Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

24 of 841 cards

Clear filters
«მოქმედება ცრურწმენების მიხედვით — ეს არის შირქი (თანამოზიარის დადგენა), მოქმედება ცრურწმენების მიხედვით — ეს არის შირქი, მოქმედება ცრურწმენების მიხედვით ეს არის შირქი, — სამჯერ» (შემდეგ აბულლაჰმა თქვა): «ჩვენ შორის არავინ არის, ვისაც მსგავსი აზრები თავში არ უტრიალებს, თუმცა ყოვლისშემძლე და დიადი ალლაჰი გვათავისუფლებს ამ ყველაფრისგან მასზე მინდობით».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«ჰასანი და ჰუსეინი სამოთხის ახალგაზრდების ბატონები არიან».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«შემწყალებლებს იწყალებს შემწყალებელი, შეიწყალეთ ისინი, ვინც დედამიწაზეა და შეგიწყალებთ ის, ვინც ზეცაშია».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«ვინც დაიფიცა ალლაჰის გარდა სხვაზე, ის ჩავარდა ურწმუნოებაში ან ჩაიდინა შირქი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«კაცი თავისი მეგობრის რწმენაზეა, ამიტომ თითოეულმა თქვენგანმა შეხედოს, ვინ არის მისი მეგობარი».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«გირჩევთ ალლაჰის შიშს, სმენას და მორჩილებას (მმართველზე), თუნდაც თქვენზე მმართველად მონა იყოს დადგენილი, ვინც კი თქვენგან ჩემს შემდეგ იცოცხლებს, ნახავს მრავალ განსხვავებას. ამიტომ მტკიცედ დაიცავით ჩემი სუნნა და სწორ გზაზე მდგომი მართალი ხალიფების სუნნა, მაგრად ჩაებღაუჭეთ მას კბილებით! და ერიდეთ ახალ გამოგონილ საქმეებს, ჭეშმარიტად, ყოველი სიახლე [რელიგიაში] გზააბნეულობაა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა და ალ-თირმიზიმ
«შენ ჰკითხე დიდებულ რამეზე, მაგრამ ეს ადვილია იმათთვის, ვისაც ალლაჰი გაუმარტივებს: თაყვანი ეცი ალლაჰს და არ დაუდგინო თანამოზიარედ მას არაფერი, აღასრულე ლოცვა, გაეცი ზაქათი, იმარხე რამადანის თვეში და შეასრულე ჰაჯობა მექქაში». შემდეგ მან თქვა: «ნუთუ არ მიგითითო სიკეთის კარებზე? მარხვა არის ფარი, სადაყა აქრობს ცოდვებს ისე, როგორც წყალი აქრობს ცეცხლს, და კაცის ლოცვა შუაღამეში. შემდეგ მან წაიკითხა: {ისინი ტოვებენ თავიანთ საწოლებს} ვიდრე მიაღწია {იმას, რასაც ისინი აკეთებენ} შემდეგ მან თქვა: «ნუთუ არ გამცნო საქმის თავზე, მის საყრდენსა და მის მწვერვალზე?» მე ვუთხარი: დიახ, ო, ალლაჰის შუამავალო! მან თქვა: «საქმის თავი არის ისლამი, მისი საყრდენი ლოცვაა, ხოლო მისი მწვერვალი — ჯიჰადია ალლაჰის გზაზე». შემდეგ მან თქვა: «ნუთუ არ გამცნო ის, რაც ამ ყველაფერს აკავებს?» მე ვთქვი: დიახ, ო, ალლაჰის შუამავალო! მაშინ მან დაიჭირა თავისი ენა და თქვა: «შეიკავე ეს». მე ვთქვი: ო, ალლაჰის შუამავალო! ნუთუ ჩვენ დავისჯებით იმაზე, რასაც ვამბობთ? მან თქვა: «დაგკარგოს შენმა დედამ! ნუთუ ის, რასაც მათი ენები იმკიან, არ აგდებს ადამიანებს სახით (ან: ცხვირებით) ცეცხლში?!»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ
«ჭეშმარიტად ალლაჰი განკითხვის დღეს გამოარჩევს ჩემს უმმაში ერთ კაცს ქმნილებათა თვალწინ. მას ოთხმოცდა ცხრამეტ წიგნს გადაუშლიან, თითოეული მათგანი თვალთა ხედვის გასწვრივ სიგრძეზე იქნება. ალლაჰი ჰკითხავს: "უარყოფ რამეს ამ წიგნებიდან? ან უსამართლოდ მოიქცნენ შენთან ჩემი ანგელოზები(რომლებმაც ჩაიწერეს შენი ქმედებები)?" ის უპასუხებს: "არა, ღმერთო ჩემო". ალლაჰი კვლავ ჰკითხავს: "გაქვს რაიმე გამართლება?" ის იტყვის:"არა, ღმერთო ჩემო", მაშინ ალლაჰი იტყვის:"ჭეშმარიტად, ჩვენ გვაქვს შენი ერთი კარგი საქმე და დღეს არ მოგექცევიან უსამართლოდ", შემდეგ გამოიტანენ ფურცელს, რომელზეც ეწერება: "ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და ვამოწმებ, რომ მუჰამედი მისი მონა და მოციქულია". ალლაჰი ეტყვის: "დაესწარი შენი საქმეების სასწორს(აწონვას)". კაცი იტყვის: "ო ღმერთო ჩემო, რა წონა აქვს ამ ფურცელს ამ წიგნებთან შედარებით?" ალლაჰი იტყვის: "შენ არ მოგექცევიან უსამართლოდ." შემდეგ დადებენ წიგნებს (ცოდვებით) სასწორის ერთ მხარეს, ხოლო ფურცელს — მეორე მხარეს, და წიგნები (ცოდვებით) აღმოჩნდებიან მსუბუქები, ხოლო ფურცელი — მძიმე. რადგან ალლაჰის სახელთან ერთად არაფერია, მასზე უფრო მძიმე.’"
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და იბნ მააჯამ