Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

11 of 841 cards

Clear filters
«როდესაც მუაზინის მოწოდებას მოისმენთ, გაიმეორეთ ის, რასაც ის ამბობს. შემდეგ დამლოცეთ მე, რადგან ვინც ერთხელ დამლოცავს, ალლაჰი მას ათჯერ დალოცავს. შემდეგ ალლაჰს სთხოვეთ ვისიილა ჩემთვის, რადგან ეს არის მდგომარეობა სამოთხეში, რომელიც მხოლოდ ალლაჰის ერთ მონას ეკუთვნის, და მე ვიმედოვნებ, რომ ეს მე ვიქნები. ვინც ალლაჰს ჩემთვის ვასიილას სთხოვს, ის მიიღებს (ჩემს) შუამდგომლობას».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ვინც იტყვის ათჯერ: "არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი, მას ეკუთვნის მეუფება და დიდება და ის ყოვლისშემძლეა / ლაა ილააჰა ილლაა ლლაჰ, ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ, ლაჰულ მულქუ ვა ლაჰულ ჰამდუ, ვა ჰუვა 'ალაა ქულლი შაი'ინ ყადიირ", - იქნება მსგავსი იმისა, ვინც ოთხი მონა გაათავისუფლა ისმაილის მოდგმიდან».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მექქას გზაზე მიდიოდა და ჩაიარა მთასთან, რომელსაც ჯუმდანი ერქვა. მან ჩუმად თქვა: წადით ეს ჯუმდანია, ცალკემყოფები დაწინაურდნენ». ჰკითხეს: "ვინ არიან ეს ცალკემყოფები(მუფარრიდუუნ), ო ალლაჰის შუამავალო?" მან უპასუხა: «ალლაჰის მრავალჯერ მხსენებელი მამაკაცები და ქალები».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა