Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

140 of 841 cards

Clear filters

Narrator

Show all narrators (60)
عبد الله بن عمرو3 ‌ابن عباس2 أبو موسى2 أبو الدرداء1 أبو الهياج الأسدي قال1 أبو بشير الأنصاري1 أبو طلحة1 أبو عبد الرحمن عبد الله بن عمر بن الخطاب1 أبو عبد الرحمن عبد الله بن مسعود1 أبو عبد الله جابر بن عبد الله الأنصاري1 أبو عمرو- وقيل1 أبو مرثد الغنوي1 أبو هريرة عبد الرحمن بن صخر1 ‌أبي هريرة1 أسماء بنت أبي بكر1 البراء1 البراء بن عازب1 المغيرة بن شعبة1 المقداد بن الأسود1 المقداد بن عمرو الكندي1 النعمان بن بشير1 أم الدرداء و أبي الدرداء1 أم المؤمنين أم عبد الله عائشة1 أم سلمة أم المؤمنين1 ‌أنس بن مالك1 جرير بن عبد الله1 جندب1 حارثة بن وهب الخزاعي1 حكيم بن حزام1 رسول الله صلى الله عليه وسلم أنه قال1 زيد بن خالد الجهني1 زينب بنت جحش1 سفيان بن عبد الله الثقفي1 صفوان بن محرز قال1 طارق بن أشيم الأشجعي1 طاوس أنه قال1 طلحة بن عبيد الله1 عائشة وعبد الله بن عباس1 عبادة1 عبد الرحمن بن سمرة1 ‌عبد الله بن عمرو بن العاص1 عبد الله بن مسعود قال1 عثمان بن أبي العاص1 عدي بن حاتم1 علي1 عمر1 عمران بن حصين1 ‌قتادة رحمه الله قال1 معاذ بن جبل1 معاوية1
გვიამბო ანას იბნ მაალიქმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ კაცმა თქვა: "ო, ალლაჰის მოციქულო, როგორ აღსდგება ურწმუნო თავის სახეზე?" მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: "განა ის, ვინც ამ ქვეყნად ურწმუნოს ფეხებზე ამყოფებდა, არ არის შემძლე, რომ განკითხვის დღეს სახეზე ატაროს?" თქვა ყათადამ: «დიახ, შემძლეა, ვფიცავ ჩვენი ღმერთის სიდიადეს!"
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორ სასაფლაოს ჩაუარა და თქვა: «ჭეშმარიტად, ორივე მათგანი ისჯება, და არ ისჯებიან დიდი ცოდვების გამო. ერთი მათგანი შარდს არ უფრთხილდებოდა (არ სუფთავდებოდა), ხოლო მეორე ჭორებს ავრცელებდა, შემდეგ აიღო პალმის ნედლი ფოთოლი და ორად გაყო და ჩაარჭო ყოველ სასაფლაოზე თითო, მას ჰკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო, რატომ გააკეთე ეს? მან თქვა: «იმედია, ამის გახმობამდე ცოტა შეუმსუბუქდებათ (ტანჯვა)».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«დამტოვეთ, მანამდე სანამ მე თქვენ დაგტოვებთ. თქვენამდე მცხოვრებნი დაიღუპნენ თავიანთი ბევრი კითხვებითა და წინასწარმეტყველებთან დაპირისპირებით, ამიტომ, როცა რაღაცისგან აგიკრძალავთ, მოერიდეთ მას, ხოლო თუ რაღაცას გიბრძანებთ, შეასრულეთ ეს იმის მიხედვით, რამდენადაც შეძლებთ»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ყველაზე კარგი დღე, რომელზეც მზე ამოდის, არის პარასკევის დღე, ამ დღეს ალლაჰმა შექმნა ადამი, ამ დღესვე შეიყვანა ის სამოთხეში, ამ დღესვე გამოიყვანა იქიდან და განკითხვის დღის საათი არ დადგება, გარდა პარასკევის დღისა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«უთხრა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მუაზ იბნ ჯაბალს, როცა იემენში გააგზავნა: «შენ მიხვალ ხალხთან, რომლებიც წიგნის ხალხია. როცა მათთან მიხვალ, მოუწოდე მათ, რომ დაამოწმონ: არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მოციქულია. თუ ისინი დაგემორჩილდებიან ამაში, აცნობე მათ, რომ ალლაჰმა სავალდებულო გახადა მათთვის დღეში ხუთჯერ ლოცვა. თუ ისინი დაგემორჩილდებიან ამაში აცნობე მათ, რომ ალლაჰმა დააკისრა მათ ზაქათი, რომელიც მდიდრებიდან უნდა იყოს აღებული და ღარიბებისთვის გადაცემული. თუ ისინი დაგემორჩილდებიან ამაში, ფრთხილად იყავი, რომ არ წაართვა მათ საუკეთესო ქონება და ერიდე დაჩაგრულის წყევლას, რადგან მის ვედრებასა და ალლაჰს შორის ბარიერი არ არსებობს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
"ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია, მათ შორის უძლურებაც და გამჭრიახობაც, ან გამჭრიახობაც და უძლურებაც".
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
ვუთხარი: ო, ალლაჰის შუამავალო რა შეგიძლია მითხრა აუზის ჭურჭელზე? მან თქვა: " ვიცავ იმას, ვის ხელშია მუჰამედის სული, მისი ჭურჭლების რაოდენობა ცის ვარსკვლავებზე და პლანეტებზე მეტია, როგორც ვარსკვლავები და პლანეტები ბნელ ღამეში. ისინი სამოთხის ჭურჭლებია, ვინც მათგან დალევს, აღარ იგრძნობს წყურვილს. მასში ორი არხი სამოთხიდან მოედინება, ვინც მისგან დალევს, აღარ იგრძნობს წყურვილს, მისი სიგანე ტოლია სიგრძის, ამმანიდან აილამდე, მისი წყალი რძეზე უფრო თეთრი და თაფლზე უფრო ტკბილია".
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«აღდგომის დღეს, ადამიანებს შორის პირველ რიგში გასამართლდება საქმეები, რომლებიც დაკავშირებული იყო სისხლისღვრასთან».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული