिन्दी - Hindi Magyar - Hungarian Igbo Indonesia - Indonesian Italiano - Italian 日本語 - Japanese Jóola - Jola ಕನ್ನಡ - Kannada Қазақша - Kazakh ភាសាខ្មែរ - Khmer Kikuyu Ikinyarwanda - Kinyarwanda Ikirundi - Kirundi 한국어 - Korean كوردی سۆرانی - kurdish كوردي kurmancî - Kurmanji Kyrgyz ລາວ - Lao latviešu - Latvian Lingala lietuvių - Lithuanian Luganda Македонски - Macedonian Maguindanaon Malagasy - Malagasy Bahasa Melayu - Malay മലയാളം - Malayalam Mandinka मराठी - Marathi Mõõré - Moore नेपाली - Nepali أنكو - NKo Norwegian ଓଡ଼ିଆ - Odia oromoo - Oromo پښتو - Pashto فارسی - Persian Polski - Polish Portuguese ਪੰਜਾਬੀ - Punjabi Română - Romanian Русский - Russian Српски - Serbian Shona සිංහල - Sinhala Slovenščina - Slovenian Soomaaliga - Somali Soninke Sesotho - Sotho Español - Spanish Kiswahili - Swahili Svenska - Swedish Tagalog Тоҷикӣ - Tajik தமிழ் - Tamil తెలుగు - Telugu ไทย - Thai ትግረኛ - Tigrinya Türkçe - Turkish Ukrainian اردو - Urdu ئۇيغۇرچە - Uyghur Ўзбек - Uzbek Việt Nam - Vietnamese Wolof Yao Yorùbá - Yoruba Zarma زولو - Zulu
841 Hadiths
Encyclopedia of Prophetic Hadiths
Categories
Grading
Narrated in
Narrator
Show all narrators (79)
«არ დადგება საათი მანამ, სანამ კაცი არ ჩაივლის კაცის საფლავთან და არ იტყვის: "ნეტავ, მე ვიყო მის ადგილას".»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც სიკეთისკენ მოუწოდებს, მას ექნება მსგავსი მადლი, როგორიც ამ სიკეთის გამკეთებელს, ამით მათ გაკეთებულ მადლს არაფერი მოაკლდება, ვინც ცოდვისკენ მოუწოდებს, მას ექნება მსგავსი ცოდვა, როგორიც ამ ცოდვის გამკეთებელს, ამით მათ გაკეთებულ ცოდვას არაფერი მოაკლდება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ვინც გადაუვადებს ვალს გაჭირვებულს ან საერთოდ აპატიებს მას (ვალს ან მის ნაწილს), ალლაჰი დაფარავს მას თავისი ტახტის ჩრდილში აღდგომის დღეს, იმ დღეს, როდესაც სხვა ჩრდილი არ იქნება, გარდა მისი ჩრდილისა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვდა და მშვიდობა მას) თქვა, რომ ალლაჰმა თქვა: «ვისაც ჩემი ახლობელი მონის წინააღმდეგ მტრობა ექნება, მე მას ომს გამოვუცხადებ. ჩემთვის ყველაზე საყვარელი ისაა, რასაც ჩემი მონა ასრულებს ჩემი სიახლოვის მოსაპოვებლად, და რაც მე მასზე სავალდებულოდ დავაწესე. მაგრამ ჩემი მონა აგრძელებს ჩემი სიახლოვის ძიებას სავალდებულო ქმედებებზე დამატებითი თაყვანისცემით (ნაფილის შესრულებით), სანამ არ შევიყვარებ მას.
როცა შევიყვარებ, გავხდები მისი სმენა, რომლითაც ის ისმენს; მისი მზერა, რომლითაც ის ხედავს; მისი ხელი, რომლითაც ის იღებს, და მისი ფეხი, რომლითაც ის დადის. თუ რამეს მთხოვს, აუცილებლად მივცემ მას. თუ ჩემგან დაცვის ძიებას დაიწყებს, აუცილებლად დავიცავ. არაფერში არ ვყოყმანობ ისე, როგორც მორწმუნე მონის სულის გამოყოფაში, რადგან მას სიკვდილი არ სურს, მე კი არ მსურს, რომ მას ტანჯვა მივაყენო».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«ო ალლაჰ, არ აქციო ჩემი საფლავი კერპად, ალლაჰმა დაწყევლა ის ხალხი, რომლებმაც თავიანთი შუამავლების საფლავები სალოცავებად აქციეს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აჰმადმა
«თქვენი ცეცხლი მხოლოდ ერთ-ერთია სამოცდაათი ნაწილიდან გეენას ცეცხლისა». უთხრეს მას: "ო, ალლაჰის მოციქულო, ჩვენთვის ჩვენი ცეცხლიც საკმარისი იქნებოდა". მან თქვა: «ის უფრო მეტია კიდევ სამოცდაცხრა ნაწილით, რომელთაგან თითოეული ისეთივე ცხელი და მწვავეა, როგორც ეს ცეცხლი».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«მუსლიმის უფლება მუსლიმზე ექვსია», მას ჰკითხეს: რომლებია ისინი, ალლაჰის შუამავალო? მან თქვა: «თუ შეხვდები, მიესალმე მას, თუ დაგპატიჟებს მიდი მასთან, თუ რჩევას გთხოვს ურჩიე მას, თუ დააცემინა და ალლაჰი განადიდა წყალობა უსურვე მას, თუ ავად გახდა მოინახულე, თუ გარდაიცვლება დაესწარი მის გასვენებას».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი ადგილები მეჩეთებია, ხოლო ყველაზე უფრო საძულველი ადგილები – ბაზრები».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა