Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

101 of 841 cards

Clear filters
გვიამბო ანას იბნ მაალიქმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ კაცმა თქვა: "ო, ალლაჰის მოციქულო, როგორ აღსდგება ურწმუნო თავის სახეზე?" მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: "განა ის, ვინც ამ ქვეყნად ურწმუნოს ფეხებზე ამყოფებდა, არ არის შემძლე, რომ განკითხვის დღეს სახეზე ატაროს?" თქვა ყათადამ: «დიახ, შემძლეა, ვფიცავ ჩვენი ღმერთის სიდიადეს!"
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორ სასაფლაოს ჩაუარა და თქვა: «ჭეშმარიტად, ორივე მათგანი ისჯება, და არ ისჯებიან დიდი ცოდვების გამო. ერთი მათგანი შარდს არ უფრთხილდებოდა (არ სუფთავდებოდა), ხოლო მეორე ჭორებს ავრცელებდა, შემდეგ აიღო პალმის ნედლი ფოთოლი და ორად გაყო და ჩაარჭო ყოველ სასაფლაოზე თითო, მას ჰკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო, რატომ გააკეთე ეს? მან თქვა: «იმედია, ამის გახმობამდე ცოტა შეუმსუბუქდებათ (ტანჯვა)».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«დამტოვეთ, მანამდე სანამ მე თქვენ დაგტოვებთ. თქვენამდე მცხოვრებნი დაიღუპნენ თავიანთი ბევრი კითხვებითა და წინასწარმეტყველებთან დაპირისპირებით, ამიტომ, როცა რაღაცისგან აგიკრძალავთ, მოერიდეთ მას, ხოლო თუ რაღაცას გიბრძანებთ, შეასრულეთ ეს იმის მიხედვით, რამდენადაც შეძლებთ»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«უთხრა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მუაზ იბნ ჯაბალს, როცა იემენში გააგზავნა: «შენ მიხვალ ხალხთან, რომლებიც წიგნის ხალხია. როცა მათთან მიხვალ, მოუწოდე მათ, რომ დაამოწმონ: არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მოციქულია. თუ ისინი დაგემორჩილდებიან ამაში, აცნობე მათ, რომ ალლაჰმა სავალდებულო გახადა მათთვის დღეში ხუთჯერ ლოცვა. თუ ისინი დაგემორჩილდებიან ამაში აცნობე მათ, რომ ალლაჰმა დააკისრა მათ ზაქათი, რომელიც მდიდრებიდან უნდა იყოს აღებული და ღარიბებისთვის გადაცემული. თუ ისინი დაგემორჩილდებიან ამაში, ფრთხილად იყავი, რომ არ წაართვა მათ საუკეთესო ქონება და ერიდე დაჩაგრულის წყევლას, რადგან მის ვედრებასა და ალლაჰს შორის ბარიერი არ არსებობს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«აღდგომის დღეს, ადამიანებს შორის პირველ რიგში გასამართლდება საქმეები, რომლებიც დაკავშირებული იყო სისხლისღვრასთან».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«არ დადგება საათი მანამ, სანამ კაცი არ ჩაივლის კაცის საფლავთან და არ იტყვის: "ნეტავ, მე ვიყო მის ადგილას".»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც შეიტანს ჩვენს ამ საქმეში (რელიგიაში) რაიმე სიახლეს, რაზეც არ იყო ჩვენი ბრძანება - ის იქნება უარყოფილი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ და მუსლიმმა.
«განკითხვის დღეს მორწმუნე მიუახლოვდება მის უფალს, დიდებულს და უზენაესს, ისე, რომ ის დაფარავს მას თავისი გადასაფარით. შემდეგ მას შეახსენებს მის ცოდვებს და ჰკითხავს: „იცნოობ(შენს ცოდვებს)?“ ის პასუხობს: "ჰო, ჩემო ღმერთო, ვიცნობ". მაშინ უფალი ეტყვის: "მე დავფარე ისინი შენთვის ამ დუნიაში და დღეს კი გპატიობ". შემდეგ მას გადაეცემა მისი კეთილი საქმეების წიგნი. რაც შეეხება ურწმუნოებს და მუნაფიყებს (თვალთმაქცებს), მათზე ხმამაღლა გამოაცხადებენ ყველა ქმნილების წინაშე: "ესენი არიან ისინი, ვინც ცრუობდნენ ალლაჰზე"».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული