Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

27 of 841 cards

Clear filters
«სიკეთე: არის კარგი ზნეობა. ცოდვა არის ის, რაზეც შენი სული ორჭოფობს, რის გამოც დამძიმებულია და რასაც არ ისურვებდი, რომ ხალხმა გაიგოს».
სანდო (საჰიჰ) პირველი ჰადისი: გადმოცემულია მუსლიმის მიერ, და მეორე ჰადისი: გადმოცემულია აჰმადისა და ად-დაარიმის მიერ.
«გამოიჩინეთ სიმართლე, რადგან ჭეშმარიტად, სიმართლე კეთილმოქმედებისკენ მიგიყვანთ, ხოლო კეთილმოქმედება სამოთხეში. ადამიანი სიმართლეს ამბობს და ისწრაფვის სიმართლისკენ მანამ, სანამ ალლაჰის წინაშე არ იქნება ჩაწერილი როგორც სიმართლის მთქმელი. შეიკავეთ თავი ტყუილისგან, რადგან ჭეშმარიტად, ტყუილი ცოდვებისკენ მიგიყვანთ, ხოლო ცოდვები ჯოჯოხეთის ცეცხლში. ადამიანი დაიწყებს ტყუილს და ისწრაფვის ტყუილისკენ, სანამ არ იქნება ჩაწერილი ალლაჰის წინაშე როგორც მატყუარა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ძლიერი ის კი არ არის, ვინც ბევრს ამარცხებს; ჭეშმარიტად, ძლიერი ის არის, ვინც საკუთარი თავის კონტროლს ახერხებს სიბრაზის დროს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც მოკლებულია გულმოწყალებას, ის მოკლებულია სიკეთეს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭეშმარიტად, შემწყნარებლობა ალამაზებს ყველაფერს, რაშიც ის არსებობს, და აფუჭებს ყველაფერს, რასაც იგი აკლია».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭეშმარიტად ალლაჰმა დაავალა, რომ ყოველ საქმეში მოწყალება გამოიჩინოთ, ამიტომ თუ მოგიწევთ ვინმეს მოკვლა, აირჩიეთ მოწყალე (უმტკივნეულო) მეთოდი. ხოლო თუ ცხოველს დაკლავთ, გამოიჩინეთ მოწყალება დაკვლის დროსაც. თითოეულმა თქვენგანმა კარგად უნდა გალესოს თავისი დანა, რათა ცხოველს ტანჯვა არ მოეწიოს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«არ შეგშურდეთ ერთმანეთის, ნუ გაზრდით ფასს ეშმაკობით (სხვების შეცდომაში შეყვანის მიზნით), ნუ შეიძულებთ და ნუ აქცევთ ზურგს ერთმანეთს. ნუ განახორციელებთ ვაჭრობას სხვის მიერ უკვე შეთანხმებულ ვაჭრობაზე. ალლაჰის მონებო, იყავით ძმები, მუსლიმი – მუსლიმის ძმაა, მას უსამართლოდ არ მოექცევა, არ დაამცირებს, არ მოატყუებს და არ შეურაცხყოფს. ღვთისმოშიშება აი აქაა», – და სამჯერ მიუთითა გულზე, «ადამიანისთვის საკმარისია ბოროტებად იგიც, რომ თავისი მუსლიმი ძმა დაამციროს. ყოველი მუსლიმის(ყოველი რამ) მუსლიმისთვის აკრძალულია: მისი სისხლი, ქონება და ღირსება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭეშმარიტად ალლაჰმა შთამაგონა, რომ არ დაეყენინა ვინმეს თავი სხვაზე მაღლა და არ დაეჩაგრა სხვა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა