Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

4 of 841 cards

Clear filters
«ვინც ეხმარება ქვრივ ქალს და უპოვრებს, მსგავსია მუჯაჰიდისა ალლაჰის გზაზე, ან იმის, ვინც ღამეს ლოცვაში და დღეს მარხვაში ატარებს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«საუკეთესო დინარი, რომელსაც მამაკაცი ხარჯავს, არის დინარი, დახარჯული საკუთარი ოჯახის საჭიროებებზე, დინარი, დახარჯული მის საცხენოსნო ცხოველზე ალლაჰის გზაზე და დინარი, დახარჯული მის თანამგზავრებზე ალლაჰის გზაზე». აბუ ყილაბამ თქვა: "მან დაიწყო იმათგან, ვინც მამაკაცის მზრუნველობის ქვეშ იმყოფება". შემდეგ აბუ ყილაბამ დაამატა: "ვინ მიიღებს უფრო დიდ საზღაურს, ვიდრე ის, ვინც იხარჯება პატარებზე, რომელნიც თავისით ვერ უზრუნველყოფენ თავს, ასე რომ, ალლაჰი იცავს მათ აკრძალულ საჭიროებებისგან [ან მოაქვს მათთვის სიკეთე მისი მეშვეობით]"
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ვერ შეხვალთ სამოთხეში მანამ, სანამ არ ირწმუნებთ, და ვერ ირწმუნებთ მანამ, სანამ ერთმანეთს არ შეიყვარებთ. გინდათ გასწავლოთ ისეთი რამ თუ მას გააკეთებთ ერთმანეთს შეიყვარებთ? გაავრცელეთ სალამი თქვენ შორის».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«როცა მუსლიმი ან მორწმუნე მსახური ასრულებს მცირე განბანვას და თავის სახეს იბანს, მისი სახიდან წყლის წვეთებთან ერთად (ან უკანასკნელ წვეთთან ერთად) გამოდის ყველა ცოდვა, რომელიც მან თავისი თვალებით იხილა. როცა ხელებს იბანს, მისი ხელებიდან გამოდის ყველა ცოდვა, რომელიც მათ ჩაუდენიათ, წყლის წვეთებთან ერთად (ან უკანასკნელ წვეთთან ერთად). ხოლო როცა ფეხებს იბანს, მისი ფეხებიდან გამოდის ყველა ცოდვა, რომელზეც მათ გაუვლიათ, წყლის წვეთებთან ერთად (ან უკანასკნელ წვეთთან ერთად), სანამ სრულად განიწმინდება ცოდვებისგან».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა