Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

25 of 841 cards

Clear filters
«ერთხელ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვიჯექი, როცა ორი ადამიანი ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ერთ-ერთ მათგანს სახე გაუწითლდა და კისერზე ვენები დაებერა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მე ვიცი სიტყვა, რომელსაც თუ იტყვის, ის, რასაც გრძნობს, გაქრება. თუ ის იტყვის: შევაფარებ თავს ალლაჰს შაიტნისგან/ა'უზუბილლაჰი მინა შშაიტაანი რრაჯიიმ/, ის, რასაც გრძნობს, გაქრება». მათ უთხრეს: მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «შეაფარე თავი ალლაჰს შაიტნისგან». მაგრამ მან უპასუხა: 'მე გიჟი ვარ, რომ ამის თქმა მჭირდებოდეს'?»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ერთხელ უმართან ვიმყოფებოდით და მან თქვა: «ჩვენ აგვეკრძალა გადაჭარბება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«ვინც ცოდნა მიიღო, რომელიც უნდა იყოს მხოლოდ დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰის სახისთვის, მაგრამ ის სწავლობს მას მხოლოდ ამქვეყნიური სარგებლის მისაღებად, ასეთ ადამიანს ვერ ეღირსება სამოთხის სურნელის შეგრძნება აღდგომის დღეს», ვერ შეიგრძნობს სამოთხის სურნელს – ნიშნავს, რომ ის შორს იქნება სამოთხიდან და ვერ იგრძნობს მის კეთილსურნელებას.
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«ჭეშმარიტად, ალლაჰი უვადებს უსამართლოს მანამ, სანამ არ დასჯის და შემდეგ მას ვერაფერი გადაარჩენს» თქვა: შემდეგ წაიკითხა: «ამგვარად შეიპყრობს შენი ღმერთი სოფლებს, როცა იპყრობს მაშინ, როცა უსამართლონი არიან. ჭეშმარიტად, მისი შეპყრობა მწარე, მრისხანეა!» [ჰუდ : 102]
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ერიდეთ უსამართლობას, რადგან უსამართლობა სიბნელეებია განკითხვის დღეს. ერიდეთ სიხარბეს, რადგან სიხარბემ დაღუპა ის, ვინც თქვენს წინ იყო. მან მათ უბიძგა სისხლისღვრისკენ და აკრძალული საქმეების დაშვებისკენ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«გნებავთ, გამცნოთ ყველაზე დიდი ცოდვების შესახებ?» და გაიმეორა სამჯერ, მიუგეს: რა თქმა უნდა, ო, ალლაჰის შუამავალო. მან თქვა: «ალლაჰზე თანაზიარის დადგენა და მშობლებისადმი უპატივცემულობა». ის ნახევრად წამოწოლილი იყო, წამოჯდა და გააგრძელა: «და სიცრუეზე მოწმობა». და ის იმეორებდა მანამ, სანამ არ გავიფიქრეთ: "ნეტავი, გაჩუმდეს".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«კაცმა არ უნდა შეხედოს კაცის აურათს, და არც ქალმა უნდა შეხედოს ქალის აურათს. ასევე, კაცი არ უნდა დაწვეს კაცთან ერთად ერთი სამოსის ქვეშ, და არც ქალი უნდა დაწვეს ქალთან ერთად ერთი სამოსის(ან საბნის) ქვეშ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«იცით, ვინ არის ნამდვილი გაკოტრებული?» მათ თქვეს: ჩვენში გაკოტრებული ისაა, ვისაც არც დირჰამი აქვს და არც ქონება. მაშინ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განაცხადა: «ნამდვილი გაკოტრებული ჩემი თემიდან არის ის, ვინც აღდგომის დღეს მოვა ლოცვით, მარხვითა და ზაქათით, მაგრამ მან ცუდი სიტყვებით აწყენინა სხვას, ცილი დასწამა, სხვისი ქონება მიითვისა, ვიღაცის სისხლი დაღვარა და დაარტყა ამას, ასეთ დროს, მისი კეთილი საქმეები მიეცემა მათ, ვისაც ზიანი მიაყენა, თუ მისი კეთილი საქმეები ამოიწურება, სანამ ვალდებულებებს სრულად გადაიხდის, სხვათა ცოდვები გადაეცემა მას, შემდეგ კი ცეცხლში იქნება მოსროლილი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა