عربي - Arabic English Qafár af - Afar Afrikaans - Afrikanns Akan Shqip - Albanian አማርኛ - Amharic Հայերեն - Armenian অসমীয়া - Assamese Azərbaycanca - Azerbaijani Bamanankan - Bambara Bassa Bemba বাংলা - Bengali Bosanski - Bosnian Български - Bulgarian မြန်မာဘာသာ - Burmese Bisaya - Cebuano Cham Нохчий - Chechen chiCheŵa - Chewa 中文 - Chinese Адыгэбзэ - Circassian Hrvatski - Croatian Česky - Czech Dagbani Dansk - Danish فارسی دری - Dari Dendi ދިވެހި ބަސް - Dhivehi Nederlands - Dutch إستوني - Estonian Suomi - Finnish Français - French Fulfulde - Fula ქართული - Georgian Deutsch - German Ελληνικά - Greek ગુજરાતી - Gujrati Kreyòl ayisyen - Haitian Creole Hausa हिन्दी - Hindi Magyar - Hungarian Igbo Indonesia - Indonesian Italiano - Italian 日本語 - Japanese Jóola - Jola ಕನ್ನಡ - Kannada Қазақша - Kazakh ភាសាខ្មែរ - Khmer Kikuyu Ikinyarwanda - Kinyarwanda Ikirundi - Kirundi 한국어 - Korean كوردی سۆرانی - kurdish كوردي kurmancî - Kurmanji Kyrgyz ລາວ - Lao latviešu - Latvian Lingala lietuvių - Lithuanian Luganda Македонски - Macedonian Maguindanaon Malagasy - Malagasy Bahasa Melayu - Malay മലയാളം - Malayalam Mandinka मराठी - Marathi Mõõré - Moore नेपाली - Nepali أنكو - NKo Norwegian ଓଡ଼ିଆ - Odia oromoo - Oromo پښتو - Pashto فارسی - Persian Polski - Polish Portuguese ਪੰਜਾਬੀ - Punjabi Română - Romanian Русский - Russian Српски - Serbian Shona සිංහල - Sinhala Slovenščina - Slovenian Soomaaliga - Somali Soninke Sesotho - Sotho Español - Spanish Kiswahili - Swahili Svenska - Swedish Tagalog Тоҷикӣ - Tajik தமிழ் - Tamil తెలుగు - Telugu ไทย - Thai ትግረኛ - Tigrinya Türkçe - Turkish Ukrainian اردو - Urdu ئۇيغۇرچە - Uyghur Ўзбек - Uzbek Việt Nam - Vietnamese Wolof Yao Yorùbá - Yoruba Zarma زولو - Zulu
841 Hadiths
Encyclopedia of Prophetic Hadiths
Categories
Grading
Narrated in
Show remaining sources
Narrator
Show all narrators (60)
ერთხელ, როცა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცხენით მგზავრობდა, ხოლო მის უკან, უნაგირზე მუ'აზი იჯდა, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «ო მუ'აზ იბნ ჯაბალ!» მუ'აზმა მიუგო: "აქ ვარ შენს წინაშე, ო ალლაჰის მოციქულო, ბედნიერი ვარ შენი მსახურებით!" მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კვლავ უთხრა: «ო მუ'აზ!», შენს წინაშე ვარ, ო, ალლაჰის მოციქულო, ბედნიერი ვარ შენი მსახურებით!" ასე განმეორდა სამჯერ და შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «რომელმა (ალლაჰის) მსახურმაც გულწრფელად აღიარა, რომ არ არსებობს სხვა ღვთაება, რომელიც ღირსია თაყვანისცემის, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი მისი მსახური და მისი მოციქულია, ალლაჰი მას აუცილებლად აუკრძალავს ცეცხლში შესვლას ». მუ'აზმა ჰკითხა: "ო, ალლაჰის მოციქულო, არ უნდა გავაგებინო ეს ხალხს, რომ გაიხარონ?" მან უპასუხა: «მაშინ ისინი მხოლოდ იმედს დაამყარებენ და დატოვებენ საქმეს (მსახურებას)», - მიუხედავად ამისა, მუ'აზმა ეს სიტყვები თავის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გაამხილა, რადგან თვლიდა, რომ მათი დამალვა ცოდვა იქნებოდა (სასარგებლო ცოდნის დამალვის გამო).
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ერთხელ ადამიანთა ერთმა ჯგუფმა ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მკითხავებზე ჰკითხეს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მათ უპასუხა: «ისინი არაფერს წარმოადგენენ». მათ იკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო, ისინი ზოგჯერ ამბობენ ისეთ რამეს, რაც სიმართლეს შეესაბამება. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ის არის სიტყვები ჭეშმარიტებიდან, რომელსაც იპარავს ჯინი და შემდეგ ჩასჩურჩულებს თავის მეგობარს(მკითხავს) ყურში, როგორც ქათმის კაკანი, და ისინი მასში ურევენ ასზე მეტ ტყუილს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ერთხელ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა მშვიდობა მას) მივიდა ნაჯდის მცხოვრები, თმები აჩეჩილი. ჩვენ ვისმენდით მის ხმამაღალ საუბარს, მაგრამ ვერ ვიგებდით, რას ამბობდა, სანამ ის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ახლოს არ მივიდა. აღმოჩნდა, რომ ის ისლამზე ეკითხებოდა.
მოციქულმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «შენ უნდა ილოცო ხუთჯერ დღის და ღამის განმავლობაში». მან იკითხა: "და მეტი ლოცვა უნდა შევასრულო?" მოციქულმა მიუგო: «არა, თუ შენ თვითონ არ ისურვებ მეტს». შემდეგ მან უთხრა: «და უნდა იმარხო რამადნის თვეში». მან ისევ იკითხა: "და მეტი მარხვა უნდა შევასრულო?" მოციქულმა მიუგო: «არა, თუ შენ თვითონ არ ისურვებ მეტს». ამის შემდეგ მოციქულმა მუჰამედმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა ზაქათის გადახდის შესახებ. მან იკითხა: "და მეტი რამე უნდა გადავიხადო?" მოციქულმა მიუგო: »არა, თუ შენ თვითონ არ ისურვებ მეტს». ამის შემდეგ ამ კაცმა გაბრუნდა და თქვა: "ვფიცავ ალლაჰს, მე არაფერს არ დავამატებ ამაზე და არც მოვაკლებ". შუამავალმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) თქვა: «ის წარმატებას მიაღწევს, თუ ამას ამბობს გულწრფელად».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«მე ვიქნები ყველა ადამიანის ბატონი სასჯელის დღეს. იცით, რატომ? ალლაჰი შეკრებს ადამიანებს – როგორც პირვანდელ, ისე ბოლო თაობებს – ერთ დიდ ვაკეზე, ისე, რომ ყველას ექნება საშუალება მოისმინოს მქადაგებლის ხმა და დაინახოს ერთმანეთი. მზე მათ ძალიან მიუახლოვდება და ისინი ისეთი დიდი მწუხარებით, დარდითა და შიშით იქნებიან მოცული, რომ მათი მდგომარეობა აუტანელი გახდება. მაშინ ადამიანები ერთმანეთს ეტყვიან: "ნუთუ ვერ ხედავთ, რა დაგვემართა? ხომ არ ვიპოვოთ ვინმე, ვინც ჩვენთვის შუამდგომლობას გასწევს ჩვენი უფლის წინაშე?" ერთნი მეორეთ ეტყვიან: "წადით ადამთან!" ადამთან (მშვიდობა მას) მივლენ და ეტყვიან: "შენ ხარ კაცობრიობის მამა! ალლაჰმა შენ თავისი ხელით შეგქმნა და შენში თავისი სული ჩაჰბერა, თავისი ბრძანებით ანგელოზები დაგიხარა და სამოთხეში დაგასახლა. შუამდგომლობა გაგვიწიე შენს უფალთან! ნუთუ ვერ ხედავ, რა დაგვემართა?" თუმცა ადამი (მშვიდობა მას) იტყვის: "ჭეშმარიტად, დღეს ჩემი უფალი ისე განრისხდა, როგორც არასდროს განრისხებულა და აღარ განრისხდება. და ჭეშმარიტად, მან ამიკრძალა ერთი ხის ნაყოფის ჭამა, მაგრამ მე მისი ბრძანება დავარღვიე! ვაი, ჩემო თავო! ვაი ჩემო თავო !ვაი ჩემო თავო!წადით სხვასთან, წადით ნუჰთან!" ისინი მივლენ ნუჰთან (მშვიდობა მას) და ეტყვიან: "ო, ნუჰ, შენ ხარ პირველი მოციქული, რომელიც ალლაჰმა მიწის მოსახლეობასთან გაგზავნა. ალლაჰმა შენ მადლიერი მსახური დაგიძახა. შუამდგომლობა გაგვიწიე შენს უფალთან! ნუთუ ვერ ხედავ, რა დაგვემართა?" მაგრამ ნუჰი (მშვიდობა მას) უპასუხებს: "ჩემი უზენაესი და დიადი უფალი დღეს ისე განრისხდა, როგორც არასდროს განრისხებულა და აღარ განრისხდება. მე მქონდა შესაძლებლობა, ერთი ლოცვა აღმევლო ალლაჰისადმი და ის დავხარჯე ჩემი ხალხის განადგურებაზე! ვაი, ჩემო თავო!ვაი ჩემო თავო! წადით სხვასთან, წადით იბრაჰიმთან!" ისინი მივლენ იბრაჰიმთან (მშვიდობა მას) და ეტყვიან: "ო, იბრაჰიმ, შენ ხარ ალლაჰის წინასწარმეტყველი და მისი ხალილი (შეყვარებული/ მეგობარი), რომელიც მან დედამიწის მცხოვრებთაგან ამოარჩია. შუამდგომლობა გაგვიწიე შენს უფალთან! ნუთუ ვერ ხედავ, რა დაგვემართა?" მაგრამ იბრაჰიმი (მშვიდობა მას) იტყვის: "ჩემი უფალი დღეს ისე განრისხდა, როგორც არასდროს განრისხებულა და აღარ განრისხდება. რაც შემეხება მე, სამჯერ ვთქვი ტყუილი! ვაი, ჩემო თავო! ვაი ჩემო თავო!ვაი ჩემო თავო! წადით სხვასთან, წადით მუსასთან!“ ისინი მივლენ მუსასთან (მშვიდობა მას) და ეტყვიან: "ო, მუსა, შენ ხარ ალლაჰის მოციქული, რომელსაც ალლაჰმა მისცა უპირატესობა ხალხზე, რადგან მან თავისი გზავნილი მოგანდო და შენთან უშუალოდ ისაუბრა. შუამდგომლობა გაგვიწიე შენს უფალთან! ნუთუ ვერ ხედავ, რა დაგვემართა?" მაგრამ მუსა (მშვიდობა მას) იტყვის:
"ჩემი უზენაესი და დიადი უფალი დღეს ისე განრისხდა, როგორც არასდროს განრისხებულა და აღარ განრისხდება. მე ადამიანი მოვკალი, რომლის მოკვლა არ მიბრძანებია! ვაი ჩემო თავო! ვაი ჩემო თავო! ვაი ჩემო თავო!წადით სხვასთან, წადით ‘ისასთან(იესო)!" ისინი მივლენ ‘ისასთან (მშვიდობა მას) და ეტყვიან: "ო, ‘ისა, შენ ხარ ალლაჰის მოციქული, მისი სიტყვა, რომელიც მან მარიამს ჩაუნერგა, და სული, რომელიც მისგანაა. შუამდგომლობა გაგვიწიე!" მაგრამ ‘ისა (მშვიდობა მას) იტყვის: "ჩემი უფალი დღეს ისე განრისხდა, როგორც არასდროს განრისხებულა და აღარ განრისხდება!"
თუმცა ის არ ახსენებს საკუთარ ცოდვებს და იტყვის: "ვაი, ჩემო თავო! ვაი, ჩემო თავო! ვაი ჩემო თავო! წადით სხვასთან, წადით მუჰამმადთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)!" შემდეგ ისინი მოვლენ ჩემთან და იტყვიან:
"ო, მუჰამმად, შენ ხარ ალლაჰის მოციქული და წინასწარმეტყველთა ბეჭედი! ალლაჰმა გაპატია შენი ადრინდელი და უკანასკნელი ჩადენილი (შეცდომები). შუამდგომლობა გაგვიწიე შენს უფალთან! ნუთუ ვერ ხედავ, რა დაგვემართა?" მაშინ მე მივალ ალლაჰის ტახტის წინაშე, დავიჩოქებ საჯდაში და მას ვადიდებ სიტყვებით, რომლებიც მან აქამდე არავის ასწავლა. შემდეგ იქნება თქმული: "ო, მუჰამმად, ასწიე თავი! ითხოვე და მოგეცემა, შუამდგომლობა გაუწიე და შენი შუამდგომლობა მიღებული იქნება!" მაშინ ვიტყვი: "ჩემი უმმათი, ო, უფალო! ჩემი უმმა, ო, უფალო! ჩემი უმმა, ო, უფალო!" მაშინ ალლაჰი იტყვის: "ო, მუჰამმად, შეიყვანე შენი უმმათიდან ისინი, ვისაც არ ექნება ანგარიში, სამოთხის მარჯვენა კარიდან, მაგრამ მათ შეუძლიათ შევიდნენ სხვა კარებიდანაც სხვებთან ერთად". შემდეგ მან თქვა: "ფიცს ვდებ იმაზე, ვისი ხელშიც არის ჩემი სული, სამოთხის თითოეულ კარს შორის მანძილი ისეთივეა, როგორც მექქასა და იემენის ჰიმიარს, ან მექასა და ბუსრას შორის!"»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჭეშმარიტად, ალლაჰი კმაყოფილია თქვენთვის სამი რამით და სძულს სამი რამ: კმაყოფილია იმით, რომ მხოლოდ მას ეთაყვანებით და არ უდგენთ მას თანაზიარებს, რომ ეჭიდებით ალლაჰის თოკს ერთობლივად და არ იშლებით. და სძულს: ჭორაობა და ამაო ლაპარაკი, ზედმეტი კითხვა და ქონების ფლანგვა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«არ ჩამოჯდეთ სასაფლაოებზე და არ ილოცოთ მათ მიმართულებით».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ალ-აშაჯ აბდ ალ-ყაისს უთხრა: «შენში არის ორი თვისება, რომლებიც ალლაჰს უყვარს: მოთმინება და სიმშვიდე».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«მე აუცილებლად გადავცემ ამ დროშას ადამიანს, რომელსაც უყვარს ალლაჰი და მისი მოციქული, და რომლის მეშვეობითაც ალლაჰი მოგვცემს გამარჯვებას!» უმარ იბნ ალ-ხატტაბმა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) თქვა: „თუ იმ დღეს არ ჩავთვლით, არასოდეს მდომებია მეთაურობა, მაგრამ მაშინ წინ მივდექი იმ იმედით, რომ დროშას მე მომიძღვნიდნენ. მაგრამ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) გამოიძახა 'ალი იბნ აბუ ტალიბი (ალლაჰის იყოს კმაყოფილი მისით), გადასცა მას დროშა და უთხრა: «წადი და არავის მიაქციო ყურადღება, სანამ ალლაჰი არ მოგცემს გამარჯვებას!» 'ალი მცირე მანძილით გაიარა, შემდეგ შეჩერდა და, არ შეტრიალებულა ისე ხმამაღლა შესძახა: "ო, ალლაჰის მოციქულო, რისთვის უნდა ვიბრძოლო ამ ხალხთან?" მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) უპასუხა: «ებრძოლე მათ მანამ, სანამ არ დაადასტურებენ, რომ არ არსებობს ჭეშმარიტი ღმერთი, გარდა ალლაჰისა, და რომ მუჰამმადი მისი მოციქულია. ხოლო თუ ისინი ამას გააკეთებენ, თავიანთ სიცოცხლეს და ქონებას დაიცავენ შენგან, გარდა უფლებისა, ხოლო მათზე ანგარიშს ალლაჰი გასწევს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა