Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

5 of 841 cards

Clear filters
«ფიცი ეხმარება საქონლის გაყიდვაში, მაგრამ ამცირებს მოგებას».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«თქვა დიდებულმა და ძლევამოსილმა ალლაჰმა: "ადამის ძე მაწყენინებს, როცა დროს შეურაცხყოფს, მაშინ როცა მე ვარ დრო, ჩემს ხელშია ყველა საქმე, მე ვაბრუნებ დღესა და ღამეს"».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) პერიოდში იყო ერთი კაცი სახელად აბდულლაჰ, მას ზედმეტსახელად ვირს ეძახდნენ, ის ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აცინებდა, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ის ბევრჯერ გაროზგა დასალევის გამო, ერთ დღეს მოიყვანეს ის, ბრძანა მისი გაროზგვა და გაროზგეს, იქ მყოფთაგან ერთმა კაცმა თქვა: ო, ალლაჰ დაწყევლე ის, რა ხშირად მოჰყავთ? მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ დაწყევლოთ ის, ვფიცავ ალლაჰს, ჭეშმარიტად, მას ალლაჰი და მისი შუამავალი უყვარს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«მუსლიმი ის არის, ვისგანაც მუსლიმები დაცულნი არიან მისი ენისა და ხელისგან, ხოლო მუჰაჯირი ის არის, ვინც მიატოვებს იმას, რაც ალლაჰმა აკრძალა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«თუ ვინმე თავის ძმას ეტყვის: 'ჰეი, ურწმუნო!' – მაშინ ეს სიტყვა ერთ-ერთ მათგანს დაუბრუნდება: თუ ეს სიმართლეა, მაშინ იმაზე, ვისზეც ითქვა; ხოლო თუ არ არის სიმართლე, მაშინ დაბრუნდება თავად მასზე».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული